სამუელ ელ ჯექსონის თქმით, არ იცოდა კენდრიკ ლამარის Super Bowl-ის შოუს მნიშვნელობა მანამ, სანამ გენერალურ რეპეტიციას არ დაესწრო

ლამარის წარმოდგენას გამოკვეთილად პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა – არტისტის მიზანი იყო, ეჩვენებინა, როგორია შავკანიანი ამერიკა.
Samuel L. Jackson
My First And Last Podcast

მსახიობმა სამუელ ელ ჯექსონმა Mad Sad Bad-ის პოდკასტში სტუმრობისას წამყვან პალომა ფეიტს უამბო, როგორ მოირგო „ბიძია სემის“ როლი წლევანდელ Super Bowl-ზე. როგორც მსახიობმა თქვა, მხოლოდ გენერალურ რეპეტიციაზე მიხვდა, რეალურად რა ხდებოდა.

„ზუსტად არ ვიცოდი, რას აკეთებდნენ. საკმაოდ უცნაური გამოცდილება იყო. გენერალურ რეპეტიციამდე არც გამიმახვილებია ყურადღება. მერე ავიხედე, ვუყურე სცენას და ვთქვი: ეს ხომ დროშაა… ვაუ, ჩვენ რევოლუციონერები ვართ,” – გაიხსენა მსახიობმა. 

ლამარის წარმოდგენას გამოკვეთილად  პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა – არტისტის მიზანი იყო, ეჩვენებინა, როგორია შავკანიანი ამერიკა. ჯექსონი ამ კონტექსტში სცენაზე განვითარებულ მოვლენებს მთხრობელის როლში მიჰყვებოდა, ზუსტად ისე, როგორც ეს  სპაიკ ლის 2015 წლის ფილმში Chi-Raq-ში გააკეთა, სადაც დოლმედესის როლს ასრულებდა. ამ პარალელზე თავად რეჟისორმაც მიანიშნა.

ჯექსონს სამოქალაქო აქტივიზმთან ხანგრძლივი კავშირი აქვს. მორაუს კოლეჯში სწავლისას, მარტინ ლუთერ კინგის დაკრძალვაზე ის საორგანიზაციო საკითხებშიც იყო ჩართული. როგორც თავად ამბობს, ხშირად აღმოჩენილა ასეთ მნიშვნელოვან გარემოებებში. 

„რაღაც არის ჩემში, ან ჩემს ხასიათში, რის გამოც ცხოვრებაში ხშირად საჭირო დროს საჭირო ადგილას ვხვდები. უნდა მივიღო ფაქტი, რომ ხანდახან ჩემი ვალია, ცვლილებების ინიციატორი ვიყო და ამით უნდა ვიამაყო. უნდა ვიცოდე, რომ ღმერთმა იმ ადგილას მიმიყვანა, სადაც გავლენის მოხდენა შემიძლია. მინდა, ისტორიის სწორ მხარეს ვიდგე, რაც არ უნდა ხდებოდეს. და ზოგჯერ ეს ჩემი არჩევანი არც არის,” – უთხრა ჯექსონმა პოდკასტის წამყვანს.

აღსანიშნავია, რომ კენდრიკ ლამარის Super Bowl-ის შოუს პროექტის ისტორიაში ყველაზე მეტი მაყურებლის ჰყავდა. 

ნახეთ სამუელ ელ ჯექსონის სრული ინტერვიუ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BRIT Awards 2026 პირველად ლონდონის გარეთ გაიმართება

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი ამბობს, რომ „ჰანა მონტანას” დასრულების შემდეგ დისნეიმ მას შოუსთან დაკავშირებული სიმღერების შესრულება აუკრძალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი