მაილი საირუსი ამბობს, რომ „ჰანა მონტანას” დასრულების შემდეგ დისნეიმ მას შოუსთან დაკავშირებული სიმღერების შესრულება აუკრძალა

პოპვარსკვლავი ჰიტად ქცეულ სერიალში 2006-დან 2011 წლამდე მონაწილეობდა.
მაილი საირუსი 2025 წლის Met Gala-ზე
Gilbert Flores

მაილი საირუსმა ღიად ისაუბრა, თუ როგორ გაგრძელდა მისი მუსიკალური კარიერა „ჰანა მონტანას” დასრულების შემდეგ. 32 წლის პოპვარსკვლავმა და მსახიობმა The Ringer-ის პოდკასტში სტუმრობისას გაამხილა, რომ დისნეის პოპულარული სერიალის დასრულების შემდეგ, 2011 წელს, მას შოუსთან დაკავშირებული სიმღერების შესრულება აუკრძალეს.

„როცა დისნეი დავტოვე, აღარ მქონდა უფლება, ჰანა მონტანას სიმღერები მემღერა. არ ვამბობ, თითქოს ეს ძალიან მინდოდა. The Best Of Both Worlds რომ მემღერა We Can’t Stop-სა და Wrecking Ball-ს შორის, უბრალოდ უაზრობა იქნებოდა,” – თქვა საირუსმა. 

მუსიკოსის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, იმ მუსიკისგან მოწყვეტა, რომელიც მის ადრეულ იდენტობას ასე მჭიდროდ უკავშირდებოდა, რთული აღმოჩნდა. „მაინც მწყინდა – იმ სიმღერებში ჩემი ხმაა, მათ მე ვმღეროდი და მეკრძალებოდა მათი შესრულება,“ – იხსენებს ის.

ცვლილებები 2024 წლის აგვისტოდან დაიწყო, როცა საირუსს დისნეის ლეგენდის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭეს ცერემონიაზე, რომელიც ანაჰაიმში, Honda Center-ში გაიმართა.

„მას შემდეგ, რაც დისნეის ლეგენდა გავხდი, ამ სიმღერების შესრულების ნებაც დამრთეს – რაც, ჩემი აზრით, ძალიან მაგარია,“ – თქვა მომღერალმა The Ringer-თან საუბრისას.

„ჰანა მონტანა” პირველად 2006 წლის მარტში გავიდა ეთერში და მალევე კულტურულ ფენომენად იქცა – მისი ეპიზოდების პრემიერებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია: სერიალი 5.4 მილიონმა მაყურებელმა ნახა, რაც მაშინდელი დისნეი არხის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. 13 წლის საირუსი მაილი სტიუარტის როლს ასრულებდა – თინეიჯერის, რომელიც მალიბუში ცხოვრობდა, დღისით ჩვეულებრივი მოსწავლე იყო, ღამით კი – ანონიმური პოპვარსკვლავი.

ჰანა მონტანას სახელით საირუსი Billboard Hot 100-ში 20 სიმღერით მოხვდა. მათ შორის ყველაზე წარმატებული იყო He Could Be the One, რომელიც 2009 წელს ტოპ ათეულში შევიდა. შოუს თემატური სიმღერა – The Best of Both Worlds 2006 წელს ჩარტებში 92-ე ადგილზე მოხვდა.

ჰანა მონტანას სახელით მაილიმ სამჯერ დაიკავა Billboard 200-ის პირველი ადგილი ალბომებით: Hannah Montana, Hannah Montana 2 / Meet Miley Cyrus და Hannah Montana: The Movie Soundtracks.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სამუელ ელ ჯექსონის თქმით, არ იცოდა კენდრიკ ლამარის Super Bowl-ის შოუს მნიშვნელობა მანამ, სანამ გენერალურ რეპეტიციას არ დაესწრო

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარის GNX-მა 2025 წლის BET Awards-ზე წლის ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი