როგორ იქმნებოდა Sevdaliza-ს კლიპი საქართველოში

HEROINA-ს პრემიერის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კლიპის რამდენიმე სცენა საქართველოშია გადაღებული.
Sevdaliza – Heroina
Radioaktive Shelter

2025 წლის მაისში ირანული წარმოშობის ნიდერლანდელმა არტისტმა Sevdaliza-მ სიმღერა HEROINA-ზე გადაღებული ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა. Sevdaliza-მ ტრეკის შექმნისას არგენტინელ მუსიკოს La joaqui-სთან ითანამშრომლა.

HEROINA-ს პრემიერის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კლიპის რამდენიმე სცენა საქართველოშია გადაღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოს კრედიტებში არაერთი ქართველი პროფესიონალია ნახსენები, რომლებიც  HEROINA-ს ვიდეოს შექმნაში მონაწილეობდნენ. მათ შორის არის კომპანია Radioactive Shelter, რომლის  თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი წარმოშობით ქართველი ალბერტ ზურაშვილია. 

შემოქმედებით პროცესზე მეტი დეტალის გასაგებად Billboard ალბერტ ზურაშვილს ესაუბრა:

”ჩვენ სრულად ვაწარმოეთ Heroina-ს გადაღებები თბილისში. პროექტს შესანიშნავი შემოქმედებითი გუნდი ხელმძღვანელობდა: რეჟისორი ტანუ მუნიო, ოპერატორი – ნიკიტა კუზმენკო, ვიზუალურ-კრეატიული მიმართულება – ჰელენ გადჯილოვა. ადგილობრივი გუნდიდან აღსანიშნავია კომპანია Slow Pulse-ის ჩართულობა, ასევე კოსტიუმების დიზაინერის, კატო გელაშვილის ნამუშევარი. ვიდეოს პროდიუსერი იყო ესპანური კომპანია DRAMA, ხოლო საქართველოში სერვის-პროდიუსერი – shelter.film.  უკრაინულმა და ქართულმა გუნდებმა პროექტზე ერთად იმუშავეს. გვიხარია, რომ მთელი ეს პროცესი ასე კრეატიულად წარიმართა.”

Radioaktive Shelter

Heroina თამამი და პროვოკაციული ვიდეოა, სადაც არაერთ საკვანძო ვიზუალსა და სიმბოლიკას ვხვდებით. როგორც ალბერტ ზურაშვილი განმარტავს, კონცეფციიდან გამომდინარე,  ვიდეოს გადაღებებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შემოქმედებით პროცესში ჩართული ყველა დეპარტამენტის მკაცრი სინქრონიზაცია. 

“განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ე.წ. არტ დაირექშენის – ჰელენ გადჯილოვასა და Slowpulse-ის გუნდის შთამბეჭდავი თანამშრომლობა, რომლებმაც ურთულესი ხედვა დიდი სიზუსტით ასახეს. ეს იყო ერთ-ერთი ისეთი პროექტი, სადაც ყველა დეტალი შეთანხმებული უნდა ყოფილიყო. საბედნიეროდ, გუნდის წევრებს ერთმანეთისადმი დიდი ნდობა და საერთო დინამიკა გვქონდა. საქართველომ ყველაფერი მოგვცა, რაც გვჭირდებოდა: ველური ლანდშაფტები, სრული შემოქმედებითი თავისუფლება და მოქნილი სამუშაო გარემო შემოქმედებითი რესურსით. ძალიან იშვიათია ადგილი, სადაც ამ მასშტაბის კინემატოგრაფიული იდეის განხორციელება არტისტის ხედვიდან გადახვევის გარეშეა შესაძლებელი. ტანუ მუნიომ ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა, როცა Sevdaliza ჩვენთან მოიყვანა – ის სანდო გუნდის ხელში აღმოჩნდა. ნამდვილად გვიხარია, რომ ყველაფერი ასე მოხდა,” – გვიყვება ალბერტ ზურაშვილი. 

Radioaktive Shelter

კლიპის კონცეფციისათვის და ვიზუალური ეფექტისთვის კონკრეტულ ლოკაციებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. Heroina-ზე მუშაობისას ეს ადგილები ემოციური და ვიზუალური დატვირთვის მიხედვით შეირჩა. 

“ზოგი ლოკაცია ბუნებრივად უხეში იყო, ზოგიც გამორჩეულად სტილისტური და სიურრეალისტური. ისინი ერთად ქმნიან Heroina-ს აბსტრაქტულ სამყაროს. საინტერესოა ისიც, რომ კადრებში საქართველო პირდაპირ არ იკითხება, მაგრამ მისი ენერგია, ტექსტურა და განწყობა კარგად იგრძნობა,” – ამბობს ალბერტ ზურაშვილი Billboard-თან ინტერვიუში. 

როგორც Radioactive Shelter-ისა და shelter.film-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, Sevdaliza პროექტში თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული – ვიზუალებს ტანუ მუნიოსთან და ჰელენ გადჯილოვასთან ერთად თავადვე აყალიბებდა. ამ მიდგომით Heroina-ს თითოეული კადრი გააზრებული იყო. შედეგად, პროექტი წარმატებული ვიზუალური ნამუშევარი აღმოჩნდა, რომელიც იდეალურ სინთეზს ქმნის მუსიკასთან. 

Radioaktive Shelter

პრემიერის შემდეგ კლიპმა არაერთი მიმომხილველისა და ბლოგერის ყურადღება მიიპყრო. ალბერტ ზურაშვილის თქმით, არტისტის უკუკავშირი პოზიტიური იყო: 

“ისიც და მთელი მისი გუნდიც კმაყოფილი დარჩა შედეგით. ვამაყობთ, რომ Heroina ერთგვარ ნიმუშად იქცა – მუსიკალურ ვიდეოდ, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურ თხრობას ავითარებს, არამედ მსოფლიო რუკაზე გამოკვეთს საქართველოს, როგორც დიდი მასშტაბის შემოქმედებითი პროექტებისთვის შესაფერის ქვეყანას. ეს დიდი ნაბიჯია ჩვენი ინდუსტრიისთვის და მნიშვნელოვანი მომენტი ყველასთვის, ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა.” 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი ცაგარელის Comeback

შემდეგი სტატია

ქართველი არტისტი Creams ევროპულ ტურნეს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი