ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის და რინგო სტარის ვაჟები ერთობლივ სიმღერას გამოსცემენ

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შონ ონო ლენონმა, ჯეიმს მაკარტნიმ და ზაკ სტარკიმ საავტორო მუსიკაზე ერთად იმუშავეს
ჯეიმს მაკარტნი და ზაკ სტარკი, 2016 წლის 5 სექტემბერი, ლონდონი. ფოტო: დევიდ ბენეტი Getty Images
ჯეიმს მაკარტნი და ზაკ სტარკი, 2016 წლის 5 სექტემბერი, ლონდონი. ფოტო: დევიდ ბენეტი Getty Images

2023 წელს The Beatles-მა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ლეგენდარული ოთხეულის „გაცოცხლება“ მოახერხა და გრემის მფლობელი კომპოზიცია Now and Then გამოუშვა. ეს უკანასკნელი ბენდის ბოლო სიმღერად ითვლება. ორ წელიწადში კი ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნისა და რინგო სტარის ვაჟები: შონ ონო ლენონი, ჯეიმს მაკარტნი და ზაკ სტარკი ახალი სიმღერის გამოცემისთვის გაერთიანდნენ. 

ეს კოლაბორაცია ბენდ Mantra of the Cosmos-ის მოახლოებული სინგლის, Rip Off-ის მეშვეობით მოხდება, რომლის ნაწყვეტიც ზაკ სტარკიმ 15 ივნისს ინსტაგრამზე გააზიარა. Mantra of the Cosmos ახალი ჯგუფია, რომელიც  ზაკ სტარკიმ Happy Mondays-ის წევრებთან – შონ რაიდერთან, ბეზთან და  Ride-ის ენდი ბელთან ერთად შექმნა. სიმღერა Rip Off-ისთვის ვოკალს მონაცვლეობით შონ ონო ლენონი, ჯეიმს მაკარტნი და შონ რაიდერი ასრულებენ.

როგორც ზაკ სტარკიმ The Telegraph-თან საუბარში აღნიშნა, პროექტი არ წარმოადგენს The Beatles-ის ერთგვარ დაბრუნებას.

„არა, ასე არ არის. ეს Mantra of the Cosmos-ია, უბრალოდ ისინი მონაწილეობენ.“ – აღნიშნა მან, როცა საუბარი მამების ბენდთან მსგავსებას შეეხო.

შონ ონო ლენონი 1975 წელს დაიბადა, ის ჯონ ლენონის და იოკო ონოს ქორწინებიდან ერთადერთი შვილია. თავისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში შონმა ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან ლანა დელ რეი, The Lemon Twigs და Fat White Family. პოლ მაკარტნისა და ლინდა მაკარტნის შვილი ჯეიმსი 1977 წელს დაიბადა. ის სოლო კარიერას გაჰყვა, 2024 წელს კი შონთან ერთად სიმღერა Primrose Hill გამოსცა.

ჯეიმს მაკარტნიმ 2012 წელს BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ თავდაპირველად ჯგუფის შექმნის იდეა შონთან, დჰანი ჰარისონთან და ზაკ სტარკისთან ერთად „განიხილებოდა“. ახალი პროექტი კი პირველი შემთხვევაა, როცა The Beatles-ის წევრების შვილები ერთობლივ საავტორო მუსიკაზე მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ზაკ სტარკიმ ნოელ გალაგერთან სინგლ Domino Bones-ზე ითანამშრომლა. ნოელმა აღნიშნა, რომ სიმღერის შექმნა ბობ დილანმა, სალვადორ დალიმ და ალენ გინსბერგმა შთააგონეს.

ბოლო ხანებში ზაკ სტარკი ბენდ The Who-ს დრამერი იყო, თუმცა ის ჯგუფიდან ორჯერ დაითხოვეს. ზაკმა ასევე უარი განაცხადა Oasis-ის განახლებულ ბენდში დაბრუნებაზე, სადაც იგი 2004-2008 წლებში დრამზე უკრავდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნიკ კეივმა მორისის სიმღერაში ანტივოუკ ტექსტის შესრულებაზე უარი თქვა

შემდეგი სტატია

Cardi B Brian Ziff

Cardi B ახალი სინგლით – Outside-ით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი