Trampoline Man – ანამარია ბურდულის და ანუკა ყიფშიძის ახალი კოლაბორაცია

სიმღერის მელოდია და პროდიუსინგი ანუკა ყიფშიძეს ეკუთვნის, ტექსტი და ვოკალი კი – ანამარია ბურდულს.
ანუკა ყიფშიძე და ანამარია ბურდული.
ფოტო: გიორგი შიოშვილი
კოსტიუმების დიზაინი: TAMASA

არტისტებმა ანუკა ყიფშიძემ და ანამარია ბურდულმა (სცენური სახელით Anman) ერთობლივი მუსიკალური ტრეკი Trampoline Man და მასზე გადაღებული ვიდეო წარადგინეს. ეს ნამუშევარი არტისტების პირველი მუსიკალური კოლაბორაცია არ არის. ორი წლის წინ მათ ფესტივალ Open Air-ის პროექტ Newcomers-ში მიიღეს მონაწილეობა ერთობლივი პროექტით Anuka in AnmanLand, რომლისთვისაც რამდენიმე ახალი ტრეკი დაიწერა.

სიმღერის მელოდია და პროდიუსინგი ანუკა ყიფშიძეს ეკუთვნის, ტექსტი და ვოკალი კი – ანამარია ბურდულს. ტრეკის მიქსინგსა და მასტერინგზე ცოტნე ტაბატაძემ იმუშავა.

Trampoline Man-ის კონცეფციისა და მასზე მუშაობის პროცესის შესახებ Billboard Georgia არტისტებს ესაუბრა.

ანუკა ყიფშიძე:

„ეს კონკრეტული მუსიკაც, სხვა ტრეკების მსგავსად, თავისით მოვიდა. ბევრი არ მიფიქრია, მუშაობის პროცესმა თავისთავად მომცა მიმართულება და საბოლოოდ ასე გამოვიდა. ვინც ჩემი მუსიკა იცის და ერთხელ მაინც მოუსმენია, ეს ნამუშევარიც ისე რომ მოისმინოს, არ იცოდეს ავტორი ვინ არის, მაინც მიხვდება, რომ ჩემი გაკეთებულია. ჟღერადობები ისევ ის არის, რაც მე მიყვარს და მიტაცებს.“

ანამარია ბურდული:

„ორი წლის განმავლობაში ვიღაც ტელეფონზე მირეკავდა და ირლანდიური აქცენტით მეუბნებოდა, რომ ბატუტების კომპანიიდან მიკავშირდებოდა. პირველი ზარის დროს ვიფიქრე, ფასდაკლებით ბატუტს შევიძენდი და დიალოგში ჩავერთე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ვიღაც მეხუმრებოდა. ხან ვინ მეგონა, ხან ვინ. ერთ საღამოს, როცა ყველა „ეჭვმიტანილი” მეგობარი ერთ ოთახში ვიყავით, ტელეფონმა ისევ დარეკა. ამის შემდეგ ჩვენს სამეგობროში ყველა გაურკვევლობა Trampoline Man-ს ბრალდებოდა. სიმღერაშიც, ყველანაირი გაურკვევლობა ამ გმირს აკისრია და პასუხიც მას მოეთხოვება. კომპოზიციაში ის აზრია ჩადებული, თუ როგორ ვაბრალებთ უბედურებას ხან კარმას, ხან ეშმაკს და ასე შემდეგ. ტეილორ სვიფტი თავის სიმღერაში ამბობს: Karma is my boyfriend, აქ კი ისმის, If karma was real, Putin would be burning in hell. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ შემხვდა ჩემი სამსახიობო სკოლის კლასელი, რომელმაც მითხრა, რომ ის მირეკავდა „ბატუტის კომპანიიდან”. აღმოჩნდა, რომ მაშინ როლისთვის ირლანდიურ აქცენტში ვარჯიშობდა და ერთ ღამეს რამდენიმე მეგობარს ასე გაეხუმრა. თითქმის ყველამ გაუთიშა ტელეფონი, ჩემს შემთხვევაში კი მუზად იქცა.“

Trampoline Man – Anman, Anuka Kipshidze 

ანუკა და ანამარია ტრეკის ჟანრობრივი მიმართულების შეფასებისას აღნიშნავენ, რომ Trampoline Man, შესაძლოა, ელექტრო ჰაიპერ-პოპად მივიჩნიოთ. ნამუშევარში რეპის ელემენტებსაც ვხვდებით, რის გამოც ის გარკვეულწილად ალტერნატიულ ჰიპ-ჰოპთანაც იკვეთება.

„ანუკა თავისით აწყობს ძალიან ორიგინალურ მელოდიებს და ბითებს. მათზე რეპისა და სიმღერის მორგება რთული გამოწვევაა, მაგრამ, მგონი, გამოვიდა. ეს და ჩვენი წინა სინგლი Vanilla ჩემი ლაივ რეპერტუარის მთავარი ნაწილი გახდა. ამ ტრეკზე მუშაობისას ანუკას გაკეთებულ კომპოზიციებს ვუსმენდი და დიდხანს ვამუშავებდი სხვადასხვა იდეას. ხშირად დისტანციურად ვცვლიდით მასალას და საბოლოოდ ტრეკი ასე დავამთავრეთ”. – ანამარია ბურდული. 

რაც შეეხება მუსიკალურ ვიდეოს, კლიპის მთავარი კადრი თამა კვანტალიანის სკულპტურული ინსტალაციით აეწყო.

„თამას ინსტალაციაში სანდრო ტონინიძემ გადამიღო. ეს არის კლიპის მთავარი კადრი. სანდროს კამერით თამაშის უნარი აქვს და ყველაფერი გააკეთა საინტერესო კადრის დასაჭერად. დანარჩენი მე თვითონ გადავიღე ანუკას და ჩვენი სხვა მეგობრების მონაწილეობით. ვიდეოს მონტაჟიც მე მეკუთვნის,” – ამბობს ანამარია. 

Trampoline Man – Anman, Anuka Kipshidze 

ანუკა ყიფშიძე და ანამარია ბურდული ერთობლივად მუშაობის პროცესს იხსენებენ და აღნიშნავენ, რომ განსხვავებული ბექგრაუნდისა და შემოქმედებითი მიდგომების დამსახურებით, ეს პროექტი ორივესთვის საინტერესო გამოცდილებად იქცა. ანამარიას თეატრალური ბექგრაუნდის გამო, პერფორმანსი და დრამა წამყვანია, ხოლო ანუკა ყიფშიძე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საუნდ დიზაინის დეტალებს.

ანამარია ბურდული:

„საუნდში ანუკაც მაქსიმალისტია და მომწონს, როგორი ცოცხალი სტილი აქვს, რასაც სიმშვიდის ფონი გასდევს.”

ანუკა ყიფშიძე: 

„ანამარიასთან მუშაობა მარტივი არ არის – უყვარს თავისი აზრის დაფიქსირება, რაც მომწონს, რადგან მეც ასეთი ვარ. ამიტომ ხშირად ვკამათობდით რაღაც იდეებზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივდიოდით ერთ გადაწყვეტილებამდე. ასე გავაკეთეთ ორი ერთობლივი ტრეკი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი და გამორჩეულია იმ ისტორიებით, რაც ანამარიასთან მაკავშირებს და რაც მას აქვს ტექსტის სახით მოყოლილი. ანამარია მრავალფეროვანი ადამიანია – მხოლოდ მუსიკას და ტექსტს არ ქმნის, ყველაფერს მოიცავს. თავისებური სტილი და შეხედულებები აქვს, რასაც მე დიდ პატივს ვცემ. ამიტომ, სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა, თუ ერთმანეთს არ გავითვალისწინებდით. საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვარ.“ 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ultramarine – Bedford Falls ახალ სიმღერას აზიარებს

შემდეგი სტატია

ნიკ კეივმა მორისის სიმღერაში ანტივოუკ ტექსტის შესრულებაზე უარი თქვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი