გარდაიცვალა დადა დადიანი

დადა დადიანი, ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ქართულ მუსიკალურ სცენაზე დადა დადიანი 80-იან წლებში გამოჩნდა. მან შექმნა ჯგუფი „ტაქსი”, რომლის ფარგლებშიც 1988 წელს ჯგუფის სადებიუტო და ერთადერთი ალბომი გამოიცა. 1992 წელს დადიანი ქმნის ახალ პროექტს „საბავშვო მედიცინა”, რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი ჩარკვიანი და ჯგუფ „რეცეპტის” ბასისტი კახა გუგუშვილი.  

1993 წელს მუსიკოსმა საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. წასვლამდე მან ჩაწერა პროექტი Georgian Dance Empire ბიბი კვაჭაძესთან, სერგი გვარჯალაძესთან, გოგი ჭილაშვილთან, კახა გუგუშვილთან და ხათუნა მანაგაძესთან ერთად. ექსპერიმენტული და ინოვაციური პროექტი ქართულ ფოლკლორსა და დასავლურ მუსიკას აერთიანებს.

დადა დადიანი საქართველოში 2020 წელს დაბრუნდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

HANA

Billboard Georgia Presents: New Gen – HANA from Japan

შემდეგი სტატია

Marttein Pics: Tute Delacroix

Billboard Georgia Presents: New Gen – Argentina

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი