რატომ მოხვდა Coldplay-ს სიმღერა Billboard Hot 100-ში გამოშვებიდან 25 წლის შემდეგ

Sparks, რომელიც 2000 წელს გამოვიდა, ჩარტის 93-ე ადგილზეა.
Coldplay Anna Lee
Coldplay
Anna Lee

ვერასდროს განსაზღვრავ, როდის რომელი ძველი სიმღერა ამოტივტივდება და ახალ სიცოცხლეს დაიწყებს. ხანდახან ამას ცხადი მიზეზი აქვს, მაგალითად, მისი ფილმსა თუ სატელევიზიო შოუში გამოყენება, როგორც ეს მოხდა კეიტ ბუშის Running Up That Hill (A Deal With God)-ის შემთხვევაში, რომელიც Stranger Things-ის მეოთხე სეზონში გაჟღერდა, ან თუნდაც „ნირვანას” Something in the Way, რომელიც „ბეტმენის” გამოსვლის შემდეგ ხელახლა გაცოცხლდა.

სხვა შემთხვევებში ძველი სიმღერის ამოტივტივება შედარებით მოულოდნელია, მაგალითად, როცა Fleetwood Mac-ის Dreams ან Fetty Wap-ის Again დაბრუნდნენ Billboard Hot 100-ში ისეთი აპლიკაციების დახმარებით, როგორიცაა „ტიკტოკი”.

ბოლო ასეთი მაგალითი კი Coldplay-ს 25 წლის წინანდელი სიმღერა Sparks-ია.

სიმღერა 2000 წელს გამოვიდა ბენდის სადებიუტო ალბომში Parachutes. 25 წლის შემდეგ კი პირველად მოხვდა Hot 100-ში (93-ე ადგილზე). მის მიმართ ინტერესი კი მას შემდეგ განახლდა, რაც ის ბოლო დროს „ტიკტოკზე” გატრენდდა. ამას დაემატა გაზრდილი სტრიმები Coldplay-ს ლას-ვეგასის 6 და 7 ივნისის შოუების შემდეგ.  

შოუები ემთხვევა ბენდის სოლისტის, კრის მარტინის დაშორებას ხანგრძლივ პარტნიორ დაკოტა ჯონსონთან. „ტიკტოკის” ერთ-ერთ პოპულარულ ვიდეოში, სადაც ბენდი Sparks-ს ასრულებს, მარტინი ძალიან ემოციური ჩანს შემდეგი ფრაზის შესრულებისას: And I know I was wrong/ But I won’t let you down. ამ მომენტმა ფანებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მას შემდეგ სიმღერა „ტიკტოკის” 500 000-ზე მეტი ვიდეოს საუნდტრეკი გახდა. 

@diana2rad_ Homie is heartbroken 😭💔 #coldplaylasvegas #alliegantstadium #coldplayconcert #sparkscoldplay #chrisanddakota #dakotajohnson #chrismartin #chrismartincoldplay #coldplayconcert #coldplayjune6 #fypシ #foryoupage #foryoupage❤️❤️ #coldplaylasvegas2025 #alligantstadiumcoldplay #chrismartinanddakotajohnson #fyp #coldplaysparks ♬ I know I was wrong – Diana🌙

გთავაზობთ სიმღერის აშშ-ის სტრიმების რაოდენობას კვირების მიხედვით:

  • 23-29 მაისი: 3 მილიონი
  • 30 მაისი-11 ივნისი: 3.2 მილიონი ( 5%-იანი ზრდა)
  • 6-12 ივნისი: 4.8 მილიონი (48%-იანი ზრდა)
  • 13-19 ივნისი: 5.7 მილიონი (18.5%-იანი ზრდა)

მიუხედავად იმისა, რომ Sparks არასდროს გამოსულა სინგლის სახით, ის დიდხანს იყო ფანების საყვარელი სიმღერა და ბენდის კონცერტების განუყოფელი ნაწილი. 2005 წელს სიმღერას მცირე აღმასვლა ჰქონდა მას შემდეგ, რაც ფილმ Wedding Crashers-ში გაჟღერდა. 2020 წელს კი Billboard-ის სარედაქციო გუნდმა ის 2000 წლის ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერად დაასახელა.

Sparks-ის დამსახურებით სარგებელი ნახა თავად ალბომმაც. Parachutes კიდევ ერთხელ მოხვდა Billboard 200-ში (169-ე ადგილზე). თავდაპირველად ალბომი ჩარტში 2001 წელს 51-ე ადგილით შევიდა, ბოლოს კი 2016 წელს მოხვდა. 

Sparks-მა Coldplay-ს Hot 100-ში ჯამში 27-ე შესვლა მოუტანა. ბოლოს ბენდი ჩარტში 2024 წლის ოქტომბერში შევიდა სიმღერით We Pray.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

CBS-ის შოუს THE ROAD-ის მონაწილეები - ფოტო: ევან მულინგი / CBS

გაიცანით 12 არტისტი, რომლებიც კით ურბანის შოუების გახსნაზე და CBS-ის ახალ რეალითი შოუ The Road-ში იმღერებენ

შემდეგი სტატია

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, BLACKPINK-მა ფანებს ჯგუფის ერთობლივი ფოტო წარუდგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი