კეტი პერიმ ავსტრალიაში ჩატარებული კონცერტის დასასრულს აუდიტორიას ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვებით მიმართა

„მადლობა, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით ხართ,“ – უთხრა მომღერალმა თაყვანისმცემლებს.
კეტი პერი The Lifetimes -ის ტურნეს ფარგლებში, 2025 წლის 23 აპრილი, მექსიკა. ფოტო: თეო ვარგო /Getty Images for Katy Perry
კეტი პერი The Lifetimes -ის ტურნეს ფარგლებში, 2025 წლის 23 აპრილი, მექსიკა.
ფოტო: თეო ვარგო /Getty Images for Katy Perry

30 ივნისს ავსტრალიაში ჩატარებული ტურნეს დასკვნით კონცერტზე კეტი პერიმ აუდიტორიას ემოციური სიტყვებით მიმართა და ცრემლები ვერ შეიკავა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე ის მსახიობ ორლანდო ბლუმს დაშორდა. წყვილს ცხრაწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.

ვიდეოში, რომელიც კონცერტიდან გავრცელდა, კეტი პერი გულშემატკივრებისადმი მადლიერების გამოსახატად ხელებით გულს გამოსახავს:  „მადლობა მუდამ ჩემ გვერდით ყოფნისთვის, ავსტრალია. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.” – ამბობს თვალცრემლიანი კეტი პერი.  

ადელაიდში ჩატარებული კონცერტი კეტი პერის ავსტრალიაში გამართული კონცერტების სერიის დასკვნითი საღამო იყო. მანამდე კი არტისტს კონცერტები სიდნეიში, მელბურნში, ბრიზენბესა და პერფში ჰქონდა.

26 ივნისს გამოცემა People-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კეტი პერი და ორლანდო ბლუმი თითქმის ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. წყვილი 2019 წელს დაინიშნა, 2020-ში კი ქალიშვილი დეიზი შეეძინათ.

პერისა და ბლუმის განშორების შესახებ ჭორები რამდენიმე კვირაა, ვრცელდება, თუმცა მაისის ბოლოს  Lifetimes-ის ტურნეს კონცერტზე მომხდარმა ერთმა ეპიზოდმა განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ნევადაში გამოსვლისას კეტი პერიმ ხუმრობით მიმართა გულშემატკივარს: ,,თუკი ჩემი კაცისთვის მესიჯების წერა არ შეგიწყვეტია, დაგბლოკავ. სერიოზულად ვამბობ. გირჩევ, სხვა მხარეს გაიხედო, მე მისი მეუღლე ვარ.” 

კეტი პერის ტურნე ჩრდლოეთ ამერიკაში 10 ივლისს დენვერში გაგრძელდება. ამის შემდეგ კი მომღერალი ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში გადაინაცვლებს. საბოლოოდ ტურნე 7 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბარბრა სტრეიზანდი - 2018 წლის 10 ივნისი რალეის სტუდია, ლოს ანჯელესი ფოტო: ჯეისონ მერიტი/GI for Netflix

ბარბრა სტრეიზანდის სიმღერა One Heart, One Voice მერაია ქერისა და არიანა გრანდეს მონაწილეობით

შემდეგი სტატია

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – Nemzzz (დიდი ბრიტანეთი) 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი