ბარბრა სტრეიზანდის სიმღერა One Heart, One Voice მერაია ქერისა და არიანა გრანდეს მონაწილეობით

საოცარი ტრიო ბარბრა სტრეიზანდის ახალ ალბომ The Secret of Life: Partners, Volume Two-ში ერთიანდება.
ბარბრა სტრეიზანდი - 2018 წლის 10 ივნისი რალეის სტუდია, ლოს ანჯელესი ფოტო: ჯეისონ მერიტი/GI for Netflix
ბარბრა სტრეიზანდი – 2018 წლის 10 ივნისი რალეის სტუდია, ლოს ანჯელესი
ფოტო: ჯეისონ მერიტი/GI for Netflix

ბარბრა სტრეიზანდმა ინსტაგრამზე  ვიდეო შემდეგი აღწერით გააზიარა: „როდესაც მერაია ქერისა და არიანა გრანდესთან ერთობლივი სიმღერის იდეა პირველად გაჩნდა, მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს აუცილებლად ქალთა გაძლიერების საკითხებზე უნდა ყოფილიყო.“

კომპოზიცია სტრეიზანდის ახლად გამოცემულ ალბომში, The Secret of Life: Partners, Volume Two-შია შესული, რომელიც Columbia Records-ის მეშვეობით გამოიცა.

„სიტყვები: ჩვენ გვაქვს სრული უფლება, არჩევანი გავაკეთოთ  – ჩემთან ძალიან ახლოსაა. ეს სიმღერა იქცა საშუალებად, რომ სამი ძლიერი ნებისყოფის მქონე ქალი ერთად შეკრებილიყო. მადლობა მერაია ქერისა და არიანა გრანდეს ამ ნიჭისა და განსაკუთრებული მომენტის გაზიარებისთვის.” – აღნიშნავს პოსტში ბარბრა სტეიზანდი.

მერაია ქერისთვის, რომელიც ხშირად ასახელებდა ბარბრა სტრეიზანდს, როგორც მისი შთაგონების წყაროს, ეს გამოცდილება ემოციური აღმოჩნდა. „ბავშვობიდან მიყვარდა ბარბრა, ამიტომ, როცა შესაძლებლობა მომეცა, მასთან ერთად მემუშავა სიმღერაზე One Heart, One Voice, ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო.“

არიანა გრანდესთვის კი ორივე არტისტი ბავშვობიდან სათაყვანებელი იყო: “ბარბრა, პირდაპირი გაგებით, მუდამ ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. მახსოვს მის კონცერტზე პირველად დედასთან ერთად ვიყავი, როგორღაც, კონცერტის DVD ჩანაწერშიც აღმოვჩნდი.” 

სამივე არტისტი სიმღერას მორიგეობით ასრულებს, რაც ერთმანეთში სინთეზირდება. One Heart, One Voice  ერთიანობისა და გამძლეობის ბალადაა, რომელიც პოპის ისტორიის მოყვარულთათვის ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, სადაც ექვსი ათწლეულის სამი ლეგენდარული მომღერალი ერთიანდება. 

The Secret of Life: Partners, Volume Two ბარბრა სტრეიზანდის 2014 წლის ალბომის, Partners-ის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც გამოსვლისთანავე Billboard 200-ის პირველ ადგილზე მოხვდა. ალბომი აერთიანებს დუეტებს ისეთ მომღერლებთან, როგორებიც არიან: სიტივი უანდერი, ჯონ ლეჯენდი და ბლეიკ შელტონი. ახალი ალბომი სწორედ ამ მიმართულებას აგრძელებს და მოიცავს დუეტებს პოლ მაკარტნისთან, ჯოშ გრობანთან, ჰოზიერთან და სხვა შემსრულებლებთან.

აღსანიშნავია, რომ ბარბრა სტრეიზანდი შოუბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი არტისტია. იგი Billboard 200-ში 11-ჯერ მოხვდა პირველ ადგილზე, რაც ქალ შემსრულებელთა შორის რეკორდული მაჩვენებელია. მას ასევე მიღებული აქვს ათი გრემი, ორი ოსკარი, ხუთი ემი და სხვა უამრავი ჯილდო. რაც შეეხება მერაია ქერის, იგი Billboard Hot 100-ის ისტორიაში სოლო არტისტებში ყველაზე მეტი N1 სინგლის მფლობელია (19), თავისთავად, არიანა გრანდეც არ ჩამორჩება ამ მიღწევებს: მისი ექვსი ჰიტი ჩარტების სათავეში N1 ადგილს იკავებს, თავად არიანა კი  მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად მოსმენად არტისტად ითვლება. 

სიმღერა One Heart, One Voice სამივე არტისტის ერთობლივი თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება

შემდეგი სტატია

კეტი პერი The Lifetimes -ის ტურნეს ფარგლებში, 2025 წლის 23 აპრილი, მექსიკა. ფოტო: თეო ვარგო /Getty Images for Katy Perry

კეტი პერიმ ავსტრალიაში ჩატარებული კონცერტის დასასრულს აუდიტორიას ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვებით მიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი

ბიონსეს საქველმოქმედო ფონდმა ინდიანას შტატს წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად მსხვილი დონაცია გამოუყო

ფედერალურმა მთავრობამ შტატში შექმნილი ვითარება ახლახან მასშტაბურ კატასტროფად შეაფასა.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და, სავარაუდოდ, სასცენო სახელის ცვლილებას აანონსებს

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მეტი

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

DillaNext ზურა ჯიშკარიანის მიმდინარე მუსიკალური პროექტი და ალტერ ეგოა, რომელიც არტისტის შემოქმედებითი ძიებების ახალ ეტაპს ასახავს.
მეტი