Parasite-მა ორი ახალი სინგლით EP-ის გამოცემა დააანონსა

ბენდის ახალი EP სექტემბერში გამოვა. მანამდე კი Parasite-მა პროექტში შესული ორი სინგლი – Clickbait და Green Sand Blues გამოაქვეყნა.
Parasite
Parasite

Parasite 2021 წელს თბილისში ჩამოყალიბდა და სადებიუტო სტუდიური ლაივ ჩანაწერი Mountain Tales გამოსცა, სადაც ჯგუფის ავთენტური მუსიკა და ინსტრუმენტული თავისუფლება ნათლად არის წარმოჩენილი. 

Parasite-ის შემადგელობაში არიან: ბექა მინაძე – ვოკალი, გიტარა,  სანდრო კიკნაძე – ბას-გიტარა და ლუკა ბოკუჩავა – დრამი და პერკუსია.

პირველი წარმატებული ნაბიჯების შემდეგ Parasite-მა მუსიკალური მოღვაწეობა პოლონეთში განაგრძო, სადაც მეორე სტუდიური ლაივ ჩანაწერი Pollychronion გამოუშვა და პოლონეთში რამდენიმე ლაივ კონცერტიც გამართა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჯგუფმა მცირე შემოქმედებითი პაუზა აიღო, თუმცა მალევე სრულიად განსხვავებული ჟღერადობის მქონე EP, სახელწოდებით All The Mess გამოსცა.

ბენდი Parasite ამჟამად ახალ EP-ზე მუშაობს. ბექა მინაძის თქმით, ჯგუფმა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ხუთი ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელთა გამოშვებაც სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ახალხან მათ EP-ში შესული ორი სინგლი: Clickbait და Green Sand Blues გამოსცეს, რომლებიც Youtube-სა და Spotify-ზე უკვე ხელმისაწვდომია:

ბექა მინაძე  Parasite-ის ვოკალისტი და გიტარისტი:

„EP-ზე მუშაობის პროცესი საკმაოდ ბუნებრივი და სასიამოვნო იყო. პაუზის შემდეგ დაგროვილმა ენერგიამ პირველ სამ რეპეტიციაზევე საკმაოდ ბევრი კარგი მასალა მოგვცა. პროცესი მთლიანად ინსტინქტური და თავისუფალი იყო. რეპეტიციის დროს ადგილზევე გაჟღერებულმა იმპროვიზირებულმა თემებმა მუსიკალური და სტრუქტურული მიმართულება მოგვცა, დავიწყეთ მათზე მუშაობა და ბოლომდე მიყვანა. მუსიკა მთლიანად ჯგუფის სამივე წევრის დაწერილია. ხუთივე სიმღერა „სანო სტუდიაში” ჩავწერეთ  და როგორც პროდუსერები, ასევე ხმის ჩამწერი ინჟინრებიც ჩვენვე ვართ. ბევრი საინტერესო ექსპერიმენტის ხარჯზე მივედით შედეგამდე, რომელიც სამივეს მოგვწონს. 

EP-ში შესული სიმღერები უმეტესად ინტენსიური და დატვირთულია, თუმცა გვაქვს შედარებით მსუბუქი და ნატურალური ჟღერადობის მქონე სიმღერა Green Sand Blues, რომელიც ტექსტითაც და მუსიკითაც ესთეტიკური და რომანტიკულია.

სიმღერა Clickbait Parasite-ის ახალ EP-ში აგრესიული და ინტენსიური ჟღერადობითა და ტექსტით გამოირჩევა. სინგლი, როგორც თავად ბენდის ვოკალისტი განმარტავს, ერთგვარი მუსიკალური პროტესტია დღევანდელ მარკეტინგულ რეალობასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ნებისმიერ შემოქმედს თან სდევს საკუთარი ნამუშევრის წარმოსაჩენად.

„რაც შეეხება Clickbait-ს, ჟღერადობითაც და ტექსტის მხრივაც ბევრად უფრო ინტენსიური და აგრესიულია. ეს ტრეკი შთაგონებულია პროტესტით დღევანდელ რეალობაში არსებული მარკეტინგული შტამპებისადმი, რომელთა გარეშეც ნებისმიერ ხელოვანს უჭირს საკუთარი მუსიკის წარდგენა მსმენელისთვის. პრობლემა ეხება სოციალური ქსელებისა და პრომოუშენ პლატფორმების ზეწოლას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ შემოქმედმა შეამციროს კონტენტის ზომა, წონა და გაამარტივოს პროდუქტი, რადგან კონცენტრაციის დრო ადამიანში ნელ-ნელა უფრო მცირდება ე.წ. Reel-ის ტიპის ინსტრუმენტების შემოღებით, რომლებიც დღეს  მთავარი გზაა ნამუშევრის აუდიტორიამდე მისატანად. ასეთ პირობებში კი კონცეპტუალური ნამუშევრის წარდგენა უფრო რთულდება. ამასთან ერთად, სხვა მრავალ უნართან ერთად ჩნდება კონტენტ კრეატორის უნარების ქონისა და ტენდენციებზე მორგების აუცილებლობა. სახელწოდებაც ამ პრობლემას ეხმაურება.” 

ახალი EP სექტემბერში გამოვა, მანამდე კი მოისმინეთ სინგლები: Clickbait და Green Sand Blues.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რვაწლიანი დისტანციური მეგობრობის შემდეგ დუეინ ჯონსონი და Jelly Roll, როგორც იქნა, ერთმანეთს პირადად შეხვდნენ: ნახეთ ვიდეო

შემდეგი სტატია

50 Cent შონ კომბსის ვერდიქტს ეხმაურება: „ის ცუდი კაცია”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი