50 Cent შონ კომბსის ვერდიქტს ეხმაურება: „ის ცუდი კაცია”

სასამართლომ შონ კომბსი დამნაშავედ ცნო პროსტიტუციაში, თუმცა სხვა უფრო მძიმე ბრალდებებში გაამართლა.
50 Cent
Alexander Tamargo/Getty Images for Best Buddies International

50 Cent არასდროს ერიდებოდა Diddy-ს კრიტიკას მას შემდეგ, რაც მას სექსტრეფიკინგისა და რეკეტის ბრალდებები წაუყენეს. ამჯერად კი რეპერი შონ კომბსის ვერდიქტს ეხმაურება.

„Diddy მოერია RICO-ს (კანონი რეკეტისა და კორუფციული ორგანიზაციების შესახებ), ის ცუდი კაცია,” – დაწერა რეპერმა ინსტაგრამზე. „ის გეი ჯონ გოტია.”

ჯონ გოტი ნიუ-იორკის განგსტერი იყო, რომელიც გამბინოს დანაშაულებრივ ოჯახს მეთაურობდა. ის 1990 წელს რეკეტის რამდენიმე საქმეზე დააპატიმრეს და 2002 წელს გარდაიცვალა. 

ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ Diddy დამნაშავედ ცნო არალეგალურ პროსტიტუციაში, თუმცა რეპერმა თავი დააღწია სხვა უფრო მძიმე ბრალდებებს – სექსტრეფიკინგი და რეკეტი – რომელთა დამტკიცების შემთხვევაშიც სასჯელი ბევრად დიდი (15 წლიდან უვადო პატიმრობა) იქნებოდა. 

Diddy 2024 წელს დააპატიმრეს და მას შემდეგ რამდენჯერმე ეთქვა უარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე. ახლა კი რეპერის ადვოკატი ითხოვს, რომ კომბსმა დაუყოვნებლივ დატოვოს საპატიმრო.

50 Cent-ის პოსტს Diddy-ს ფანებიც გამოეხმაურნენ. „ვიცი, რომ ცოტა ნაწყენი ხარ,” „ეს 50 Cent-ის ყველაზე ცუდი დილაა!” – ვკითხულობთ კომენტარებში.

კომბსი ახლა განაჩენის გამოცხადებას ელოდება, რომელიც 0-დან 20 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. 

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კომბსის პოტენციური შეწყალების განხილვისას ის ფაქტებს დაეყრდნობოდა. 50 Cent კი ამბობდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა პრეზიდენტს გაეგო, რაც Diddy-ს მასზე ჰქონდა ნალაპარაკები. 

„Diddy-ს ძალიან ცუდი რაღაცები აქვს ნალაპარაკები ტრამპზე. ეს არ არის ნორმალური. აუცილებლად მივაღწევ ტრამპამდე, რათა გაიგოს, თუ რას ვფიქრობ ამ ადამიანზე,” – დაწერა 50 Cent-მა ინსტაგრამის უკვე წაშლილ პოსტში. „დონალდი უპატივცემულობას არ მიიღებს. ის არასდროს ივიწყებს, თუ ვინ აირჩია მის წინააღმდეგ დგომა. დაუღალავად შრომისას, რომ ამერიკა ისევ დიდებული გახდეს, ყურადღების სხვა რაღაცებზე გადატანის დრო არ არის. მან უნდა განიხილოს შეწყალება ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ და არა პაფ დედის შემთხვევაში.”

კომბსის 8-კვირიანი სასამართლო პროცესი ოთხშაბათს დასასრულს მიუახლოვდა. ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ მის საქმეზე შერეული ვერდიქტი გამოიტანა. ახლა კი ყველა მოსამართლე სუბრამანიანის განაჩენს ელოდება, გათავისუფლდება თუ არა Diddy საპატიმროდან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Parasite

Parasite-მა ორი ახალი სინგლით EP-ის გამოცემა დააანონსა

შემდეგი სტატია

Diddy-ს ოჯახის წევრები და მეგობრები სასამართლო შენობას მას შემდეგ ტოვებენ, რაც ნიუ-იორკში ნაფიცმა მსაჯლებმა ხუთი ბრალდებიდან Diddy მხოლოდ ორი მუხლით სცნეს დამნაშავედ. 2025 წლის 2 ივლისი ფოტო: სელჩუკ აკარი / Anadolu via Getty Images.

Diddy-ს შვილი კინგ კომბსი მამის სასამართლო ვერდიქტს ეხმიანება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი