ბრიტნი სპირსს „პატარა ლამაზი გოგონა” არ უშვილებია, როგორც ამას თავად ამტკიცებდა

პოპვარსკვლავი ორი ვაჟის, შონის და ჯეიდენის დედაა.
ბრიტნი სპირსი
Anthony Harvey/Getty Images

ბრიტნი სპირსს ბავშვი არ უშვილებია, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ამის შესახებ ინსტაგრამზე განაცხადა. 12 ივლისს გავრცელებულ პოსტში სპირსი ამტკიცებდა, რომ მან „პატარა ლამაზი გოგონა” იშვილა. 

„მისი სახელია ლენონ ლონდონ სპირსი,” – დაწერა მომღერალმა თავისი ცეკვის ვიდეოზე. „დღეს ლენონს საყვარელი კაბა აცვია!!! მასზე წერია: მე აქ ახალი ვარ!!!”

მას შემდეგ „ბილბორდმა” დაადასტურა, რომ სპირსს რეალურად ბავშვი არ უშვილებია. როგორც ჩანს, ის ამ ხნის განმავლობაში ფანებს „ტროლავდა”.  

მუსიკოსი უკვე არის ორი ვაჟის დედა. ყოფილ ქმართან, კევინ ფედერლაინთან, მას 20 წლის შონი და 18 წლის ჯეიდენი ჰყავს. პოსტამდე რამდენიმე კვირით ადრე სპირსმა სარკეში გადაღებული სელფი გამოაქვეყნა ჯეიდენთან ერთად, რომელიც ცნობილ დედას უკვე სიმაღლეში უსწრებს.

„ახლა ის 6’3-ია სიმაღლეში და მისი ხელები ძალიან დიდია,” – წერდა სპირსი ინსტაგრამზე. “კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიყო შოკში??? ეს სიგიჟეა, სასაცილოც კი არ არის!!! იღბლიანი ვარ!!! უბრალოდ გთხოვთ, ჩემს გულსაც გაუფრთხილდით!”

მიუხედავად იმისა, რომ სპირსის განცხადება, თითქოს ბავშვი იშვილა, მოულოდნელი იყო, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა მან სოციალურ მედიაში ისეთი რამ დაწერა, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა. გასულ დეკემბერს მომღერალმა გამომწერებს უთხრა, რომ „ბოროტი” პაპარაცებისგან თავის დასაღწევად საცხოვრებლად მექსიკაში გადადიოდა. თუმცა, როგორც შემდგომ The Hollywood Reporter-მა დაადასტურა, პოპვარსკვლავი რეალურად არსად წასვლას არ აპირებდა.

თვეების შემდეგ კი სპირსი კვლავ ალაპარაკდა საცხოვრებლის შეცვლაზე. გოგონას შვილად აყვანის პოსტში ის ასევე წერს. „გადავწყვიტე, იტალიაში გადავბარგდე.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

NBA-ს ვარსკვლავმა კლეი ტომპსონმა, როგორც ჩანს, დაადასტურა, რომ Megan Thee Stallion-ს ხვდება

შემდეგი სტატია

Boy George-ს სჯერა, რომ თანამედროვე LGBTQ+ იდენტობის პოლიტიკა „არავის დახმარებია”

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი