Boy George-ს სჯერა, რომ თანამედროვე LGBTQ+ იდენტობის პოლიტიკა „არავის დახმარებია”

„არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს დაეხმარა. ჩვენ არ ვართ ერთნაირები.ყველა უნიკალურია, რადგან არავინაა ზუსტად ისეთი, როგორიც სხვა,” – აღნიშნა არტისტმა.
Boy George
Rick Kern/WireImage

ცნობილი ქვიარ არტისტი ჯორჯ ალან ო’დაუდი, სასცენო სახელით Boy George, 1980-იანი წლების დასაწყისში ცნობილი გახდა თავისი ანდროგინული იმიჯით და მკვეთრი მაკიაჟით. 11 ივლისს გამოცემა The Times-თან ინტერვიუში 64 წლის ჯორჯმა თანამედროვე ქვიარ საზოგადოებაში ფესვგადგმული „იდენტობის პოლიტიკა“ გააკრიტიკა. „არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს დაეხმარა. ჩვენ არ ვართ ერთნაირები,“ – განუცხადა მან გამოცემას. „ყველა უნიკალურია, რადგან არავინაა ზუსტად ისეთი, როგორიც სხვა.“

იმ დროს, როცა ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების შეზღუდვას და ქვიარ თემის მიმართ გაზრდილია ყურადღება, Boy George ამბობს, რომ რეალობა და ინტერნეტში წარმოდგენილი სურათი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. „არსებობს ინტერნეტის სამყარო – მახინჯი და სიბრაზით სავსე – და არის რეალური ცხოვრება, სრულიად სხვა. ასე რომ, სინამდვილეში, ხალხს არაფერი აქვს სანერვიულო.“

ჯორჯის შეფასებით, ადამიანების სექსუალობისა და იდენტობის მიმართ გამოჩენილი ყურადღება ნებისმიერი მხარისგან არაჯანსაღია. „როცა 17 წლის ვიყავი, ინტერვიუში ვთქვი: იყო გეი, იგივეა, რაც ჩიფსების ჭამა – საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. ახლაც ასე ვფიქრობ. რატომ უნდა გაინტერესებდეს სხვისი სექსუალობა, თუ მასთან სექსს არ აპირებ?“

ჯორჯი 2020 წელს ტრანსფობიაში დაადანაშაულეს, როცა ტვიტერზე დაწერა: „გთხოვთ, თქვენი ნაცვალსახელებიც კართან დატოვეთ.“ თუმცა მას შემდეგ ის საჯაროდ დაუპირისპირდა ჰარი პოტერის ავტორს, ჯეი ქეი როულინგს და ტრანს ადამიანების უფლებები დაიცვა. როულინგი უარყოფს ტრანსფობიას, თუმცა სოციალურ მედიაში არაერთ ანტიტრანსგენდერულ მოსაზრებას ავრცელებს და აქტიურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ტრანსი ქალების სპორტში მონაწილეობას და გენდერთან შესაბამის საზოგადოებრივ ტუალეტებში შესვლას ზღუდავს. გასულ თვეში, როდესაც როულინგმა იკითხა: „რომელი უფლება წაართვეს ტრანს ადამიანებს?“ და დაამატა, რომ საკუთარი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას გრძნობს, ჯორჯმა უპასუხა: „ის უფლება, რომ თავი დაანებონ მდიდარმა, მოწყენილმა ბულერებმა!“

არტისტი შეეხო 2002 წლის Tony Awards-ზე ნომინირებული მიუზიკლის, Taboo-ს გაცოცხლების გეგმებსაც. ეს სპექტაკლი ეძღვნება 1980-იანი წლების ლონდონურ ღამის კლუბს და მის დამფუძნებელს – ავსტრალიელ პერფორმანს არტისტსა და ღამის სცენის პროვოკატორს, ლი ბოუერს, რომელიც თავისი ექსპერიმენტული გარეგნობით თავად Boy George-ის შთაგონების წყაროდაც იქცა.

„მინდა, შოუმ ღრმად გააანალიზოს, როგორი უცნაური იყო ლის და მისი ცოლის, ნიკოლა ბოუერის ურთიერთობა. სანამ ტერმინი „არაბინარული” იარსებებდა, იყო გეი მამაკაცი, რომელმაც ჰეტეროსექსუალი ქალი შეირთო ცოლად და მათ შორის იყო ნამდვილი სიყვარული. დიახ, ნაწილობრივ იმიტომ დაქორწინდა, რომ ყველა გაეღიზიანებინა, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ უყვარდა.“

ინტერვიუში არტისტმა ისიც აღნიშნა, რომ ბოუერის მსგავსად, ჯორჯიც იმ ეპოქის შვილია, როცა თვითგამოხატვის მთავარი იდეა პირადი სიმართლის ჩვენება იყო და არა მცდელობა, წარმოგედგინა ქვიარ, არაბინარული ან რაიმე სხვა იდენტობის მქონე მთელი ჯგუფი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრიტნი სპირსს „პატარა ლამაზი გოგონა” არ უშვილებია, როგორც ამას თავად ამტკიცებდა

შემდეგი სტატია

სტივი უანდერი ჭორებს პასუხობს, თითქოს ის რეალურად უსინათლო არ არის 

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი