სტივი უანდერი ჭორებს პასუხობს, თითქოს ის რეალურად უსინათლო არ არის 

„სიმართლე ის არის, რომ დაბადებიდან მალევე დავბრმავდი,” – თქვა მომღერალმა.
სტივი უანდერი
Saul Loeb/AFP/Getty Images

ბოლო კონცერტზე სტივი უანდერი დიდი ხნის კონსპირაციულ თეორიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მომღერალი რეალურად უსინათლო არ არის. 

ყველასთვის ცნობილია, რომ უანდერი, რომელიც 11 წლიდან მღერის და 13 წლის ასაკში უკვე Hot 100-ში შევიდა, უსინათლოა. მან მხედველობა დაბადებიდან რამდენიმე კვირაში დაკარგა. 

თუმცა მუსიკალურ ინდუსტრიაში მისმა 64-წლიანმა მოღვაწეობამ ნახევრად სერიოზულ თეორიას დაუდო საფუძველი, რომლის მიხედვითაც უანდერი რეალურად ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სახუმარო ჭორი ხშირად ვრცელდებოდა, უანდერის გარემოში ნავიგაციის უნარმა საბოლოოდ მისი უსინათლობის საკითხი სერიოზულად დააყენა ეჭვქვეშ. 

2019 წელს NBA-ის მოთამაშე შაკილ ო’ნილმა თქვა, რომ უანდერმა ის ლიფტში იცნო, მსახიობმა ენთონი ანდერსონმა კი გაიხსენა, თუ როგორ გამოიწვია მომღერალი კალათბურთის თამაშზე. „ყველამ ვიცით, რომ სტივი ხედავს,” – უთხრა მან სტივენ კოლბერტს 2016 წელს. „ეს უბრალოდ აქტია.”

ახლა კი, კარდიფის კონცერტზე, უანდერმა შესაძლებლობა გამოიყენა, რომ ამ თემაზე აუდიტორიასთან ესაუბრა და სპეკულაციებისთვის საბოლოოდ წერტილი დაესვა. 

„უნდა გითხრათ ის, რაზეც დიდი ხანი ვფიქრობდი, თუ როდის მინდოდა, რომ მსოფლიოს ეს გაეგო. მაგრამ სწორედ ახლა მსურს ამის თქმა,” – დაიწყო უანდერმა საუბარი. „იცით, რომ არსებობს ჭორები, რომ მე ვხედავ. მაგრამ, სერიოზულად, თქვენ ხომ იცით სიმართლე?!

სიმართლე ისაა, რომ დაბადებიდან მალევე დავბრმავდი. ეს კი კურთხევაა, რადგან ამან მომცა საშუალება, დავინახო სამყარო სიმართლის ხედვით. დავინახო ადამიანები მათი სულით და არა მათი გარეგნობით. არა იმით, თუ რა ფერის არიან, არამედ იმით, თუ რა ფერისაა მათი სული.”

უანდერს 2005 წლის შემდეგ ახალი ალბომი არ გამოუცია. თუმცა 2008 წლიდან ის საუბრობს ახალ პროექტზე, სახელწოდებით Through the Eyes of Wonder, რომელიც, გადმოცემის თანახმად, აღწერს მის, როგორც უსინათლო კაცის გამოცდილებას. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Boy George-ს სჯერა, რომ თანამედროვე LGBTQ+ იდენტობის პოლიტიკა „არავის დახმარებია”

შემდეგი სტატია

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – ერლ აგუსტინი (ფილიპინები)

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი