Tyler, the Creator-მა ფანის თხოვნის შემდეგ Don’t Tap the Glass-ის „სუფთა ვერსია“ გამოუშვა

ალბომი Don’t Tap the Glass 21 ივლისს გამოვიდა და 10 ტრეკს მოიცავს.
Tyler, The Creator
DON’T TAP THE GLASS

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა  გულშემატკივარმა Tyler, the Creator-ს სთხოვა, რომ Don’t Tap the Glass-ის ე.წ. „სუფთა ვერსია” სტრიმინგ პლატფორმებზე დაედო, გრემის მფლობელმა არტისტმა თხოვნა გაიზიარა და 25 ივლისს მართლაც შეუსრულა ფანს სურვილი.

ალბომის დაცენზურებული ვერსია ახლა უკვე ხელმისაწვდომია Apple Music-ზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ტაილერი თავისი მუსიკის „სუფთა ვერსიებს” სტრიმინგ პლატფორმებზე ოფიციალურად აქვეყნებს.

ფანმა ტაილერს ტვიტერის პოსტის მეშვეობით 22 ივლისს მიმართა იმ იმედით, რომ პატარა ძმასთან ერთად შეძლებდა ალბომის მოსმენას: „სუფთა ვერსიას როდის გამოუშვებ? ჩემს პატარა ძმასაც უნდა ცეკვა!“

მცდელობამ შედეგი გამოიღო – რამდენიმე საათში ტაილერმა უპასუხა, რომ ამაზე იმუშავებდა. მალევე, რამდენიმე დღეში, არტისტმა დანაპირები შეასრულა და X-ზე დაწერა: „მზადაა. DON’T TAP THE GLASS-ის სუფთა ვერსია უკვე ხელმისაწვდომია.“

Don’t Tap the Glass 21 ივლისს გამოვიდა და 10 ტრეკს მოიცავს. ალბომში მონაწილეობენ ფარელ უილიამსი, Yebba და მედისონ მაკფერინი.

მიუხედავად იმისა, რომ ტაილერმა სულ ახლახან გამოუშვა თავისი მეცხრე სტუდიური ჩანაწერი, ის ჯერ კიდევ ალბომ Chromakopia-ს მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ატარებს შოუებს. ჩრდილოამერიკული ტური პარასკევს ტორონტოში გაგრძელდება, შემდეგ კი Tyler, the Creator ნიუ ჯერსიში ორ კონცერტს გამართავს.

მოუსმინეთ Don’t Tap the Glass-ის „სუფთა ვერსიას”.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ლედი გაგა საკუთარ თავს Labubu-ს ადარებს

შემდეგი სტატია

Murman Tsuladze - Money

მურმან წულაძემ სიმღერაზე Money კლიპი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი