TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ლედი გაგა საკუთარ თავს Labubu-ს ადარებს

რეალურად, სათამაშო ფიგურა პატარა მონსტრია, ხოლო გაგას შემთხვევაში ასეთი ვიზუალი ვარსკვლავის სახელს – Mother Monster-ს პირდაპირ ეხმიანება.
Lady Gaga 2025 წლის iHeartRadio -ს მუსიკალური დაჯილდოებაზე Dolby Theatre-ში. კალიფორნია, 2025 წლის 17 მარტი.
Kevin Mazur/Getty Images

25 ივლისს ლედი გაგამ TikTok-ზე გამოაქვეყნა სახალისო ვიდეო, რომელშიც კონცერტის კულისებია ასახული. ვიდეოში ვარსკვლავს Mayhem Ball-ის ტურნესთვის სასცენო კოსტიუმი აცვია, მისი ვარცხნილობა კი ცნობილი Labubu-ს ვიზუალს მოგვაგონებს. გაგა კამერის წინ იღიმის და ამბობს: „მე Labubu ვარ!“

თუ ამ ტრენდს ჯერ კიდევ არ იცნობთ: Labubu არის სათამაშო, ჩინური ბრენდის – Pop Mart-ის მიერ შექმნილი ფიგურა, რომელიც სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა. მას ბასრი კბილები აქვს და სხვადასხვა ფერის ბეწვით არის შემოსილი. რეალურად, სათამაშო ფიგურა პატარა მონსტრია, ხოლო გაგას შემთხვევაში ასეთი ვიზუალი ვარსკვლავის სახელს – Mother Monster-ს პირდაპირ ეხმიანება.

გაგას სახალისო პოსტი TikTok-ზე მაშინ გამოქვეყნდა, როცა პოპ ვარსკვლავმა სან ფრანცისკოს Chase Center-ში Mayhem ტურნეს მეორე შოუ დაასრულა. გრემის მფლობელი არტისტის ტურნე ივლისის დასაწყისში ლას ვეგასში გამართული სამი კონცერტით დაიწყო და წლის ბოლომდე ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და ავსტრალიას მოიცავს.

ტურნე ეძღვნება გაგას ახალ ალბომს, სახელწოდებით Mayhem, რომელიც მაისში გამოვიდა. სადებიუტო კვირაში ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. ეს არის ნამუშევარი, რომელშიც ლედი გაგა თავის ძველ ჟანრობრივ მიმართულებას უბრუნდება.

იხილეთ გაგას TikTok ვიდეო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გაგნიძე ოპერაში „მფრინავი ჰოლანდიელი” მთავარ პარტიას ასრულებს

შემდეგი სტატია

Tyler, the Creator-მა ფანის თხოვნის შემდეგ Don’t Tap the Glass-ის „სუფთა ვერსია“ გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი