Busta Rhymes-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ Chuck D, LL COOL J და Big Daddy Kane
Busta Rhymes, 2025 წლის 1 აგვისტო, ჰოლივუდი, კალიფორნია / KEVIN WINTER/GETTY IMAGES
Busta Rhymes, 2025 წლის 1 აგვისტო, ჰოლივუდი, კალიფორნია / KEVIN WINTER/GETTY IMAGES

თითქმის 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  Busta Rhymes-მა სადებიუტო ალბომი The Coming გამოსცა. პირველ აგვისტოს კი არტისტს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარკვლავი გაუხსნეს. ცერემონიაზე რეპერის გამოსვლამდე სიტყვით წარდგნენ  მოწვეული სტუმრები, მათ შორის:  LL COOL J, Big Daddy Kane და Public Enemy-ის წევრი Chuck D.

„ძალიან ბევრს ვშრომობდი, თუმცა არასდროს მითხოვია გზის გაადვილება”, – თქვა ცრემლმორეულმა Busta Rhymes-მა სცენაზე ყოფნისას. მისი თქმით, არასდროს უცხოვრია ისე, რომ პატიოსანი შრომისთვის გვერდი აევლო და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს.

ნიუ-იორკში დაბადებულმა მუსიკოსმა გაიხსენა, როგორ ჩამოაყალიბა ჯგუფი, სახელწოდებით  Leaders of the New School, ხოლო თავად მისთვის ცნობილი რეპ-სახელის მინიჭება Chuck D-ს უკავშირდება. 

„მინდა, მადლობა გადაგიხადო, ჩაკ, იმისთვის, რომ ერთ-ერთი პირველი იყავი, ვინც ჩემი ირწმუნა და ამის შანსი მომცა. შენ მომანიჭე ეს სახელი და მიუხედავად იმისა, რომ ამბობ, თითქოს ეს უბრალოდ შემომთავაზე, მინდა, გითხრა, რომ ამის გარეშე ის ვერ გახდებოდა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი, რადგან Busta Rhymes-მდე ჩემი სახელი Chill-O-Skee იყო.“

Busta Rhymes-მა უამრავ ადამიანს გადაუხადა მადლობა, რომლებმაც კარიერულ გზაზე მხარი დაუჭირეს, მათ შორის იყვნენ მისი შვილები, Epic Records-ის აღმასრულებელი დირექტორი სილვია როუნი, მისი გუნდის წევრები და დედა.

„დღეს თავს სრულყოფილად ვგრძნობ. თითქოს ცხოვრების ეს თავი დავასრულე და ახალი დავიწყე.” – თქვა Busta Rhymes-მა. რეპერმა  თავი Mr. Miyagi-ს შეადარა და აღნიშა, რომ ის ახლა არა მოსწავლე, არამედ ოსტატია.  

ჰოლივუდის ვარსკვლავის მიღების გარდა, Busta Rhymes-მა ფილმ The Naked Gun-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პარასკევს გამოვიდა. სექტემბერში კი არტისტი ახალი ალბომის, Vengeance-ის გამოცემას გეგმავს.

ნახეთ სრული ცერემონიის ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მეფე ჩარლზის სამხედრო ბენდმა ოზი ოსბორნის პატივსაცემად Black Sabbath-ის სიმღერის ქავერი შეასრულა

შემდეგი სტატია

სპაიკ ლი A$AP Rocky-ს სამსახიობო უნარებს აქებს და ამბობს, რომ მან დენზელ ვაშინგტონს ღირსეული პარტნიორობა გაუწია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი