კინგ კომბსი „ბილბორდთან” ინტერვიუში Diddy-ს ვერდიქტსა და კანიე უესტთან ერთად გამოცემულ EP-ზე საუბრობს

რეპერის ვაჟი გარდაცვლილ დედას იხსენებს, ასევე ჰყვება, თუ რა გავლენა მოახდინა მასზე მამის სასამართლო პროცესმა.
კინგ კომბსი
BLADIMIR CORNIEL

კინგ კომბსმა განაცხადა, რომ მამამისის სასამართლო პროცესი დასრულდა. Diddy-ს ვაჟმა „ბილბორდს” ინტერვიუ მისცა მისი და კანიე უესტის ერთობლივ EP-ზე, სახელწოდებით Never Stop. მან ასევე ისაუბრა გასულ წელზე, როცა Diddy ვერდიქტის მოლოდინში საპატიმროში იმყოფებოდა. 

ახალ EP-ში კომბსის ორივე მშობლისადმი მიძღვნილი სიმღერები შედის. კომპოზიცია Kim ახალგაზრდა რეპერის დედას, კიმ პორტერს ეძღვნება, რომელიც 2018 წელს, 47 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. სიმღერა Diddy Free კი უმცროსმა კომბსმა მამას, შონ კომბსს მიუძღვნა.  

EP-ში ასევე მონაწილეობენ თავად კანიე და მისი ქალიშვილი ნორს უესტი.  

საინტერესო წელი აღმოჩნდა შენთვის. ვიცი, რომ მამა ჯერ კიდევ ელოდება განაჩენს, მაგრამ როგორ გრძნობ თავს, როცა სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია და ვერდიქტი გამოტანილი?

თავს კარგად ვგრძნობ. მთელი ოჯახი კარგად ვართ. მოკრძალებულად ველოდებით განაჩენს და მამას სახლში დაბრუნებას. კარგი მოლოდინი გვაქვს. გამოვიდა ჩემი ახალი პროექტი Never Stop, რომელიც ძალიან წარმატებულია. ბედნიერი ვარ რომ ახლა აქ ვარ, „ბილბორდში”. მადლობა ყველას. 

როგორ შეიქმნა EP? როგორ ჩაერთო მასში კანიე?

კანიე თავად დამიკავშირდა ისეთ დროს, როცა ჩემს თავს ბევრი რამ ხდებოდა, ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდ პერიოდში. ის დამიკავშირდა, რათა მხარდაჭერა გამოეხატა და ჩვენ ვისაუბრეთ Sean John-თან თანამშრომლობაზე. ბევრმა ადამიანმა ალბათ არ იცის, რომ თავდაპირველად ჩვენ სწორედ Sean John-ის კოლაბორაციას ვგეგმავდით. მოკლედ, დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი და მან მითხრა, რომ ჩემთან ერთად ხუთსიმღერიანი EP-ის გაკეთება უნდოდა. მაშინვე ვთქვი, რომ ამას ბევრი ფიქრი არ სჭირდებოდა და ჩვენ ეს გავაკეთეთ.

ვისი იდეა იყო პროექტში ნორსის ჩართვა?

ეს უესტის იდეა იყო. ერთ დღეს ნორსი სტუდიაში გვსტუმრობდა. ის ისეთი მონდომებული და მოწადინებული იყო, რომ პროექტში ჩართულიყო… საბოლოოდ მართლაც კარგი გამოვიდა. 

ერთ-ერთი ფრაზაა, სადაც მღერი: „როცა მათ ჩვენი დახმარება უნდოდათ, ამის თხოვნაც კი არ სჭირდებოდათ.” ფიქრობ, რომ ამ რთულ პერიოდში შენ და შენ ოჯახს გიღალატეს?

არ ვიტყოდი, რომ გვიღალატეს. თუმცა კანიემ ნამდვილად გამოხატა სიყვარული და მხარდაჭერა, როცა ეს გვჭირდებოდა. კი, იყო სიჩუმე სხვებისგან, მაგრამ ღალატს არ დავარქმევდი.

როგორ იცვლება ახლა მოვლენები? ადამიანებმა მიატოვეს მამაშენი, შენ კი საპასუხოდ Pick a Side გამოეცი.

ვფიქრობ, რომ სიმართლე გამჟღავნდა და მამა უკვე გზაშია სახლისკენ. ვფიქრობ, უბრალოდ პოზიტიურობა უნდა შევინარჩუნოთ და სიყვარული გავავრცელოთ. იმედი მაქვს, ეს ზიზღი და ნეგატივი წარსულს ჩაბარდება და შევძლებთ გზის გაგრძელებას მხოლოდ სიყვარულითა და კარგი ემოციებით. ამისთვის ვართ აქ, რომ არასდროს გავჩერდეთ. ჩემთვის ეს ჩანაწერი შედარებით ემოციურია, მაგრამ რეალურად ის არის უბრალოდ კარგი მუსიკა, რათა ადამიანებმა თავი კარგად იგრძნონ და გაუმკლავდნენ ყველაფერს, რაც არ უნდა ხდებოდეს მათ გარშემო. 

ხომ არ ნანობ ამ სიმღერის გამოცემას? მაში ისეთი ფრაზები გქონდა, რამაც ხალხი აალაპარაკა. 

ეს უბრალოდ შემოქმედებითი გამოხატვაა. როგორც ვთქვი, ზოგჯერ შეგიძლია ემოციური მხრიდან ილაპარაკო. უბრალოდ მიეცი სიმართლეს გამოთქმის საშუალება. ხანდახან ასე ჯობს.

ჩანაწერში შედის სიმღერა, რომელსაც დედას სახელი ჰქვია და რომელშიც ახსენებ, რომ შენი პირველი სიმღერისას მან იტირა. 

ეს ჩვეულებრივი რამ იყო დედასთვის. ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას ვაკეთებდი, თუნდაც ეს ძალიან მცირედი ყოფილიყო, მაშინვე ცრემლებად იღვრებოდა, განსაკუთრებით, როცა ვმღეროდი, ის ყოველთვის ტიროდა. 

ასევე აღნიშნე, რომ ვერ ხვდებოდი განსხვავებას, როცა ის ტიროდა. როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა უთხარი, რომ რეპერობა გინდოდა?

ის ჩემით ამაყობდა. დედა ჩემი ნომერ პირველი ფანი იყო. იყო დრო, როცა მის წინაშე ვმღეროდი, მაგალითად, აბაზანაში, როცა ვემზადებოდი. ვაჩვენებდი, რის გაკეთებასაც ვაპირებდი და ის უბრალოდ ტიროდა. ჩემთვის კი ეს დამაბნეველი იყო და ამიტომაც ვამბობ, რომ ვერ ვხვდებოდი განსხვავებას. არ მესმოდა. 

რა არის ის რჩევა მისგან, რომელზეც დღემდე ფიქრობ და აფასებ? 

რომ მივყვე ჩემს ოცნებებს. ალბომის სახელწოდებაა Never Stop. ეს ჩემი ერთ-ერთი სლოგანია, რომელიც მისგან მაქვს, რადგან ის ყოველთვის მასწავლიდა, რომ საკუთარი თავი უნდა ვყოფილიყავი და უბრალოდ სვლა განმეგრძო. ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლებაა, ბევრი ადამიანი შეიტანს შენში ეჭვს, ბევრი ადამიანი ეცდება, გზიდან გადაგახვევინოს, მაგრამ მთავარია ფოკუსირდე და გააკეთო ის, რაც თავად გინდა. 

როგორ გეგმავთ ცხოვრების გაგრძელებას, როცა განაჩენი გამოცხადდება? 

როგორც უკვე ვთქვი, გვინდა წინსვლა განვაგრძოთ სიყვარულითა და პოზიტიური ემოციებით. რაც შემეხება მე, ჩემი ჩანაწერი სულ ახლახან გამოვიდა. ახლა მის  ვიდეოკლიპებსაც გამოვცემ. ჩემი დები ტანსაცმლის ხაზზე მუშაობენ. ჩემი ძმა ქუინსი მსახიობია, ჯასტინი – ბიზნესში. ჩემი უმცროსი და ჩანი კოლეჯში დადის. ასე რომ, უბრალოდ ცხოვრებას ვაგრძელებთ და მსოფლიოსთვის დადებითი ემოციები მოგვაქვს. ეს არის მთავარი.

მამის ნახვის შესაძლებლობა მოგეცა?

კი, ვნახე. რა თქმა უნდა, ეს არ იყო შეხვედრისთვის იდეალური ადგილი. ეს არ არის ყველაზე უარესი სცენარი, მაგრამ კარგიც არ არის. 

ფიქრობ, რომ Bad Boy-სა და Diddy-ს შეუძლიათ ამ ყველაფრიდან უკან დაბრუნება? 

კი, რა თქმა უნდა. ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ სვლას. როგორც ვთქვი „არასდროს გაჩერდე”. ჩვენ ვერ გავჩერდებით, არ გავჩერდებით, უბრალოდ განვაგრძობთ სიყვარულის გავრცელებას და იმედია, მას უკანაც მივიღებთ.

ნიუ-იორკში რას აპირებ მას შემდეგ, რაც მამა ნახე? დარჩები ცოტა ხნით?

კი აქ ვარ, მაგრამ უნდა ვიმუშაო, ახალი რაღაცები მოვამზადო, ახალი ვიდეო გამოვცე. გვეწვიეთ „ბილბორდი” და ნახეთ, რა ხდება კულისებში.

Never Stop დაახლოებით ერთი თვის წინ გამოვიდა. კიდევ გაქვს რაიმე გეგმები? 

ამის შემდეგ გაჩერებას აღარ ვაპირებთ. განვაგრძობთ მუშაობას, ჰიტების გამოცემას.  ვმუშაობთ ალბომის სიმღერების ვიდეოებზე. ვერ გეტყვით, რომელ სიმღერაზე, ეს სიურპრიზია. 

არის სხვა რამ, რაზე საუბარიც ან რისი დამატებაც გსურს?

Goodfellas ჩემი ახალი ხმის ჩამწერი ლეიბლია და წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას ვიწყებ. ასევე მინდა ვთქვა, რომ მიყვარს ყველა მხარდამჭერი და ფანი, რომელიც ჩვენთან იყო მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში; ისინი, ვინც უსმენს Never Stop-ს; ვინც გამოხატა და გაავრცელა სიყვარული. ესაა მთავარი. და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას. ყველანი მიყვარხართ. მადლობა „ბილბორდს”.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

“The Tragedy of Carmen” will be performed on August 2

შემდეგი სტატია

ელდარ შენგელაია © საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი