კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა

ელდარ შენგელაია © საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
ელდარ შენგელაია © საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და საზოგადო მოღვაწე ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნატო ვაჩნაძის ფონდი ავრცელებს.

ლეგენდარულ ქართველ რეჟისორ ელდარ შენგელაიას სახელთან დაკავშირებულია არაერთი საკულტო ნამუშევარი, მათ შორის: „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ექსპრესინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“. მისი ფილმები გამოირჩევა სარკაზმით, ღრმა სოციალურ-ფილოსოფიური ქვეტექსტებით და გამორჩეული იუმორით, რაც მათ ქართული კინოს ისტორიის კლასიკად აქცევს.

ელდარ შენგელაიამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მხოლოდ ქართულ კინოში, არამედ ქვეყნის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სხვადასხვა წლებში ის იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ელდარ შენგელაიას შემოქმედება და კულტურული მემკვიდრეობა კიდევ მრავალი თაობისთვის დარჩება ქართული კინოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კინგ კომბსი „ბილბორდთან” ინტერვიუში Diddy-ს ვერდიქტსა და კანიე უესტთან ერთად გამოცემულ EP-ზე საუბრობს

შემდეგი სტატია

Oasis Wales-ის სტადიონზე 2025 წლის 4 ივლისი. josh Halling

ლონდონში, Oasis-ის კონცერტზე გულშემატკივარი გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი