შეიწყალებს თუ არა დონალდ ტრამპი Diddy-ს? ნახეთ პრეზიდენტის უახლესი პასუხი

„ვფიქრობ, ის ნახევრად უდანაშაულო იყო,” – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი
WALEED ZEIN/ANADOLU VIA GETTY IMAGES

დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ საუბრობს შონ კომბსის შეწყალებაზე. ახალ ინტერვიუში პრეზიდენტს ჰკითხეს, განიხილავდა თუ არა რეპერის შეწყალებას, რომელიც ივლისის თვეში დამნაშავედ ცნეს პროსტიტუციაში, თუმცა გაამართლეს სხვა, უფრო მძიმე ბრალდებებში, მათ შორის სექსტრეფიკინგსა და რეკეტში. 

„ვფიქრობ, ის, ასე ვთქვათ, ნახევრად უდანაშაულო იყო,” – აღნიშნა ტრამპმა. „ის ისევ საპატიმროშია, თუმცა გამარჯვებას ზეიმობდა. მგონი, ეს არ არის გამარჯვება.”

ტრამპმა ასევე ისაუბრა ყოფილ ურთიერთობაზე კომბსთან და აღნიშნა, რომ ერთ დროს ისინი მეგობრობდნენ და ერთმანეთს კარგად ეწყობოდნენ. თუმცა ეს ტენდენცია შეიცვალა, როცა ის პოლიტიკაში მოვიდა, რის შემდეგაც, ტრამპის თქმით, Diddy მას „მტრულად” მოეკიდა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი კომბსის საქმეზე საუბრობს. მაისში ოვალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს, განიხილავდა თუ არა რეპერის შეწყალებას. მაშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტებს დაეყრდნობოდა. 

„მასთან წლებია არ მისაუბრია,” – თქვა ტრამპმა. „ერთ დროს ძალიან მოვწონდი. ვფიქრობ, როცა პოლიტიკაში მოვედი, ეს ურთიერთობა მაშინ შეიცვალა… აუცილებლად ფაქტებს დავეყრდნობი. თუ ვფიქრობ, რომ ვიღაცას უსამართლოდ ექცევიან, მოვწონვარ მას თუ არა, ამას ჩემზე გავლენა არ აქვს.”

კომბსის ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ რეპერი 3 ოქტომბერს განაჩენის გამოცხადებას ელოდება, რომელიც 0-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ნახეთ ტრამპის პასუხი Diddy-ს შეწყალებაზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ორლანდო ბლუმი მასა და ანგელა მერკელზე გავრცელებულ ხუმრობას პასუხობს, მას შემდეგ, რაც კეტი პერისა და ჯასტინ ტრიუდოს შორის არსებულ რომანზე ჭორები გავრცელდა

შემდეგი სტატია

Hacked Voices – ანუშკა ჩხეიძის ხმოვანი ინსტალაცია გერმანიაში 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი