ფრენკ სინატრას 1960-იანი წლების ალბომები, რომლებზეც მუსიკოსმა ქაუნთ ბეისისთან და დიუკ ელინგტონთან ერთად იმუშავა, ხელახლა გამოიცემა

ვინილი, სახელწოდებით The Giants of Jazz, მოიცავს ორ ალბომს: It Might as Well Be Swing-ს ბეისისა და მისი ორკესტრის მონაწილეობით და Francis A. & Edward K.-ს, რომელიც ელინგტონთან თანამშრომლობით ჩაიწერა.
ფრენკ სინატრა. 1961 წლის 27 სექტემბერი.

1960-იან წლებში ფრენკ სინატრას ყველაზე დიდი ჰიტი იყო Somethin’ Stupid – მსუბუქი პოპ-დუეტი თავის ქალიშვილთან, ნენსი სინატრასთან, რომელიც 1967 წელს Billboard Hot 100-ის ჩარტში ოთხი კვირა იკავებდა ლიდერის პოზიციას. თუმცა ამავე პერიოდში ფრენკ სინატრამ ორი სრული ალბომიც ჩაწერა ჯაზის ლეგენდებთან – ქაუნთ ბეისისთან და დიუკ ელინგტონთან. სწორედ ეს ალბომები გამოიცემა 26 სექტემბერს ორმაგი ვინილის კოლექციის სახით. 

ვინილი, სახელწოდებით The Giants of Jazz, მოიცავს ორ ალბომს: It Might as Well Be Swing-ს ბეისისა და მისი ორკესტრის მონაწილეობით და Francis A. & Edward K.-ს, რომელიც ელინგტონთან თანამშრომლობით ჩაიწერა. ორივე ალბომის საარქივო ჩანაწერებს რემასტერინგი ჩაუტარდა. ვინილი გამოდის ახალი ყდის დიზაინით, რომელიც იშვიათ ფოტოებსაც მოიცავს.

It Might as Well Be Swing 1964 წლის აგვისტოში გამოვიდა. ალბომში სინატრას, ბეისისა და მისი ორკესტრის შესრულებული 10 კომპოზიციაა, მათ შორის The Best Is Yet to Come და საყოველთაოდ აღიარებული Fly Me to the Moon (In Other Words), რომელსაც დღეს უკვე 766 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს Spotify-ზე. ეს იყო სინატრას პირველი სტუდიური ალბომი, რომლის არანჟირებაზეც ქუინსი ჯონსმა იმუშავა. იმ დროისთვის ჯონსი 31 წლის იყო.

It Might as Well Be Swing სინატრასა და ბეისის მეორე თანამშრომლობა იყო. მათმა პირველმა ალბომმა – Sinatra-Basie 1963 წელს Billboard 200-ის ჩარტში მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო It Might as Well Be Swing-მა 1964 წელს 13-ე პოზიცია დაიმსახურა. არტისტების მესამე ერთობლივი ნამუშევარი იყო 1966 წლის ალბომი – Sinatra at the Sands, რომელიც ცოცხალ სესიებს აერთიანებს. 

It Might as Well Be Swing-ში ასევე შედის ოსკარზე ნომინირებული სიმღერა – More, ასევე Hello, Dolly!, რომელმაც 1965 წელს გრემის დაჯილდოებაზე წლის სიმღერის კატეგორიაში გაიმარჯვა. ალბომი ასევე მოიცავს გრემის სამ ნომინანტ სიმღერას: I Wanna Be Around, The Good Life და Wives and Lovers.

რაც შეეხება Francis A. & Edward K.-ს, ალბომი 1968 წლის იანვარში გამოვიდა. ჩანაწერზე სინატრამ დიუკ ელინგტონთან და მის დიდ ორკესტრთან ერთად იმუშავა. ალბომში შესული სიმღერა Indian Summer მოიცავს საქსოფონისტ ჯონი ჰოჯესის სოლო პარტიას. ელინგტონის ორკესტრის შემადგენლობაში იყვნენ ჯაზის ლეგენდები: კუტი უილიამსი, ქეთ ანდერსონი, პოლ გონსალვესი, რასელ პროკოპი და სხვები. ალბომის არანჟირებაზე ბილი მეიმ იმუშავა.

Billboard 200-ის ჩარტის ტოპ-ათეულში სინატრას 33 ალბომი მოხვდა. ეს მაჩვენებელი ისტორიაში ერთ-ერთი რეკორდულია. ლიდერობს The Rolling Stones – 38 ალბომით, შემდეგ მოდის ბარბრა სტრეიზანდი – 34 ალბომით, მესამე ადგილს ფრენკ სინატრა იკავებს, ხოლო The Beatles მეოთხე ადგილზეა 32 ალბომით.

The Giants of Jazz-ის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიაში.

იხილეთ ორიგინალი ალბომების სიმღერების სრული ჩამონათვალი:

It Might as Well Be Swing

  • “Fly Me to the Moon (In Other Words)”
  • “I Wish You Love”
  • “I Believe in You”
  • “More (Theme From Mondo Cane)”
  • “I Can’t Stop Loving You”
  • “Hello, Dolly! (From Hello, Dolly!)”
  • “I Wanna Be Around”
  • “The Best Is Yet to Come”
  • “The Good Life”
  • “Wives and Lovers”

Francis A. & Edward K.

  • “Follow Me”
  • “Sunny”
  • “All I Need Is the Girl”
  • “Indian Summer”
  • “I Like the Sunrise”
  • “Yellow Days”
  • “Poor Butterfly”
  • “Come Back to Me”
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Machine Gun Kelly - The O2 Arena-ზე, 2025 წლის 18 თებერვალი. ფოტო: კარვაი ტანგი / WireImage

კვირის ფავორიტი მუსიკალური რელიზები

შემდეგი სტატია

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის ტრიუმფი ბერლინის „კონცერტჰაუსში”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტისტმა ცოტა ხნის წინ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც საქართველოში, დიდგორის ბრძოლის მონუმენტის ფონზეა გადაღებული.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი

თამაშისთვის დაბადებული: მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერნია და სანტიაგო ხიმენესი ერთმანეთს ხვდებიან

იტალიელი რეპერი და მექსიკელი თავდამსხმელი, რომელიც AC მილანში თამაშობს, საუბრობენ ფეხბურთზე, მუსიკაზე, ცხოვრებასა და დაბრკოლებებზე - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელსაც სანტიაგო სამშობლოში თამაშობს.
მეტი

ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

Billboard ბრაზილიამ ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს შეახვედრა.
მეტი

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

მუსიკალური მომენტები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩები.
მეტი

უსმან დემბელე და Ninho თავიანთ დიდ გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შთაგონების წყაროზე საუბრობენ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი ვარსკვლავი, რომლებიც საფრანგეთის ღარიბი უბნებიდან მოდიან, საკუთარ გზას იხსენებს.
მეტი