Depeche Mode: M – 2026 წელს კინოთეატრებსა და IMAX ეკრანებზე  Depeche Mode-ის კონცერტების ამსახველი ფილმი გამოვა

Depeche Mode-ის საკონცერტო ფილმის პრემიერა წელს Tribeca-ს კინოფესტივალზე გაიმართა.
Depeche Mode
TONI FRANÇOIS

Depeche Mode: M – ასე ჰქვია სრულმეტრაჟიან ფილმს, რომელიც 2023 წელს მეხიკოში გამართული გრანდიოზული კონცერტების ქრონიკას გვთავაზობს. შოუები ჯგუფის ტურნეს, Memento Mori-ს ნაწილი იყო. ბენდმა 12 აგვისტოს დააანონსა, რომ Tribeca-ს კინოფესტივალზე ჩვენების შემდეგ, Trafalgar Releasing-თან და Sony Music Vision-თან თანამშრომლობით, ფილმის პრემიერა 28 ოქტომბრიდან კინოთეატრებსა და IMAX ეკრანებზე შედგება. Depeche Mode: M-ის ჩვენება მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში, 2 500-ზე მეტ ეკრანზე იგეგმება. ბილეთების გაყიდვა 17 სექტემბრიდან დაიწყება.

„ჩვენი ახალი ფილმი ეხება ღრმა კავშირს, რომელიც მუსიკას, კულტურასა და ადამიანებს შორის არსებობს. ფილმის ავტორმა და რეჟისორმა, ფერნანდო ფრიასმა შესანიშნავად მოახერხა ამ ისტორიის მოყოლა მექსიკური კულტურისა და მეხიკოს კონცერტების გავლით,” – განაცხადა ვოკალისტმა დეივ გაჰანმა.

ფილმს, რომლის ავტორი და რეჟისორი ჯილდოს მფლობელი მექსიკელი კინემატოგრაფი ფერნანდო ფრიასია,  ახასიათებენ როგორც „ექსპრესიულ და დინამიკურ კინემატოგრაფიულ გამოცდილებას.” ის 2023-2024 წლის Memento Mori-ს ტურნეს სამი კონცერტის მასალას აერთიანებს. მასშტაბური შოუები სრული ანშლაგით ჩატარდა და Foro Sol-ის სტადიონზე ათასობით მსმენელი გააერთიანა. ნამუშევარი მაყურებელს მუსიკალურ მოგზაურობაში ეპატიჟება. ფილმში კარგად ჩანს ბენდის გავლენა, რომელიც დროს უძლებს. 

Depeche Mode-ის Memento Mori-ს ტურნე, რომელიც ჯგუფის მე-15 სტუდიური ალბომის მხარდასაჭერად ჩატარდა, Billboard-ის 2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი როკ-ტურნეების ათეულში მეცხრე ადგილზე მოხვდა. 63 კონცერტის ფარგლებში 910 000 ბილეთი გაიყიდა, საერთო შემოსავალმა კი თითქმის 125 მილიონ დოლარს მიაღწია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„მომენდე“ – Mechanical Rainbow-ს და გიორგი გიგაშვილის ახალი კლიპის პრემიერა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის თქმით, Life of a Showgirl ზუსტად 12 სიმღერას მოიცავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი