სანდრო ბიბიჩ კვაჭაძემ აკაპელა ვიდეოების კოლაბორაციული სერია წარადგინა

მალე არტისტი აკაპელა ალბომსაც გამოსცემს.
სანდრო ბიბიჩ კვაჭაძე, ქეთათო ნერგაძე, ნატუკა ნაცვლიშვილი
Sandro Bibich IG

სანდრო ბიბიჩ კვაჭაძემ აკაპელა ვიდეოების ახალი სერია წარადგინა, რომელიც სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციას მოიცავს. ამის შესახებ Billboard Georgia მუსიკოსს ესაუბრა:

„აკაპელა ხაზი ჩემს ცხოვრებაში დაახლოებით 7-8 წლის წინ გაჩნდა – მაშინ, როცა ჩემში მედიტაციური შეგრძნებები შემოვიდა. მომინდა, რომ მედიტაცია მუსიკაში შემეტანა. შემდეგ დავიწყე აკაპელა ალბომზე მუშაობა, რომელიც მალე გამოვა. ამ პროცესის განმავლობაში სოციალურ ქსელშიც ვაზიარებდი სხვადასხვა ჩანაწერებს. ახლა ამ სერიების შექმნა უფრო ინტენსიურად დავიწყე. გადავწყვიტე, რომ მეტი მასშტაბი მიმეცა და მასში ჩამერთო ის არტისტები, რომლებთანაც მეგობრობა მაკავშირებს და რომელთა ხმაც ჩემთვის ახლობელია. ასე მიიღო ამ სერიებმა ერთგვარი პროექტის სახე.”

როგორც სანდრო ბიბიჩ კვაჭაძე ამბობს, კოლაბორაციულ ვიდეო სერიებზე მუშაობა ცოცხალი პროცესია, სადაც მთავარ მიმართულებას შემოქმედებითი პროცესი და შთაგონება განსაზღვრავს.

„თანამშრომლობისას არტისტს ჩემი მხრიდან სრულ შემოქმედებით თავისუფლებას ვაძლევ. მას შეუძლია, აირჩიოს ნებისმიერი სიმღერა – საავტორო ან ქავერი. შემდეგ ის მიგზავნის მასალას, მე ემოციებით და შთაგონებით მივყვები პროცესს და ჰარმონიაზე ვიწყებ მუშაობას. ამ პროცესში ვიმედოვნებ, რომ არტისტიც მხარს დაუჭერს ჩემს იდეებს, რადგან გარკვეულ მომენტებში შესაძლოა აკორდი ან მელოდიის ხაზი შევცვალო.”

ამ ეტაპზე ვიდეო სერიიდან უკვე ორი ნამუშევარია გამოქვეყნებული – კოლაბორაცია ქეთო ნერგაძესთან და ნატუკა ნაცვლიშვილთან. როგორც სანდრო ბიბიჩ კვაჭაძე Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, შემდეგი ნამუშევარი ხატია ქორიძესთან თანამშრომლობით შეიქმნა, რომელიც მალე გამოქვეყნდება.

რაც შეეხება სანდრო ბიბიჩ კვაჭაძის დაანონსებულ აკაპელა ალბომს, ნამუშევრის სახელია “აკაპელა” და მასზე მუსიკოსი უკვე წლებია, მუშაობს.

„ალბომისთვის მასალა უკვე მზად მქონდა, როცა პანდემიის დროს გიორგი გვარჯალაძეს შევხვდი. Leno Records-ის ლაივ პერფორმანსების სერიების ფარგლებში შევასრულე რამდენიმე სიმღერა. ამის შემდეგ გვაჯიმ (გიორგი გვარჯალაძე) შემომთავაზა, რომ ეს ალბომი Leno Records-ის ლეიბლზე გამოგვეცა. ასე დაიწყო სამუშაო პროცესი. მიქსინგი და მასტერინგი თავად გვაჯის ეკუთვნის. პროექტზე 2020 წელსვე დავიწყეთ მუშაობა.”

ალბომში 6 სიმღერაა შესული. როგორც სანდრო ბიბიჩ კვაჭაძე აღნიშნავს, ეს მისთვის ყველაზე პერსონალური და გულწრფელი ნამუშევარია, სადაც თავის ენერგიას სრულად გადმოსცემს.

„ეს არის მედიტატიური ნამუშევარი, რომლის მოსმენისას საკუთარ შინაგან სამყაროში მოგზაურობაა შესაძლებელი.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პატი სმითი საკულტო სადებიუტო ალბომის – Horses 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩანაწერის ახალ გამოცემას წარადგენს

შემდეგი სტატია

Lady Gaga The Mayhem Ball Tour-ზე, 2025 წლის 28 ივლისი, კევინ მაზური//Getty Images for Live Nation

Lady Gaga-მ ნიუ იორკში კონცერტის წინ საქმროსგან, მაიკლ პოლანსკისგან გულწრფელი მხარდაჭერა მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი