Lady Gaga-მ ნიუ იორკში კონცერტის წინ საქმროსგან, მაიკლ პოლანსკისგან გულწრფელი მხარდაჭერა მიიღო

„ეს თქვენთვისაა, თქვენი ოცნებებისთვის და იმისთვის, რომ ხანდახან მართლა არ არის საჭირო ბრძოლა. უბრალოდ უნდა გამოჩნდეთ.“ – განუცხადა Madison Square Garden-ში გამართულ შოუზე Lady Gaga-მ გულშემატკივრებს.
Lady Gaga The Mayhem Ball Tour-ზე, 2025 წლის 28 ივლისი, კევინ მაზური//Getty Images for Live Nation
Lady Gaga The Mayhem Ball Tour-ზე, 2025 წლის 28 ივლისი, კევინ მაზური//Getty Images for Live Nation

22 აგვისტოს Lady Gaga მშობლიურ ქალაქ  ნიუ-იორკში დაბრუნდა და Madison Square Garden-ზე ორსაათიანი შოუ გამართა. ეს პოპვარსკვლავის პირველი გამოსვლა იყო ამ ქალაქში მას შემდეგ, რაც 2022 წელს The Chromatica Ball-ის ფარგლებში MetLife Stadium-ზე წარდგა.

კონცერტის დროს Lady Gaga-მ შოუ შეაჩერა და გულშემატკივრებს ის მხარდამჭერი სიტყვები გაუზიარა, რომელიც სცენაზე გასვლის წინ საქმროსგან, მაიკლ პოლანსკისგან  და ახლო მეგობრისგან მიიღო.

„მახსენდება, როგორ დავდიოდი ამ ქალაქის ქუჩებში, როგორ ვიბრძოდი ჩემი ოცნებების, ჩემი რწმენისა და საკუთარი თავისთვის. სანამ შოუ დაიწყებოდა, ჩემს მეგობარ ჩაინას ვუთხარი: მგონია, რომ მთელი ეს შოუ ბრძოლა უნდა იყოს, რადგან როცა ნიუ-იორკში ვარ, ყოველთვის ვიბრძვი. აქ ბრძოლით უნდა მოიპოვო ყველაფერი და საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოავლინო.”

Lady Gaga-ს თქმით, მეგობარმა მხარდამჭერი სიტყვებით გაამხნევა, რამაც მისი მიდგომა შეცვალა: „ზოგჯერ ბრძოლა არ არის საჭირო, უბრალოდ უნდა გამოჩნდე,“ – უთხრა Gaga-ს მეგობარმა. მომღერალმა და მსახიობმა  საქმროს, მაიკლ პოლანსკის სიტყვებიც გაიხსენა: „სცენაზე გასვლის წინ ჩემმა საქმრომ, მაიკლმა მითხრა: როცა სცენაზე გახვალ, ეცადე, გულშემატკივრების ენერგია სრულად მიიღო”. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ კი პოპვარსკვლავმა სიმღერა Hair შეასრულა, რომელიც 2011 წელს Billboard Hot 100-ის ჩარტში მე-12 ადგილზე გავიდა. 

Lady Gaga-მ თავის მეორე ალბომს, Born This Way-ს განსაკუთრებული უწოდა და მისი შექმნის შთაგონებად სწორედ ნიუ-იორკი დაასახელა: „დარწმუნებული ვარ, ჩემი ვერცერთი ალბომი ვერ შეიქმნებოდა ნიუ-იორკის გარეშე, თუმცა Born This Way-ს შექმნა ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა ამ ქალაქის გარეშე. ეს თქვენთვისაა, თქვენი ოცნებებისთვის და იმისთვის, რომ ხანდახან მართლა არ არის საჭირო ბრძოლა. უბრალოდ უნდა გამოჩნდეთ.” 

Lady Gaga-ს ამ კონცერტით Madison Square Garden-ში ექვსდღიანი კონცერტების სერია დაიწყო, რომელიც არტისტის გლობალური ტურნეს, Mayhem Ball-ის ნაწილია.

ნახეთ 22 აგვისტოს შოუს საუკეთესო მომენტები აქ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სანდრო ბიბიჩ კვაჭაძემ აკაპელა ვიდეოების კოლაბორაციული სერია წარადგინა

შემდეგი სტატია

კრის მარტინმა Coldplay-ს ლონდონის კონცერტზე ხელის თხოვნამდე „უსაფრთხოების ზომებს” მიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ძველით ახალი წლის ორი გამორჩეული საღამო Tatuza Jazz Club-ში: ბექა გოჩიაშვილი და მსოფლიო დონის მუსიკოსები სცენაზე

Tatuza Jazz Club-ის სცენაზე 13-14 იანვარს ბექა გოჩიაშვილი ახალი პროექტით წარდგება, მასთან ერთად კი მსოფლიო დონის მუსიკოსები დაუკრავენ: Blaque Dynamite, Joe Cleveland და ლუკა თოფურია.
მეტი

მედიკამენტის გვერდითი მოვლენის გამო მორისიმ კალიფორნიის კონცერტები გააუქმა

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი დანიშნულ სამკურნალო საშუალებაზე გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია გახდა.
მეტი

„საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის” და „კულტურა დემოკრატიისთვის” ორგანიზებით რუსთაველზე ახალი წლის ღამეს საპროტესტო კონცერტი გაიმართება

საპროტესტო კონცერტში სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსები მონაწილეობენ.
მეტი
ბონომ და იმელდა მეი დუბლინში გამართულ ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ქუჩის კონცერტზე ფოტო: კონორ ო’მირაინი / PA Images / Getty Images

U2-ის Bono-მ და იმელდა მეიმ დუბლინში ყოველწლიურ საქველმოქმედო ქუჩის კონცერტზე, სიმღერა Christmas (Baby Please Come Home) შეასრულეს

ეს საშობაო ტრადიცია უკვე თხუთმეტი წელია, გრძელდება და წელს დუბლინში უსახლკარო ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაციის - Dublin Simon Community-ს დასახმარებლად გაიმართა
მეტი