Sexy Bicycle-ის ახალი ვიდეოკლიპი When 6 is 9

Sexy Bicycle-ის ახალი ვიდეოკლიპი When 6 is 9
Sexy Bicycle-ის ახალი ვიდეოკლიპი When 6 is 9

ქართული ალტერნატიული სცენის ერთ-ერთი საინტერესო ბენდი Sexy Bicycle ახალი ვიდეოკლიპით დაბრუნდა. ჯგუფმა 30 აგვისტოს გამოაქვეყნა კლიპი კომპოზიციაზე When 6 is 9. სიმღერა პირველი სინგლია Sexy Bicycle-ის ცოტა ხნის წინ გამოცემული ალბომიდან COLOR CODE, რომელიც ათ კომპოზიციას აერთიანებს.

Sexy bicycle – ნიკა ელია:

„ეს არის ალბომ COLOR CODE-ის პირველი, გამხსნელი სიმღერა. ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ ჩვეულებრივ,  არტისტები და მუსიკალური ბენდები ჯერ სინგლებს აქვეყნებენ და შემდეგ ალბომს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა. სამომავლოდ კიდევ ვაპირებთ, სხვა სინგლებზეც გადავიღოთ ვიდეოკლიპები. რაც შეეხება ამ ვიდეოს, იდეა ჩემია, ანიმაცია და მონტაჟიც მე გავაკეთე, დრონის კადრებით კი მეგობარი დაგვეხმარა.“

ვიდეოკლიპში ანიმაციური ფრაგმენტებისა და ვიდეოკადრების მონაცვლეობით ვიზუალური დინამიკა იქმნება, სადაც კომპოზიციის რიტმი ექსპრესიული გამოსახულებებით არის გადმოცემული. სიმღერა კლიპთან ერთად  გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც, თავის მხრივ,  საინტერესო განწყობას აყალიბებს.

ნახეთ Sexy bicycle-ის ახალი ვიდეოკლიპი When 6 is 9.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლედი გაგამ სერიალ WEDNESDAY-ს მეორე სეზონისთვის დაწერილი სიმღერის პრემიერა დააანონსა

შემდეგი სტატია

კამილა კაბელიო 2025 წლის 30 აგვისტო, სიდნეი, ავსტრალია. ფოტო: ბრენდონ თრონი/Getty Images

კამილა კაბელიომ ავსტრალიაში კონცერტზე ნატალი იმბრულიას  90-იანი წლების ჰიტის, Torn-ის ქავერი შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი