კამილა კაბელიომ ავსტრალიაში კონცერტზე ნატალი იმბრულიას  90-იანი წლების ჰიტის, Torn-ის ქავერი შეასრულა

Yours, C Tour-ის ტურნეს ფარგლებში მომღერალმა 1998 წლის პოპულარული ჰიტი ფორტეპიანოზე შეასრულა.
კამილა კაბელიო 2025 წლის 30 აგვისტო, სიდნეი, ავსტრალია. ფოტო: ბრენდონ თრონი/Getty Images
კამილა კაბელიო 2025 წლის 30 აგვისტო, სიდნეი, ავსტრალია. ფოტო: ბრენდონ თრონი/Getty Images

კამილა კაბელიომ ავსტრალიაში გამართულ კონცერტებზე გულშემატკივრები გააოცა, როცა ფორტეპიანოზე ნატალი იმბრულიას ჰიტის, Torn-ის ქავერი შეასრულა. ჰიტმა 1998 წელს ნატალი იმბრულიას წარმატება მოუტანა.

კამილა კაბელიომ  ტურნე  Yours, C Tour უკვე გამართა მელბურნში და სიდნეიში, შემდეგი კონერტი კი 14 სექტემბერს ბრაზილიაში, სან-პაულუში ჩატარდება. ავსტრალიაში გამართულ ორივე შოუზე კამილა კაბელიომ  ფორტეპიანოსთან გულწრფელი ემოციებით გადმოსცა იმბრულიას სიმღერა, ვიდეო კი სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.

„როცა ავსტრალიაში ხარ… აუცილებლად უნდა იმღერო Torn, მიყვარხარ, ნატალი იმბრულია. მიყვარხარ, ავსტრალია.“ – დაწერა კამილამ ვიდეოს აღწერაში.

ნატალი იმბრულიას სიმღერა Torn 1998 წელს ერთდროულად Billboard-ის სამი ჩარტის სათავეში მოექცა (Radio Songs, Pop Airplay და Adult Pop Airplay), ხოლო Hot 100-ში 42-ე ადგილი დაიკავა. იმავე წელს მომღერალი გრემიზე იყო ნომინირებული, საუკეთესო ქალის პოპ ვოკალური შესრულებისთვის, თუმცა იმ წელს დაუვიწყარი ჰიტით My Heart Will Go On – სელინ დიონმა გაიმარჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ პოპის მსმენელების უმეტესობას სწორედ ნატალი იმბრულიას ვერსია ახსენდებათ, სიმღერა Torn თავდაპირველად 1995 წელს ჯგუფმა Ednaswap გამოსცა.

ავსტრალიელმა მომღერალმა ნატალი იმბრულიამ კარიერის განმავლობაში ექვსი ალბომი გამოუშვა, მათ შორის უახლესი 2021 წელს გამოცემული Firebird-ია. გასულ წელს კი მოღერალი შოუში The Masked Singer Bluebell-ის ამპლუაში წარდგა. 

ნახეთ, კამილა კაბელიოს მიერ  Torn-ის ცოცხალი შესრულება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sexy Bicycle-ის ახალი ვიდეოკლიპი When 6 is 9

Sexy Bicycle-ის ახალი ვიდეოკლიპი When 6 is 9

შემდეგი სტატია

The Weeknd-ის Blinding Lights გახდა პირველი სიმღერა, რომელმაც Spotify-ზე 5 მილიარდ სტრიმინგს მიაღწია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ძველით ახალი წლის ორი გამორჩეული საღამო Tatuza Jazz Club-ში: ბექა გოჩიაშვილი და მსოფლიო დონის მუსიკოსები სცენაზე

Tatuza Jazz Club-ის სცენაზე 13-14 იანვარს ბექა გოჩიაშვილი ახალი პროექტით წარდგება, მასთან ერთად კი მსოფლიო დონის მუსიკოსები დაუკრავენ: Blaque Dynamite, Joe Cleveland და ლუკა თოფურია.
მეტი

მედიკამენტის გვერდითი მოვლენის გამო მორისიმ კალიფორნიის კონცერტები გააუქმა

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი დანიშნულ სამკურნალო საშუალებაზე გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია გახდა.
მეტი

„საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის” და „კულტურა დემოკრატიისთვის” ორგანიზებით რუსთაველზე ახალი წლის ღამეს საპროტესტო კონცერტი გაიმართება

საპროტესტო კონცერტში სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსები მონაწილეობენ.
მეტი
ბონომ და იმელდა მეი დუბლინში გამართულ ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ქუჩის კონცერტზე ფოტო: კონორ ო’მირაინი / PA Images / Getty Images

U2-ის Bono-მ და იმელდა მეიმ დუბლინში ყოველწლიურ საქველმოქმედო ქუჩის კონცერტზე, სიმღერა Christmas (Baby Please Come Home) შეასრულეს

ეს საშობაო ტრადიცია უკვე თხუთმეტი წელია, გრძელდება და წელს დუბლინში უსახლკარო ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაციის - Dublin Simon Community-ს დასახმარებლად გაიმართა
მეტი