წინანდლის ფესტივალი – 10 სექტემბრის მიმოხილვა

წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის ფესტივალის რიგით მეშვიდე დღეს ორგანიზატორები დამსწრე საზოგადოებას ორ განსხავებულ კონცერტს შესთავაზებენ.
წინანდლის ფესტივალი - 10 სექტემბერი
წინანდლის ფესტივალი – 10 სექტემბერი

ტრადიციულად, წინანდლის ფესტივალის მე-7 სეზონი მრავალფეროვანი და გამორჩეული პროგრამით წარდგება აუდიტორიის წინაშე. 10 სექტემბერს, 12:00 საათზე, კამერული დარბაზის სცენა პაბლო ფერნანდესს (ჩელო) და ჟულიენ კანტანს (ფორტეპიანო) დაეთმობათ, სადაც მაქს ბრუხის „კოლ ნიდრეი“, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მესამე სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის და იოჰანეს ბრამსის პირველი სონატა გაჟღერდება. 

თანამედროვე კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა ესპანელი ვარსკვლავი პაბლო ფერანდესი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ჩელისტია. მისი შემოქმედება სიღრმისეული და შთამბეჭდავი შესრულებით გამოირჩევა. იგი ჩაიკოვსკის XV საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი, SONY Classical-ის ექსკლუზიური არტისტი და კრიტიკოსების მიერ „ჩელოს გენიოსად“ აღიარებული მუსიკოსია. პაბლო ფერანდესი რეგულარულად გამოდის მსოფლიოს უდიდეს ორკესტრებთან (Boston Symphony, Los Angeles Philharmonic, Royal Philharmonic და სხვა) და ხშირად არის მიწვეული ვერბიეს, ზალცბურგის, დრეზდენის და წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალებზე.

ცნობილ ფრანგ მუსიკოსს, პიანისტ ჟულიენ კანტანს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა წინანდლის ფესტივალში. მისი რეპერტუარი მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე კომპოზიციებს. კამერულ მუსიკაში კანტანს უთანამშრომლია ისეთ სახელოვან მუსიკოსებთან, როგორებიც არიან დევიდ გარეტი, გარი ჰოფმანი, ლიზა ბათიაშვილი, გოტიე კაპიუცონი, მარტინ ფროსტი, ემანუელ აქსი და სხვები. ჟულიენ კანტანს ჰქონია გამოსვლები მსოფლიოს უდიდეს საკონცერტო დარბაზებში: ლონდონის Wigmore Hall-ში, ამსტერდამის Concertgebouw-ში, ბერლინის ფილარმონიაში, ვენის Konzertaus-სა და ნიუ-იორკის Carnegie Hall-ში. აღსანიშნავია, რომ ჟულიენ კანტანი აქტიურად ქმნის ახალ მუსიკალურ პროექტებს, მათ შორის ექსპერიმენტულ ჟანრებში, კლასიკური და ელექტრონული მუსიკის შერწყმით. 

ამავე საღამოს წინანდლის ამფითეატრში საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები წარდგებიან: იტალიელი მაესტრო, დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა, სოლისტი ნიკოლაი ლუგანსკი და პან-კავკასიური ორკესტრი. კონცერტზე ბეთჰოვენის და ბრამსის ნაწარმოებები შესრულდება.

გამოჩენილი დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა მისი განსაკუთრებული ინტერპრეტაციით და შესრულების მანერით მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსია, რომელიც დინამიური სტილით სრულიად ახალ შტრიხებს სძენს კლასიკურ მუსიკას.

თანამედროვე კლასიკური სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა სოლისტი ნიკოლაი ლუგანსკი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები და მუსიკალური სიღრმე ერთგვარ პოეზიას ქმნის კლასიკურ მუსიკაში.

რაც შეეხება პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, იგი  ფესტივალის განუყოფელი ნაწილია, რომელიც უნიკალური კოლექტივითა და მაღალპროფესიული მუსიკოსებით არის დაკომპლექტებული. პან-კავკასიური ორკესტრი წინანდლის ფესტივალის ფარგლებში 2019 წელს შეიქმნა და ის კავკასიის რეგიონიდან შერჩეულ ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსებს აერთიანებს. ორკესტრში მოსახვედრად ყოველწლიურად ცოცხალი მოსმენები ტარდება, მიმდინარე წელს კი კონკურსი ცხრა ქვეყანაში (საქართველო, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი,  მოლდოვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი.) გაიმართა.

წინანდლის ფესტივალის წარმდგენია კომპანია ,,სილქნეტი”.სრული პროგრამისა და ფესტივალის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფარელ უილიამსი, ჯენიფერ ჰადსონი და სხვა ვარსკვლავები ვატიკანის ისტორიულ კონცერტზე იმღერებენ

შემდეგი სტატია

LL Cool J 2025 წლის 7 სექტემბერი, (ნიუ-იორკი) UBS არენა , MTV მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება. ფოტო: ჯონი ნუნეზი / Getty Images for MTV

2025 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებას ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ტელეაუდიტორია ჰყავდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი