SKAZZ-ის ახალი ალბომი „მახე”

“ალბომზე მუშაობის მთავარი ინსპირაცია ჩვენვე ვიყავით, ჩვენივე ექსტრემალური გამოცდილებებით და მოულოდნელობებით სავსე ყოველდღიურობით, იმით, რაც შეიძლება, როგორც საშიში, ისე კარგი ყოფილიყო”.
SKAZZ - MAXE / © vice versa agency
SKAZZ – MAXE / © vice versa agency

ქართული ალტერნატიული სცენის წარმომადგენელი ჯგუფი SKAZZ ახალ ალბომს გამოსცემს, რომლის სახელწოდებაცაა „მახე”. ალბომის ყდაზე  Vice Versa-ს სააგენტომ იმუშავა.

„ახალ ალბომზე მუშაობის მთავარი ინსპირაცია ჩვენვე ვიყავით, საკუთარი ექსტრემალური გამოცდილებებით და მოულოდნელობებით სავსე ყოველდღიურობით, იმით, რაც შეიძლება, როგორც საშიში, ისე კარგი ყოფილიყო და არის ჩვენთვის. ალბომს „მახე” ჰქვია და თემატიკაც ამ სიტყვის ირგვლივ ტრიალებს, „მახე” რომელსაც ჩვენვე ვუგებთ ჩვენს თავებს ან ცხოვრება გვთავაზობს. აქ საუბარია სოციალურ, პოლიტიკურ, პირად გამოცდილებებზე.” – SKAZZ-ის ვოკალისტი საბა ვაშაყმაძე.

შემოქმედებითი პროცესის მრავალფეროვნება, ახალი წევრები და მომავალ ალბომზე მუშაობა ჯგუფისთვის საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. 

„შემოქმედებითი პროცესი ორმაგად საინტერესო იყო წინა ალბომებთან შედარებით, რადგან ამ პროექტზე ჯგუფის ახალ წევრებთან ერთად ვმუშაობდით,  დავით ქაჯაიასთან (დაფი), კოკო ანთელავასთან და ბოლოს თორნიკე ჭავჭანიძესთან ერთად, რომელიც SKAZZ-ის  ახალი დრამერი და წევრია. ჯგუფში ყველას სხვადასხვა მუსიკალური გამოცდილება და ბექგრაუნდი გვაქვს, რაც უშუალოდ მუშაობის პროცესს თავისთავად საინტერესოს ხდიდა.” – საბა ვაშაყმაძე

ალბომში ერთ-ერთი განსაკუთრებული კომპოზიციაა „არა“, რომელიც ადამიანის შინაგან წინააღმდეგობაზეა. ეს სიმღერა არა მხოლოდ ალბომის, არამედ ჯგუფის ახალი ფაზის სიმბოლოდაც შეიძლება იყოს აღქმული.

„ალბომში პირადად ჩემთვის და, ვფიქრობ, ბიჭებისთვისაც გამორჩეული ტრეკია “არა”, სადაც მთავარი გმირი საუბრობს იმაზე, რომ მიუხედავად მისი დამაკმაყოფილებელი ცხოვრებისა, ის თავს ვერ აკავშირებს საკუთარ მესთან, მან იცის, რომ ნაწილია რაღაც მოძრაობის, რუტინის, რასაც ვერ გაურბის, ვერც ფულით. ცდილობს, დატოვოს კომფორტის ზონა და გაიგოს, ვინ არის სინამდვილეში და როგორია იმ წრის, გარემოს გარეთ, რომელშიც ცხოვრობს.” – ამბობს საბა ,,ბილბორდთან” საუბრისას.

რაც შეეხება SKAZZ-ის უახლოეს გეგმებს, 13 სექტემბერს ბენდი  Monohall Batumi-ის სცენაზე Ad Black Sea 2025-ის ფარგლებში წარდგება. მათი მომდევნო პროექტი კი განსაკუთრებული იქნება, რადგან ის ბავშვებს ეხება.

„13 სექტემბერს ბათუმში Ad Black sea 2025-ზე დავუკრავთ, შემდეგი მიზანია, ჩავატაროთ კონცერტი ბავშვებისთვის. ეს იდეა დიდი ხანია, გვაქვს და გვინდა, პატარებმაც მოისმინონ მათთვის საყვარელი სიმღერები. ნოემბერში გერმანიაში მივემგზავრებით და დავუკრავთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პანკ სცენაზე – Kopi-ში, ჯგუფ Tape Visitors-თან ერთად.” – ამბობს SKAZZ-ის ვოკალისტი საბა ვაშაყმაძე.

სულ მალე კი ბენდი ახალი ვიდეოს გამოცემას გეგმავს სიმღერისთვის „ტალღა”, რომელზეც  ADHD Production-თან ითანამშრომლეს.

„ოთხ დღეში ჩვენი ახალი ვიდეო გამოვა სიმღერისთვის „ტალღა”. ახალი ალბომიდან, რომელზეც Adhd Production-თან ერთად ვიმუშავეთ. საოცარი გამოცდილება მივიღეთ, მსგავსი დონის პროფესიონალებთან პირველად ვითანამშრომლეთ და ვფიქრობთ, ყველას მოეწონება ეს სიმღერა. შემდეგი ვიდეო კი „არა”-ზე იქნება, რომელიც ასევე მალე იხილავს დღის შუქს.” –  SKAZZ-ის ვოკალისტი საბა ვაშაყმაძე.

ახალი ალბომი „მახე” ერთგვარი მუსიკალური ექსპერიმენტია, სადაც წინააღმდეგობები ახალ შთაგონებად ტრანსფორმირდება.

მოისმინეთ SKAZZ-ის ალბომი „მახე”.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მარკ დევიდ ჩეპმენს, ადამიანს, რომელმაც ჯონ ლენონი მოკლა, შეწყალებაზე მეთოთხმეტე უარი ეთქვა

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალის პროგრამა: 13 სექტემბერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი