მარკ დევიდ ჩეპმენს, ადამიანს, რომელმაც ჯონ ლენონი მოკლა, შეწყალებაზე მეთოთხმეტე უარი ეთქვა

საკულტო მუსიკოსის მკვლელობისთვის ჩეპმენს სასჯელის ზომად 20 წლიდან უვადო პატიმრობამდე აქვს განსაზღვრული.
ჯონ ლენონი 1971 წელს
MICHAEL PUTLAND/GETTY IMAGES

მარკ დევიდ ჩეპმენს, ადამიანს, რომელმაც ჯონ ლენონი მოკლა, მეთოთხმეტედ ეთქვა უარი შეწყალებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ჩეპმენი შეწყალების კომიისიის წინაშე 27 აგვისტოს წარდგა. კომისიამ კი მისი მოთხოვნა კვლავაც არ დაამკაყოფილა. შესაბამისად, ჩეპმენი სასჯელის მოხდას განაგრძობს, მინიმუმ, შეწყალების შემდეგ კომისიამდე, რომელიც 2027 წლის თებერვალში შედგება. მას სასჯელის ზომად 20 წლიდან უვადო პატიმრობამდე აქვს განსაზღვრული.

2020 წელს, შეწყალების მოთხოვნისას, ჩეპმენმა ლენონის მკვლელობისთვის დიდი სინანული გამოხატა. ის ოფიცრებს ეუბნებოდა, რომ ამ საზარელი აქტისთვის სიკვდილით დასჯასაც იმსახურებდა. „მე მოვკალი ის… იმიტომ, რომ ძალიან, ძალიან ცნობილი იყო და ეს გახლდათ ერთადერთი მიზეზი, რადგან მე ძალიან, ძალიან მინდოდა ჩემი თავის დიდება. ძალიან ეგოისტურია,” – განაცხადა ჩეპმენმა 2020 წლის შეწყალების კომისიაზე. 2022 წელს კი მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წინა ჩვენებას და აღნიშნა, რომ ლენონის მკვლელობა „ადამიანის სიცოცხლის ეგოისტური უპატივცემულობა იყო.”

ჯონ ლენონს ჩეპმენმა 1980 წლის 8 დეკემბერს ესროლა, როცა Beatles-ის წევრი ნიუ-იორკის სახლში ბრუნდებოდა მეუღლესთან, იოკო ონოსთან ერთად. ჩეპმენი მალევე დააკავეს. ის 72-ე ქუჩაზე იპოვეს, სადაც სელინჯერის ნაწარმოებს „თამაში ჭვავის ყანაში” კითხულობდა. 

ამასობაში კი Beatles-ის ფანები ბენდის ლეგენდარული Anthology-ს ახალ გამოცემას ელიან, რომელიც დღის სინათლეს შემოდგომაზე იხილავს. კოლექცია, რომელშიც ორიგინალი წიგნის განახლებული ვერსია შევა, მოიცავს 1995 წლის ორიგინალ სატელევიზიო სერიალსაც, რომელიც Disney+-ზე გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მუსიკოსმა დათო კაკულიამ ახალი სინგლი Unspoken Words გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

SKAZZ - MAXE / © vice versa agency

SKAZZ-ის ახალი ალბომი „მახე”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი