2025 წლის Emmy Awards-ის გამარჯვებულები ცნობილია

Adolescence-მა ექვსი ჯილდო მოიგო. The Late Show With Stephen Colbert-მა კი საუკეთესო თოქ-შოუს კატეგორიაში გაიმარჯვა.
Emmy Awards 2025
Getty Images

14 სექტემბერს კალიფორნიაში 2025 წლის Emmy Awards გაიმართა, სადაც Adolescence, The Studio, The Pitt და The Late Show With Stephen Colbert მთავარი გამარჯვებულები გახდნენ.

Adolescence-მა ექვსი ჯილდო მოიგო, მათ შორის საუკეთესო ლიმიტირებული ან ანთოლოგიური სერიალის კატეგორიაში. ოუენ კუპერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი გამარჯვებულ მსახიობთა კატეგორიაში, როცა საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ჯილდო მოიპოვა. ლიმიტირებული სერიალის საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა Adolescence-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, სცენარისტმა, მთავარმა მსახიობმა სტივენ გრეჰემმა, ხოლო ერინ დოჰერტიმ სერიალისათვის მეორეხარისხოვანი მსახიობის ჯილდო მოიგო. ლიმიტირებული სერიალის საუკეთესო რეჟისურის ჯილდო მიიღო ფილიპ ბარანტინიმ, ხოლო გრეჰემმა ჯეკ ტორნთან ერთად მესამე Emmy აიღო საუკეთესო სცენარისთვის.

სეთ როჯენმა ოთხი Emmy მოიგო სერიალ The Studio-სთვის, მათ შორის საუკეთესო კომედიური სერიალისა და საუკეთესო მსახიობის კატეგორიებში. მან ასევე გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში ევან გოლდბერგთან ერთად და სცენარის ავტორობის ჯილდო გაიზიარა გოლდბერგთან, პიტერ ჰუიკთან, ალექს გრეგორიუისთან და ფრიდა პერესთან. 

The Pitt-მა სამი Emmy მოიგო, მათ შორის საუკეთესო დრამატული სერიალის ჯილდო. მთავარი როლის შემსრულებელმა ნოა ვაილმა საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო დრამატულ სერიალში.  

მოულოდნელ გამარჯვებად იქცა ჯეფ ჰილერის წარმატება: მან საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის Emmy მოიგო კომედიური სერიალისათვის – Somebody Somewhere. ამავე კატეგორიაში იყო ნომინირებული ჰარისონ ფორდიც. 

The Late Show With Stephen Colbert-მა საუკეთესო თოქ-შოუს კატეგორიაში გაიმარჯვა. ამ ჯილდოს მიღებამდე სულ ორი თვის წინ CBS-მა შოუს დახურვის შესახებ განაცხადა. კოლბერტმა და მისმა გუნდმა სცენაზე გამოსვლისას ოვაციები მიიღეს, აუდიტორიის ნაწილი კი წამყვანის სახელს სკანდირებდა. 

ტრამელ ტილმანმა გაიმარჯვა, როგორც პირველმა შავკანიანმა მამაკაცმა, რომელმაც მოიპოვა საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ჯილდო დრამატულ სერიალში, პროექტისთვის Severance. მისმა პარტნიორმა ბრიტ ლოუერმა საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო დრამატულ სერიალში.

ჟან სმარტმა გაიმარჯვა საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში კომედიური სერიალისთვის – Hacks. მისმა შემოქმედებითმა პარტნიორმა ჰანა აინბაინდერმა კი მიიღო მეორეხარისხოვანი მსახიობის ჯილდო კომედიური სერიალისათვის.

The Penguin-ის კრისტინ მილიოტიმ საუკეთესო მსახიობის Emmy მოიგო ლიმიტირებულ ან ანთოლოგიურ სერიალში ან ფილმში. The Traitors საუკეთესო რეალითი კონკურსის შოუდ დასახელდა. 

77-ე Emmy Awards, რომელსაც ნეიტ ბარგეიცი უძღვებოდა, CBS-ის ეთერით გადაიცემოდა. შოუს ნახვა ასევე შესაძლებელი იყო პირდაპირი ტრანსლაციით და სტრიმინგით Paramount+-ზე.

გახმაურებულ სტუმრებს შორის, რომლებიც წამყვანებად გამოვიდნენ, იყვნენ სტივენ კოლბერტი, ჯეფ პრობსტი და სიდნი სუინი. ასევე სცენაზე გამოჩნდნენ: Gilmore Girls-ის მსახიობები ლორენ გრეჰემი და ალექსის ბლედელი. ასევე Wednesday-ს ვარსკვლავები – ჯენა ორტეგა და კეტრინ ზეტა-ჯონსი. 

იხილეთ გამარჯვებულები:

საუკეთესო დრამატული სერიალი:

Andor

The Diplomat

The Last of Us

Paradise

The Pitt (გამარჯვებული)

Severance

Slow Horses

The White Lotus

საუკეთესო კომედიური სერიალი;

Abbott Elementary

The Bear

Hacks

Nobody Wants This

Only Murders in the Building

Shrinking

The Studio (გამარჯვებული)

What We Do in the Shadows

საუკეთესო ლიმიტირებული ან ანთოლოგიური სერიალი: 

Adolescence (გამარჯვებული)
Black Mirror
Dying for Sex
Monsters: The Lyle and Erik Menendez Story
The Penguin

საუკეთესო თოქ-შოუ:

The Daily Show
Jimmy Kimmel Live!
The Late Show With Stephen Colbert (გამარჯვებული)

იხილეთ სრული სია.


Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი 14 სექტემბერს დაიხურება – გაეცანით ფინალური საფესტივალო დღის პროგრამას

შემდეგი სტატია

The Late Show With Stephen Colbert-მა Emmy-ზე გამარჯვების შემდეგ აუდიტორიის ხმამაღალი ოვაციები დაიმსახურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი