The Late Show With Stephen Colbert-მა Emmy-ზე გამარჯვების შემდეგ აუდიტორიის ხმამაღალი ოვაციები დაიმსახურა

2002 წლის შემდეგ ეს არის ტელეკომპანიის პირველი შოუ, რომელმაც აღნიშნულ კატეგორიაში გაიმარჯვა.

CBS-ის Late Show With Stephen Colbert, რომელიც ბოლო სეზონს იწყებს, პირველად დაჯილდოვდა Emmy-ს საუკეთესო თოქ-შოუს კატეგორიაში.

შოუს ეს ჯილდო 14 სექტემბერს 2025 წლის Emmy Awards-ზე გადაეცა, სადაც პროექტმა Jimmy Kimmel Live! და შარშანდელი გამარჯვებული – The Daily Show დაამარცხა. 

სანამ კატეგორიის წარმდგენი ბრაიან კრანსტონი The Late Show-ს გამარჯვებულად გამოაცხადებდა, ლოს-ანჯელესის Peacock Theater-ის აუდიტორია შოუს ოვაციებით მიესალმა,  შემდეგ კი კოლბერტი და მისი გუნდის წევრები სცენაზე ავიდნენ.

„მინდა მადლობა გადავუხადო CBS-ს, რომ მოგვცა პრივილეგია, ვიყოთ ღამის შოუს ტრადიციის ნაწილი, რომელიც, იმედი მაქვს, გაგრძელდება მაშინაც კი, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით,“ – თქვა კოლბერტმა თავის სიტყვაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებიც The Late Show-ზე მუშაობენ: „ვამაყობ, რომ თქვენს შორის ვარ,” – აღნიშნა კოლბერტმა. 

CBS-მა ივლისში განაცხადა, რომ 2025-26 წლების სეზონი The Late Show-სთვის ბოლო იქნება – არა მხოლოდ კოლბერტის წამყვანობით, არამედ მთლიანად ფრენჩაიზისთვის, რომელიც 1993 წელს დაიწყო და ლეტერმანი უძღვებოდა. ტელეკომპანიამ გადაწყვეტილებას „ფინანსური“ მიზეზებით გამოწვეული უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შოუს წლიურად 40 მილიონ დოლარამდე ზარალი ჰქონდა.

საუკეთესო თოქ-შოუს კატეგორიაში წელს მხოლოდ სამი ნომინანტი იყო, რადგან განაცხადები სულ 13-მა შოუმ წარადგინა. 2023 წელს ნომინირებულთა რაოდენობა ხუთი იყო.

სიტყვის ბოლოს, კოლბერტმა აღნიშნა: „10 წლის წინ დავისახე მიზნად, შემექმნა ღამის შოუ სიყვარულზე, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩვენ ვაკეთებდით კომედიურ შოუს დანაკარგზე. ეს მაინც სიყვარულთან არის დაკავშირებული, რადგან ზოგჯერ მხოლოდ მაშინ აცნობიერებ, რამდენად გიყვარს რამე, როცა ხვდები, რომ შეიძლება დაკარგო. 10 წლის შემდეგ, 2025 წლის სექტემბერში გავაცნობიერე, მე არასოდეს მყვარებია ჩემი ქვეყანა ასე ძალიან. ღმერთი ჰფარავდეს ამერიკას. იყავით ძლიერები, გაბედულები და თუ ლიფტი ცდილობს, დაბლა დაგწიოთ, გაბრაზდით და დააჭირეთ უფრო მაღალ სართულს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2025 წლის Emmy Awards-ის გამარჯვებულები ცნობილია

შემდეგი სტატია

(l-r) Paul Shaffer, Scarlett Johansson, Alex Moffat, Taran Killam, Jason Segel, Lin-Manuel Miranda, Colin David Jones, Devon Walker, Ana Gasteyer, John Mulaney, Kristen Wiig, Kenan Thompson, Maya Rudolph, Pete Davidson, Will Forte, Nathan Lane, Sarah Sherman, Adam Driver, David Spade, Kyle Mooney and Cecily Strong during the "New York 50th Musical" sketch on Saturday Night Live on February 16, 2025. Todd Owyoung/NBC via Getty Images

შაბათის ღამის შოუს სპეციალურმა გამოცემამ –  SNL50-მა ბიონსესა და კენდრიკ ლამარს აჯობა და გამორჩეული ცოცხალი შოუსთვის Primetime Emmy-ს ჯილდო  მოიგო

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი