Tyler, The Creator ხანგრძლივ შესვენებას იღებს და ამბობს, რომ Chromakopia Tour შესაძლოა მისი ბოლო ტურნე იყოს

გრემის მფლობელმა რეპერმა ტურნეში ბოლო შვიდი თვე გაატარა.
Tyler, the Creator
ARTURO HOLMES/GETTY IMAGES

Tyler, The Creator ფილიპინებში მსოფლიო ტურნეს ასრულებს, რომელიც, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი ბოლო ტურნე აღმოჩნდეს. 

„აღტაცებული ვარ იმით, რომ სახლში ვბრუნდები და ვფიქრობ, დავუბრუნდები თუ არა საერთოდ ტურნეებს. არ მოგატყუებთ – ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა ვფიქრობ, რომ საკმარისი გავაკეთე. ნება მომეცით, ძალიან, ძალიან გრძელი შესვენება ავიღო. თქვენ ძალიან კარგად მიმიღეთ. ასე რომ, მადლობა ყველას,” – მიმართა მუსიკოსმა გულშემატკივარს 21 სექტემბრის კონცერტზე.

ტაილერს ამჟამად დასვენება ნოემბრამდე შეუძლია. 15-16 ნოემბერს კი თავის Camp Flog Gnaw ფესტივალს უნდა უმასპინძლოს, რომლის ჰედლაინერიც თავადვე იქნება.

გასულ თვეს ტაილერმა ფანებისთვის კროსვორდი გამოსცა, რომელშიც ფესტივალის პროგრამა იყო დაშიფრული. გამომსვლელთა სიაში არიან Childish Gambino, Clipse, Larry June, 2 Chainz და ტემსი.

ამის შემდეგ კი ტაილერი კვლავ განაგრძობს დასვენებასა და ძალების აღდგენას მარტამდე, როცა ის Lollapalooza-სთვის სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრება. ხოლო 2026 წლისთვის მუსიკოსს კონცერტები  კოლუმბიაში, პუერტო რიკოში, მექსიკასა და კოსტა რიკაში აქვს დაგეგმილი.

34 წლის რეპერისთვის გასული წელი საკმაოდ დატვირთული იყო. ოქტომბერში მან გამოსცა ალბომი Chromakopia, თებერვალში კი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა.

ამერიკული ტურნეს დროს კი, ივლისში, ტაილერმა ფანები ახალი ალბომის, Don’t Tap The Glass-ის გამოცემით გააკვირვა. ალბომი Billboard 200-ის ლიდერი გახდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky-ს თქმით, მან და რიანამ ჯერ კიდევ არ იციან მესამე ბავშვის სქესი

შემდეგი სტატია

„ზაფხულის ღამის სიზმარი” –დაანონსებული პრემიერა სამეფო უბნის თეატრის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი