„ზაფხულის ღამის სიზმარი” –დაანონსებული პრემიერა სამეფო უბნის თეატრის სცენაზე

სპექტაკლის პრემიერა 14-15 ოქტომბერს შედგება.
ახალი ქართული თეატრი
ფოტო: ლეკო ჭყონია/პოსტერის დიზაინი: ივა ქიმერიძე

რეჟისორი დავით დოიაშვილი „ახალი ქართული თეატრის“ სპექტაკლით სცენას „ზაფხულის ღამის სიზმრით“ უბრუნდება. სპექტაკლის პრემიერა 14-15 ოქტომბერს სამეფო უბნის თეატრში შედგება, ბილეთების გაყიდვა კი 30 სექტემბრიდან დაიწყება.

„შექსპირის კომედიაში შეყვარებულები, მმართველები და მსახიობები სამყაროთა შორის საზღვრებს ისე კვეთენ, როგორც მხოლოდ სიზმარში ან თეატრშია შესაძლებელი. ისინი უღრან ტყეში იკარგებიან, როგორც რეალური ცხოვრების ქაოსში, სადაც ნამდვილი და ყალბი ამბები, სიზმარი, სიყვარული, ოცნება და რეალობა ერთმანეთშია გადახლართული და თანამედროვე ღამის კოშმარს ქმნის,“ – ვკითხულობთ სპექტაკლის აღწერაში.

View this post on Instagram

„ზაფხულის ღამის სიზმარი“ სამეფო უბნის თეატრისა და „ახალი ქართული თეატრის“ კოპროდუქციაა. სპექტაკლში მონაწილეობენ: გივიკო ბარათაშვილი, ნიკუშა ბაქრაძე, სალომე თოფურია, მანუ თავაძე, სანდრო სამხარაძე, ლაშა მებუკე, ტასო ჭანტურაია, გოგა გველესიანი, ნიკო თავაძე, ნინო კასრაძე, ნანკა კალატოზიშვილი, ტიტე კომახიძე, ნატა მურვანიძე, ანდრო ჭიჭინაძე.

სპექტაკლის სცენოგრაფია ქეთი ნადიბაიძეს ეკუთვნის, კოსტიუმები – სიმონ მაჩაბელს, მუსიკა – გიორგი ცაგარელს. თარგმანის ავტორი ვახტანგ ჭელიძეა, ტექსტის ადაპტაციაზე კი დავით გაბუნიამ იმუშავა. სპექტაკლის პროდიუსერი ლევან ხეთაგურიაა.

მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tyler, The Creator ხანგრძლივ შესვენებას იღებს და ამბობს, რომ Chromakopia Tour შესაძლოა მისი ბოლო ტურნე იყოს

შემდეგი სტატია

ჯიმი კიმელი ABC-ის ეთერში დაბრუნდა – წამყვანმა მონოლოგში შოუს შეჩერებასა და ჩარლი კირკზე გაკეთებულ კომენტარებზე ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი