ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში ჯორჯ მაიკლის Father Figure-ის ინტერპოლაცია შევა

გარდაცვლილი ლეგენდის ჰიტი სვიფტის ალბომში ამავე სახელწოდების სიმღერით იქნება წარმოდგენილი.
ტეილორ სვიფტი, ჯორჯ მაიკლი
MATT WINKELMEYER/GETTY IMAGES; MICHAEL PUTLAND/GETTY IMAGES

ტეილორ სვიფტი თანამედროვე პოპის ერთ-ერთ მამას მიაგებს პატივს მომავალ სიმღერაში Father Figure, რომელიც, „ბილბორდის” ინფორმაციით, ჯორჯ მაიკლის ამავე სახელწოდების 1988 წლის ჰიტს ეძღვნება. 

რამდენიმეკვირიანი ჭორების შემდეგ იმის შესახებ, რომ პოპვარსკვლავის ახალი ალბომის მეოთხე სიმღერაში გარდაცვლილი ლეგენდის ანაბეჭდი იქნებოდა, „ბილბორდი” ამ ინფორმაციას ადასტურებს. ნაცვლად ჯორჯ მაიკლის Father Figure-ის სემპლის გამოყენებისა, სვიფტი თავის ვერსიაში ამ ჰიტის ე.წ. ინტერპოლაციას გააკეთებს.

ახალი ამბავი ალბომის გამოსვლიდან სამი დღით ადრე გავრცელდა. The Life of a Showgirl-ის გამოცემა 3 ოქტომბერსაა დაანონსებული. ამ კვირაში სვიფტის ფანები სოციალურ მედიაში ბევრს წერდნენ, რომ შესაძლოა სწორედ მაიკლი ყოფილიყო მითითებული Father Figure-ის ავტორად, თუმცა ეს ინფორმაცია აქამდე არ დასტურდებოდა. 

ჯორჯ მაიკლის ყოფილმა პარტნიორმა კენი გოსმა აგვისტოში TMZ-ს უთხრა, რომ მან იცოდა შესაძლო ინტერპოლაციის შესახებ და ფიქრობდა, რომ მაიკლს გაუხარდებოდა, თუ სვიფტი Father Figure-ს თავის მუსიკაში გამოიყენებდა.

Father Figure ერთ-ერთია იმ რამდენიმე დიდი ჰიტიდან, რომელიც მაიკლის 1987 წლის სადებიუტო ალბომ Faith-ში შევიდა. 1988 წელს სიმღერამ ორი კვირა გაატარა Billboard Hot 100-ში. გასულ წელს კი კვლავ ამოტივტივდა „ტიკტოკზე” მოპოვებული პოპულარობის წყალობით.

სვიფტის სიმღერა, რომელიც ჯორჯ მაიკლის ნამუშევარს მოიცავს, თითქმის ორი დეკადის შემდეგ გამოდის, რაც მან პირველად მიაგო პატივი გარდაცვლილ ვარსკვლავს. 2008 წელს ტეილორმა თავის საშობაო ალბომში Last Christmas-ის ქავერი ჩაწერა.

თუ არ ჩავთვლით Father Figure-ს, სვიფტის ახალ ალბომში The Life of a Showgirl ერთადერთი მოწვეული სტუმარი საბრინა კარპენტერი იქნება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bad Bunny 2025 წლის Met Gala-ზე, ნიუ იორკი. Michael Buckner for Penske Media

დონალდ ტრამპის მრჩეველმა კორი ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ საემიგრაციო სამსახურის აგენტები Bad Bunny-ს Super Bowl-ის შოუზეც იქნებიან

შემდეგი სტატია

ინტერვიუ Bad Bunny-სთან: პუერტო რიკოელი არტისტი თავის იდენტობაზე, სამსახიობო გამოცდილებაზე, რეზიდენტ ტურსა და მუსიკალურ პროექტებზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი