Megan Thee Stallion-მა ახალი სინგლის მონაკვეთი გააზიარა

მომღერალი ამჟამად კალათბურთელ კლეი თომპსონს ხვდება.
Megan Thee Stallion
ARTURO HOLMES/GETTY IMAGES

Megan Thee Stallion-მა გულშემატკივარს სოციალურ ქსელში ახალი სიმღერის მცირე მონაკვეთი გაუზიარა. „გაიღვიძეთ #kissinyou,” – დაწერა მომღერალმა, რითაც, სავარაუდოდ, ახალი სიმღერის სახელწოდება (Kissin You) გაამხილა.

სინგლი მოიცავს Total-ის 1996 წლის სადებიუტო ალბომში შესული სიმღერის, Kissin’ You-ს სემპლის ლუპს. აღნიშნული კომპოზიციის სემპლით შექმნილი ერთ-ერთი ვერსია ბოლო დროს ვირუსულად გავრცელდა „ტიკტოკზე”. მეგანის ფანები კი მომღერალს მისეული ვერსიის შექმნას სთხოვდნენ. Megan Thee Stallion-მა თხოვნა შეასრულა, თუმცა სინგლის გამოცემის თარიღი ჯერჯერობით არ დასახელებულა. 

25-წამიან ვიდეოში კამუფლაჟის შარვალში, ყავისფერ ჩექმებსა და შალის ქუდში გამოწყობილი მეგანი ახალი სიმღერის ფონზე სტუდიაში ცეკვავს.

ცხადია, რომ სინგლი, მომღერლის პარტნიორსა და NBA-ის ვარსკვლავ კლეი თომპსონს ეძღვნება. წყვილი პირველად საჯაროდ ივლისში Pete & Thomas Foundation Gala-ს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. 

„არავის შევხვედრივარ ასეთ კეთილს. ეს ჩემი პირველი ურთიერთობაა, როცა ისეთ ადამიანთან ვარ, რომელიც ნამდვილად კარგი პიროვნებაა და ნამდვილად ბედნიერს მხდის,” – ამბობდა მუსიკოსი. 

ფანები ასევე აღტაცებული დარჩნენ სტუდიაში კალათბურთელის გამოჩენით, რის გამოც იმედოვნებენ, რომ ჰორიზონტზე მეგანის ახალი ერა მოჩანს. 

წლევანდელი წელი  Megan Thee Stallion-ისთვის კარიერული თვალსაზრისით საკმაოდ მშვიდი იყო. მისი ერთადერთი მუსიკალური აქტივობა აპრილში გამოცემული სინგლი  Whenever იყო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

50 Cent-მა Diddy-ს შეფარდებულ პატიმრობაზე დასცინა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl ფანების კვირის რჩეული მუსიკა გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი