50 Cent-მა Diddy-ს შეფარდებულ პატიმრობაზე დასცინა

რეპერმა ინსტაგრამზე სასამართლოს დარბაზში მჯდომი კომბსის ცრემლიანი პორტრეტი გააზიარა.
50 Cent
PARAS GRIFFIN/GETTY IMAGES

50 Cent-მა არ დააყოვნა და Diddy-ს განაჩენს გამოეხმაურა, რომლითაც კომბსს 50-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

რეპერმა ინსტაგრამზე Diddy-ს პორტრეტის ილუსტრაცია გამოაქვეყნა, რომელიც სასამართლოს დარბაზში ზის და ცრემლებს იწმენდს. 

„ჰეი, ვინც Diddy-ს სპიკერად დაჯავშნაზე მუშაობდა,” – წერს რეპერი. „როგორც გავიგე, ის ვერ შეძლებს მოსვლას, თუმცა მე შემიძლია!”

Inner City Press-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Diddy-ს მომავალ კვირას მაიამიში უკვე საჯარო გამოსვლები ჰქონდა დაგეგმილი იმ შემთხვევისთვის, თუ მას საპატიმროდან გაათავისუფლებდნენ.

პროკურორებმა ამ ქმედებას „სითავხედის მწვერვალი” უწოდეს, კომბსის ადვოკატები კი ამტკიცებდნენ, რომ ეს არ იქნებოდა ტრადიციული საჯარო გამოსვლა, არამედ ერთგვარი „განკურნების პროცესი”.

სასამართლოს მიმდინარეობისას 50 Cent დაუღალავად აკეთებდა ირონიულ კომენტარებს კომბსის შესახებ. მიმდინარე კვირას მან მოსამართლე სუბრამანიანს წერილიც კი მისწერა, სადაც მას კომბსისგან წამოსულ საშიშროებებზე აფრთხილებდა. 

„პაფთან 20 წელი მქონდა კონფლიქტი,” – წერდა რეპერი. „ის ძალიან საშიშია. არაერთხელ გამომიცდია შიში… რაც არ უნდა იყოს, Diddy კვლავ დაუბრუნდება მეტი მამაკაცი სექსმუშაკების დაქირავებასა და საბავშვო ზეთის გადამალვას. ბავშვებს კი ის სჭირდებათ!”

პროსტიტუციის შესახებ ფედერალური კანონის დარღვევისთვის სასამართლომ Diddy-ს სასჯელად 50-თვიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურორები 11-წლიან პატიმრობას მოითხოვდნენ, რეპერის ადვოკატები კი შეფარდებულ სასჯელში უკვე მოხდილი 14 თვის ჩათვლას ელოდნენ. 

განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლოს სიტყვით თავად Diddy-მ მიმართა. „თქვენო ღირსებავ, გთხოვთ შეწყალებას. გევედრებით შეწყალებას,” – ითხოვა რეპერმა. 

მაშინ, როცა კომბსი მომდევნო სამ წელს კვლავ გისოსებს მიღმა გაატარებს, პარალელურად მას სექსუალური ძალადობის კიდევ არაერთ სამოქალაქო სარჩელზე მოუწევს პასუხისგება.  

ნახეთ 50 Cent-ის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შონ კომბსს პროსტიტუციაში ჩართვის ბრალდებით 4 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შემდეგი სტატია

Megan Thee Stallion-მა ახალი სინგლის მონაკვეთი გააზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი