ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო The Fate of Ophelia YouTube პლატფორმაზეა

მანამდე ტეილორ სვიფტის ახალი ალბომიდან პირველი მუსიკალური ვიდეოკლიპის პრემიერა კინოთეატრებში შედგა
ტეილორ სვიფტი The Fate of Ophelia Courtesy Photo
ტეილორ სვიფტი The Fate of Ophelia Courtesy Photo

ტეილორ სვიფტის ახალი მუსიკალური ვიდეო The Fate of Ophelia უკვე YouTube პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. კლიპის ადრეული პრემიერა კი 3 ოქტომბერს აშშ-ის კინოთეატრებში ექსკლუზიურად გაიმართა.

მუსიკალური ვიდეოს, The Fate of Ophelia-ს ავტორი თავად ტეილორ სვიფტია. ვიდეო ინტერნეტში 5 ოქტომბერს, საღამოს გამოქვეყნდა. ვიზუალური ნამუშევარი სავსეა ქვეტექსტებით, სადაც პოპვარკსვლავი რამდენიმე პერსონაჟის სახით გვევლინება, მათ შორის უილიამ შექსპირის ნაწარმოების, „ჰამლეტის“ ოფელიად, ჰოლივუდის „ოქროს ეპოქის“ მიუზიკლის მთავარ გმირად, 1960-იანი წლების გოგონათა ჯგუფის სოლისტად და თანამედროვე ტეილორ სვიფტად.

ახალი სინგლი ოფელიას სხვა თვალით წარმოაჩენს – ის მოსალოდნელი ტრაგიკული დასასრულისგან თავის დაღწევას ცდილობს.

ვიდეოკლიპში ტეილორ სვიფტი ჯონ ევერეტ მილესის 1850-იანი წლების ცნობილი ნახატიდან გამოდის, რომელიც ოფელიას დახრჩობას ასახავს. შემდეგ კი იგი The Fate of Ophelia-ში სხვადასხვა როლს ასრულებს, ერთ სცენაში ტეილორი მერლინ მონროს იმიჯით წარმოგვიდგება, მეორეში რონი სპექტორისა და The Ronettes-ის სტილში. ერთ-ერთ ეპიზოდში კი Anything Goes-ის შთაგონებით შექმნილ ანსამბლში ცენტრალურ ადგილს იკავებს, ვიდეოს ბოლოს კი სვიფტი აბაზანაში წევს.

მუსიკალური ვიდეო The Fate of Ophelia იმ კადრით სრულდება, რომელიც მომღერლის ახალი ალბომის, The Life of a Showgirl-ის ოფიციალური ყდაა. ვიდეოკლიპის გამოსვლის დღეს ტეილორ სვიფტის გუნდმა  მოკლე ინტერვიუს ამონარიდი გაავრცელა, სადაც პოპვარსკვლავი ალბომის ყდის შექმნის ისტორიას გვიყვება:

„ფოტოსესიის დროს ფოტოგრაფებთან, მერტ ალაშისთან და მარკუს პიგოტთან ერთად იყო ერთი მომენტი, ბოლო სცენაში, აბაზანაში, საოცარ ბრჭყვიალა კაბაში გამოწყობილი ვწევარ, ფოტოგრაფები იღებდენ ფოტოებს, მე კი მონიტორს ვუყურებდი და ეკრანზე გამოჩნდა კადრი, რომელიც უცნაური კუთხით იყო გადაღებული, აბაზანაში ვიწექი და ვფიქრობდი, აი, ეს უნდა იყოს ალბომის ყდა და ასეც იყო.“ – ამბობს ტეილორ სვიფტი, შემდეგ კი ამატებს:

„შევხედე ფოტოს და ვთქვი, რომ ეს ზუსტად ისაა. ჩემთვის ეს ყველაფრის დასრულების სიმბოლოა: მართავ სამსაათ-ნახევრიან  შოუს, გაქვს მოსამზადებელი სამუშაოები,  დაგეგმვის პროცესები, გახურება, შემდეგ ყველაფერმა ჩაიარა,  თავიდან აიცილე არასწორად გადადგმული ნაბიჯები და როცა ამ ყველაფერს ასრულებ, რა გსურს ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, აბაზანის მიღება. სწორედ ასე ვიქცევი მსგავს სიტუაციებში, ეს ერთგვარი განტვირთვის მომენტია,  იმ დროს, როცა კამერები გათიშულია, განათება გამორთული, რა გაქვს სათქმელი? რა არის შენი ისტორია? ვინ ხარ მაშინ? ეს არის ამ ალბომის ნამდვილი ისტორია“. – ამბობს ტეილორ სვიფტი.

კომპანია Luminate-ის მონაცემებით, The Life of a Showgirl-ის გაყიდვებმა პირველი დღისთვის, 3 ოქტომბერს, 2.7 მილიონ ერთეულს მიაღწია, რომელიც  როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ გაყიდვებს მოიცავს.

ეს კი ტეილორ სვიფტის კარიერაში ყველაზე მასშტაბური პირველი კვირის შედეგია და მეორე ყველაზე დიდი გაყიდვების კვირა მას შემდეგ, რაც Luminate-მა 1991 წელს მონაცემთა ელექტრონული აღრიცხვა დაიწყო. პირველი ადგილი ამ პოზიციაზე  ადელს ეკუთვნის ალბომით – 25.

მუსიკალური ვიდეო პირველად კინოთეატრებში სვიფტის თეატრალური ღონისძიების, The Release Party of a Showgirl-ის ფარგლებში აჩვენეს. კლიპის პრემიერასთან ერთად, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კადრს მიღმა ვიდეოები და ტეილორ სვიფტის კომენტარი  ალბომის The Life of a Showgirl-ის თორმეტივე სიმღერაზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl ფანების კვირის რჩეული მუსიკა გახდა

შემდეგი სტატია

ქანთრი მომღერალი შოთა ადამაშვილიTexas Sounds International Country Music Awards-ის ისტორიაში პირველი ქართველი გამარჯვებულია

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი