Slash-ის თქმით, 17 წლის შემდეგ Guns N’ Roses-ის ალბომი გამოვა

საინტერესოა, რომ ლეგენდარული ბენდის ბოლო ორ ალბომს შორისაც იგივე დრო იყო გასული, ასე რომ, შესაძლოა, ახალი ალბომი დროულად გამოვიდეს.
GUNS N’ ROSES

Slash-მა ჟურნალ Guitar Player-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ Guns N’ Roses ახლა აქტიურად მუშაობს 2008 წლის ალბომ Chinese Democracy-ს დიდი ხნის ნანატრ გაგრძელებაზე. 

„ამ ეტაპზე უკვე ძალიან ბევრი მასალა გვაქვს, საქმე იმაშია, რომ უნდა მოვახერხოთ, დავსხდეთ და ჭკვიანურად ჩავუჯდეთ ყველაფერს. თუმცა ჩემი გამოცდილებით, Guns N’ Roses-თან  წინასწარ რამის დაგეგმვა არ გამოდის. ვერასდროს დაჯდები და იტყვი, აი, ახლა, ამ პერიოდში ამას გავაკეთებთ. როცა კი რაიმეს ასე ვგეგმავდით, ყოველთვის ყველაფერი იშლებოდა.” თქვა Slash-მა, რომელმაც ბენდის ახალი ალბომის მოახლოებაზე მიანიშნა. თუმცა აღნიშნულ განცხადებაში მუსიკოსმა კონკრეტული თარიღი არ დაასახელა. 

Guns N’ Roses-ს 17 წელი დასჭირდა ორნაწილიანი ალბომის შექმნისთვის.  Use Your Illusion – 1991 წელს გამოვიდა, Democracy კი 2008 წელს, რომლის შექმნაზეც, როგორც ცნობილია, მომღერალი აქსელ როუზი წლების განმავლობაში  სხვადასხვა მუსიკოსთან ერთად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ 1992 წელს მათ ქავერ-ალბომი The Spaghetti Incident? გამოსცეს, Democracy-ს შემდეგ მუსიკალური პაუზა თითქმის ორი ათწლეული გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ნახევრად აღდგენილმა ბენდმა მსოფლიოს არაერთი ტურნე მოიარა და ახლა შემადგენლობაში კვლავ არიან Slash, ბენდის ბასისტი დაფ მაკკეიგანი, ასევე  კლავიშზე ბენდის დიდი ხნის წევრი დიზი რიდი.

GW-სთან საუბარში Slash-მა ნაწილობრივ ბენდის შემოქმედებით პროცესსაც ახადა ფარდა, რომელიც ლეგენდარული ვოკალისტის, აქსელ როუზის მუშაობის სტილს უკავშირდება: „ეს უბრალოდ სპონტანურად ხდება, რაღაც შთაგონებით, რაც ამ პროცესს ამოძრავებს და უცებ ხვდები, რომ უკვე დაიწყო ყველაფერი.“- აღნიშნა Slash-მა.

Billboard-მა კომენტარი სთხოვა Slash-ისა და Guns N’ Roses-ის წარმომადგენლებს,  თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიუღია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში პერიოდულად ჩნდებოდა მოსაზრება Guns N’ Roses-ის ახალი ალბომის შესაძლო გამოშვებაზე. ბასისტმა დაფ მაკკეიგანმა 2019 წელს გადაცემაში Trunk Nation განაცხადა, რომ ახალი ალბომი „მზადების პროცესშია“ და დაამატა: „ეს რეალურია, მაგრამ ყველაზე მაგარი და სასაცილო ის არის, რომ ჩვენ, Guns N’ Roses-ში, ამაზე თითქმის არ ვსაუბრობთ, რაც უნდა მოხდეს, უბრალოდ ხდება.“

ამ ხანგრძლივ პერიოდში ბენდმა 2021 წელს Absurd-ისა და Hard Skool-ის სტუდიური ვერსიები გამოსცა, 2023 წელს კი Perhaps, რომლებიც თავდაპირველად ცოცხლად შესრულდა.

ამჟამად ბენდი აგრძელებს მსოფლიო ტურნეს, სახელწოდებით Because What You Want & What You Get Are Two Completely Different Things. მათი შემდეგი კონცერტი კი 11 ოქტომბერს მედელინში, კოლუმბიაში გაიმართება, რის შემდეგაც ჯგუფი ტურნეს 8 ნოემბრამდე სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში კიდევ რამდენიმე შოუთი გააგრძელებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დავარქმევდით თუ არა ბიორკს პოპვარსკვლავს 1995 წელს?

შემდეგი სტატია

25 ოქტომბერს კლუბ KHIDI-ში Miller Mix-ის ღონისძიება გაიმართება, სადაც BLOND:ISH და Tijana T დაუკრავენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი