25 ოქტომბერს კლუბ KHIDI-ში Miller Mix-ის ღონისძიება გაიმართება, სადაც BLOND:ISH და Tijana T დაუკრავენ

„მე ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ მივცურავდი. თუ ვინმე მეტყოდა, რომ რაღაც არ გამომივიდოდა, მიზნის მისაღწევად ყოველთვის ახალ გზას ვპოულობდი. ახლაც, ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთი ატმოსფერო, ისეთი სისტემა, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი თავი იპოვოს. ამის გაკეთება კი მხოლოდ მუსიკის გზით შემიძლია. სწორედ ესაა მათთან კავშირის დამყარების საუკეთესო გზა.”

BLOND:ISH

Miller-ისა და Beatport-ის თანამშრომლობით ქართული აუდიტორიისთვის კლუბ „ხიდში“ მორიგი მუსიკალური ღონისძიება იგეგმება. 25 ოქტომბერს ქართველ მსმენელს თავის შემოქმედებით სამყაროს ამჯერად BLOND:ISH  გააცნობს. აღსანიშნავია, რომ როგორც BLOND:ISH-ის, ასევე სხვა ქართველი დიჯეების სეტები Beatport-ის YouTube არხზე გაისტრიმება, რაც მილიონობით ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, უფრო ახლოს გაიცნოს თბილისის საკლუბო სივრცე.

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერის,  BLOND:ISH-ის კარიერა 15 წელზე მეტს ითვლის მსოფლიოს უდიდეს ფესტივალებზე გამოსვლებითა და ლეგენდარულ არტისტებთან თანამშრომლობით.

BLOND:ISH თავდაპირველად დუეტის სახით შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით პროექტი სოლო მოგზაურობად იქცა. კარიერის დასაწყისშივე Kompakt, Get Physical Music და Noir Music-ზე გამოცემულმა ტრეკებმა ფართო აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო და მუსიკოსი მალევე აქცია წამყვანი კლუბებისა და ფესტივალების მოთხოვნად არტისტად.

საკუთარი კომპოზიციების პარალელურად, BLOND:ISH ხშირად ქმნის რემიქსებს სხვა მუსიკოსებისთვისაც, მათ შორის ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორებიც არიან Madonna, Depeche Mode და Taylor Swift. 2017 წელს მან დააარსა საკუთარი ლეიბლი ABRACADABRA, რომელიც ახალი არტისტების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

„ABRACADABRA არის ქალ არტისტებზე ფოკუსირებული პლატფორმა, რომლის მიზანია, მუსიკის გლობალური სცენა ხელოვნებისა და ეკოაქტივიზმის გზით გააერთიანოს,“ამბობს  მუსიკოსი, რომელიც ასევე ცნობილია ეკომეგობრული ინიციატივებით, მათ შორისაა  #PlasticFreeParty კამპანია, რომელიც მუსიკის სფეროში ეკოლოგიური ცნობიერების გაზრდას ისახავს მიზნად.

Miller-ისა და Beatport-ის ერთობლივი ტურნე „Miller Mix“ ექვს ქვეყანას მოიცავს: ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, უნგრეთი, ყაზახეთი და საქართველო. პროექტის მიზანი შერჩეულ ლოკაციებზე საინტერესო და უნიკალური არტისტების აღმოჩენა  და მათი საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობაა. ეს პროცესი აერთიანებს როგორც ელექტრონული მუსიკის უკვე ცნობილ სახეებს, ისე ახალბედა არტისტებს და სტრიმინგის საშუალებით ამ გამოცდილებას მთელ სამყაროს უზიარებს.

აღნიშნული კოლაბორაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ადგილობრივი არტისტების მხარდაჭერაა. პროექტის ფარგლებში ქართველ პროდიუსერებს შეუძლიათ, წინასწარ შეთავაზებული ხმების გამოყენებით საკუთარი კომპოზიცია შექმნან. გამარჯვებულს კი ჟიური შესაძლებლობას მისცემს, Miller Mix-ის ღონისძიებაზე BLOND:ISH-თან ერთად დაუკრას. გარდა ამისა, გამარჯვებული მიიღებს წვდომას Beatport-ის ვორქშოპებზე, საჭირო პროგრამებსა და ინსტრუმენტებზე. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ბმულზე: millermix.beatport.com/georgia

25 ოქტომბრის ღონისძიების კიდევ ერთი საინტერესო დეტალი კი თბილისის სცენაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებაა, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

ბილეთები შეიძინეთ ბმულზე: tkt.ge/BLONDISHKhidi

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Slash-ის თქმით, 17 წლის შემდეგ Guns N’ Roses-ის ალბომი გამოვა

შემდეგი სტატია

Tatuza Jazz Club-ში მსოფლიოში აღიარებული ახალი თაობის ჯაზ-მუსიკოსი – ფრანჩესკა ტანდოი თავის ტრიოსთან ერთად წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი