დავარქმევდით თუ არა ბიორკს პოპვარსკვლავს 1995 წელს?

„უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის” ახალი ეპიზოდი მიმოიხილავს ისლანდიელ მუსიკოსს 30 წლის წინ.
ბიორკი 1995 წელს
GIE KNAEPS/GETTY IMAGES

1995 წელს ბიორკი იყო ფენომენი ჟანრის გარეშე – კრიტიკოსების მიერ აღიარებული ავტორ-შემსრულებელი, რომელიც საცეკვაო ბიტებს როკსა და პოპთან აერთიანებდა. მას შეეძლო გამოეშვა მძიმე ინდუსტრიული ჰიმნი ისევე, როგორც 50-იანების ბიგ-ბენდის სტილის ვოკალური პოპქავერი. ბიორკს არ ჰქონია დიდი ჰიტები. მისი მეორე ალბომის, Posteven-ის არცერთი სიმღერა არ შესულა Billboard Hot 100-ში, თუმცა მისი გამორჩეული პერსონის, უნიკალური ტალანტისა და შთამბეჭდავი ვიზუალური სტილის წყალობით მან ოკეანის ორივე მხარეს გაითქვა სახელი. 

ამ თვეში „უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტი” იწყებს ახალ მინისერიებს, სახელწოდებით Vintage Almost-Pop Stardom. მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ოთხ განსაკუთრებულად საინტერესო არტისტზე, რომლებიც ძალიან ახლოს იყვნენ მეინსტრიმ პოპვარსკვლავობასთან, მაგრამ ეს ბოლომდე ვერ მოახერხეს. პირველი ეპიზოდის სტუმარი იქნება ლინა მორგანი, რომელიც მის ყველა დროს ერთ-ერთ საყვარელ არტისტზე, ბიორკზე ისაუბრებს იმ წელიწადის ჭრილში, როცა ის MTV-სა და მუსიკალური კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული გაგებით ჰიტი არ ჰქონია. 

პოდკასტი პასუხს გასცემს ყველაზე საინტერესო კითხვებს ყველაზე დიდ ისლანდიელ მუსიკოსზე მისი კარიერული პიკის პერიოდში, 1995 წელს: რატომ არ აინტერესებდა ტოპ 40-ს ბიორკი 90-იანების შუაში? როგორ მოხდა, რომ ყველაზე ნაკლებად ბიორკისეული სინგლი, რომელიც თავადაც კი არ დაუწერია, მისი სავიზიტო სიმღერა გახდა? რაში შეცდნენ ბიორკის შეფასებისას კრიტიკოსები 1995 წელს? რატომ არასდროს ჰქონია დიდი ვირუსული მომენტი ან „ტიკტოკის” წარმატება თანამედროვე ეპოქაში? და ყველაზე მნიშვნელოვანი: იყო თუ არა ბიორკი 1995 წელს პოპვარსკვლავი და ვუპასუხებდით თუ არა ამ კითხვას სხვანაირად 2025 წელს, ვიდრე 30 წლის წინ?

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ექსპერიმენტული სივრცე „თბილი ორგია“ არსებულ შენობას ტოვებს და ახალ ეტაპს იწყებს

შემდეგი სტატია

Slash-ის თქმით, 17 წლის შემდეგ Guns N’ Roses-ის ალბომი გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი