Tatuza Jazz Club-ში მსოფლიოში აღიარებული ახალი თაობის ჯაზ-მუსიკოსი – ფრანჩესკა ტანდოი თავის ტრიოსთან ერთად წარდგება

ღონისძიების პარტნიორია „ისთერნ პრომოუშენი“.
ფრანჩესკა ტანდოი
Tatuza Jazz Club

12 ოქტომბერს, სასტუმრო „ტელეგრაფში” გახსნილი Tatuza Jazz Club ახალი თაობის ცნობილი ჯაზ მუსიკოსის, ფრანჩესკა ტანდოის ტრიოს უმასპინძლებს. იტალიელი პიანისტი და ვოკალისტი ფრანჩესკა ტანდოი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა ჯაზ ვარსკვლავად არის აღიარებული. ღონისძიების პარტნიორია „ისთერნ პრომოუშენი“.

ფრანჩესკამ თავის ტრიოსთან ერთად ახლახან გამოუშვა ახალი ალბომი, რომელმაც მსმენელისა და მუსიკალური მიმომხილველების დადებითი შეფასება დაიმსახურა.

ღონისძიების შესახებ Billboard Georgia „ისთერნ პრომოუშენის“ დამფუძნებელს, კახა კანდელაკს ესაუბრა: 

„ფრანჩესკა ტანდოი ის არტისტია, რომლის მუსიკასაც ყველა თაობის მსმენელი აღიარებს. იშვიათია, რომ ასეთ ჯაზს ასრულებდეს ასეთი ახალგაზრდა მუსიკოსი. ფრანჩესკამ თავის ტრიოსთან ერთად უკვე არაერთ მნიშვნელოვან ფესტივალსა და სახელოვნებო პლატფორმაზე გამოჩენით გაითქვა სახელი. ეს მუსიკალური საღამო განსაკუთრებული იქნება ჯაზის მოყვარული ქართველი მსმენელისათვის.“

Tatuza Jazz Club ქალაქის უახლესი კულტურული სივრცეა, რომლის სახელწოდება ქართველი ჯაზ ლეგენდის, თამაზ „თათუზა“ ყურაშვილის სახელს უკავშირდება. კლუბი 2025 წლის სექტემბერში მსოფლიო დონის ვარსკვლავების – სტენლი კლარკის, ბექა გოჩიაშვილისა და დენის ჩემბერსის დაუვიწყარი კონცერტით გაიხსნა.

Tatuza Jazz Club-ის გახსნა ქართული ჯაზის სცენისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა – სივრცე თავისი კონცეფციით ქართველ მუსიკოსებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

კახა კანდელაკი:

„Tatuza Jazz Club თამაზ ყურაშვილის სახელს ატარებს და ეს ძალიან კარგი იდეაა. „ისთერნ პრომოუშენის” გუნდისთვისაც, როგორც ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, თამაზ ყურაშვილი გამორჩეული ფიგურაა – ის ჩვენი ორგანიზაციული კომიტეტის წევრი იყო და მის სახელს ჯაზის განვითარებაში უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება. საბჭოთა კავშირის სცენაზე სწორედ ის იყო პირველი ქართველი ჯაზ მუსიკოსი და ამ კლუბის სახელწოდებაში მისი ხსოვნის გაცოცხლება განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. თვითონ კლუბი – ინტერიერის დიზაინიდან დაწყებული, ყველა დეტალით დასრულებული – საერთაშორისო დონის სივრცეა, რაც თბილისს ძალიან აკლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ სტაბილურად მაღალი ხარისხის მუსიკა ჟღერს. ქართველი არტისტებისთვის ეს ძალიან საჭირო და გამორჩეული ადგილია, რადგან ეს სცენა მრავალი წამყვანი საერთაშორისო არტისტის კონცერტს უმასპინძლებს. ასეთი ძლიერი სტარტით კლუბის მუშაობის დაწყება ჯაზის მოყვარულთათვის ერთგვარ ახალ დანიშნულების ადგილად იქცევა. ევროპის ბევრ წამყვან ქალაქს აქვს თავისი ჯაზ კლუბი, რომელიც იქაურ მუსიკალურ იდენტობას განსაზღვრავს – ახლა ასეთი ადგილი საქართველოშიც არსებობს, რაც მელომანებისთვის ნამდვილად ბევრ რამეს ნიშნავს. აკუსტიკა, აუდიტორიის ტევადობა, კონცეფცია – ყველაფერი ერთად ქმნის ამ ადგილის უნიკალურობას. ასეთ სივრცეში მსმენელებს შეუძლიათ მსოფლიო დონის შემსრულებლებთან უშუალო კონტაქტი დაამყარონ. ამ კლუბის გახსნით Silknet-მა ქართული ჯაზის სცენისა და ზოგადად ქვეყნის მუსიკალური კულტურის განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა.“

ფრანჩესკა ტანდოის ტრიოს კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ადგილზე.

ბილეთების საყიდლად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

25 ოქტომბერს კლუბ KHIDI-ში Miller Mix-ის ღონისძიება გაიმართება, სადაც BLOND:ISH და Tijana T დაუკრავენ

შემდეგი სტატია

ლეილა დუკლოს კვარტეტი და ხატია ქორიძის ტრიო  Tatuza Jazz Club-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი