ლეილა დუკლოს კვარტეტი და ხატია ქორიძის ტრიო  Tatuza Jazz Club-ში

10 ოქტომბერს Tatuza Jazz Club-ში ჯაზის საღამო გაიმართა

სექტემბრის პირველ ნახევარში სასტუმრო „ტელეგრაფში“ Tatuza Jazz Club ოფიციალურად გაიხსნა, მას შემდეგ კი ეს სივრცე ჯაზის თავბრუდამხვევმა ჰანგებმა მოიცვა. თითქმის ყოველდღე იმართება სხვადასხვა ღონისძიება, სადაც სცენას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო არტისტები იკავებენ.

10 ოქტომბერს Tatuza Jazz Club-ში კლუბის რეზიდენტი არტისტის, ფრანგი ჯაზ მუსიკოსის, ლეილა დუკლოს საღამო კვარტეტთან ერთად გაიმართა, შემდეგ კი სცენა ტრიოს შემადგენლობით ქართველმა ჯაზ მუსიკოსმა, ხატია ქორიძემ დაიკავა.

საღამო როგორც ევროპული, ისე ქართული ჯაზის ენერგიას აერთიანებდა. ლეილა დუკლოს ,,ბილბორდ საქართველო” ესაუბრა:

ლეილა დუკლო – მუსიკოსი:

„ქართული აუდიტორია გამორჩეული პატივისცემით ეკიდება მუსიკოსს და მის შემოქმედებას. როცა ვთქვი, რომ პარიზიდან რამდენიმე კონკრეტულ ნამუშევარს შევასრულებდი, მყისვე დაინტერესდნენ. ძალიან თბილები არიან, ამიტომ აქ ყოფნა და მათთვის საკუთარი შემოქმედების გაზიარება ნამდვილი სიამოვნებაა.

კლუბში საოცარი ატმოსფეროა, ეს ახალი სივრცეა, სადაც ყველაფერი სუფთა ენერგიითაა სავსე: სცენა, აკუსტიკა, ინტერიერის დიზაინი… ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ მუსიკოსი შთაგონებას პოულობს. აქ შეგიძლია არა მხოლოდ დაუკრა, არამედ იფიქრო, იგრძნო და ბოლომდე იცხოვრო მუსიკით. ასეთ ჯაზ კლუბში დაკვრა დიდი ბედნიერებაა.

ამჟამად ჩემს მეორე ალბომზე ვმუშაობ, ამიტომ ეს მუსიკალური რეზიდენცია ჩემთვის იდეალური შესაძლებლობაა. დეკემბერში ალბომის გამოცემას ვგეგმავ და ახლა ზუსტად ის დროა, როცა მსმენელთან ერთად ახალი იდეები უნდა გამოვცადო. ეს ადგილი თითქოს ერთგვარი ლაბორატორიაა, სადაც მუსიკა ექსპერიმენტად, ყოველი ჟღერადობა კი აღმოჩენად იქცევა.”

ამავე საღამოს ფრანგი ჯაზ მუსიკოსის შემდეგ სცენა ხატია ქორიძემ დაიკავა, მასთან ერთად აუდიტორიის წინაშე გიგი ცინცაძე (გიტარა) და სოსო ცაგარეიშვილი (დრამი) წარდგნენ.

ხატია ქორიძე – მუსიკოსი:

„დიდი ხანია, ერთად ვუკრავთ, ამიტომ ეს ტრიო ჩემი საყვარელი შემადგენლობაა. დღეს გადავწყვიტეთ, ჩემი საავტოროს ნაცვლად დავუკრათ ის კომპოზიციები, რომლებიც ყველას ძალიან გვიყვარს — სხვადასხვა პერიოდის, მათ შორის თანამედროვე, ბოლო პერიოდში დაწერილი სიმღერები, რომლებიც სამივეს გვიყვარს. შემდეგში ალბათ იქნება საავტოროც, მაგრამ დღეს ასე გადავწყვიტეთ.

რაც შეეხება ამ ადგილს, მგონია, რომ ეს არის ის, რაც ჩვენს ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდებოდა კულტურული თვალსაზრისით. თბილისს და განსაკუთრებით ადგილობრივ ჯაზ მუსიკოსებს არასდროს ჰქონიათ იმის ფუფუნება, რომ ასეთ პირობებში, ასეთ ხარისხიან საუნდში გაეჟღერებინათ საკუთარი შემოქმედება, ამიტომ მგონია, რომ ეს ძალიან დიდი მონაპოვარია როგორც ქალაქისთვის, ისე მსმენელისთვის და მუსიკოსებისთვის. აშკარად თვალსაჩინოა, როგორ დაიძრა მოტივაცია მუსიკოსებში –  ახალი პროგრამა, ახალი ენერგია და შემართება…

არც ისე ბევრ ქალაქს აქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი დონის ჯაზ კლუბი ჰქონდეს, სადაც ჩამოვლენ უცხოელი მუსიკოსებიც. მათთან კომუნიკაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”

Tatuza Jazz Club სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიხსნა, თუმცა უკვე იქცა მელომანების საყვარელ სივრცედ. აქ მუსიკა მხოლოდ ჟღერადობა არ არის,  ეს არის დიალოგი, ექსპერიმენტი და შთაგონება, რასაც საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტები ამ ატმოსფეროში ქმნიან და აზიარებენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tatuza Jazz Club-ში მსოფლიოში აღიარებული ახალი თაობის ჯაზ-მუსიკოსი – ფრანჩესკა ტანდოი თავის ტრიოსთან ერთად წარდგება

შემდეგი სტატია

დაიან კიტონი Amy Sussman/Getty Images

ოსკაროსანი მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

TINDRA - საჭე

Tindra-ს შინაგანი მუსიკის ხმა სიმღერაში „საჭე”

„ამ ლექსსა და მუსიკაში ჩემი დაკომკიდებულებაა ასახული, რომელიც დამალვის სურვილთან, ფარ-ხმალის დაყრასთან, მაგრამ შემდეგ ისევ გზის გაგრძელების პროცესთან ასოცირდება.”
მეტი

გრეისი აბრამსი, ჰოლზი და სხვა მუსიკოსები ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში ზოჰრან მამდანის გამარჯვებას გამოეხმაურნენ

ახალ ამბავს სიხარულით შეხვდნენ ასევე ლორდი, Clairo და სხვები.
მეტი
Mikano - Sxvisi Yopila

Mikano – ახალი სახე ქართულ მუსიკალურ სივრცეში და წარმატებული დებიუტი სიმღერით, „სხვისი ყოფილა“

"მე და ბატა არმაზში მივდიოდით და Chicago-ს ვუსმენდით, საცობში რომ შევჩერდით, გვერდით მანქანაში ჰარდკორ-ტექნო  ისმოდა, მეორე მხარეს, სამარშრუტო მანქანაში კი ხალხური მუსიკა. მაშინ მომივიდა აზრი, რომ  საინტერესო იქნებოდა მსგავსი მუსიკალური კლიპის გადაღება"
მეტი

ნახეთ ნიკ კეივის The Death of Bunny Munro-ს ეკრანიზაციის ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლს მეტ სმითი ასრულებს

ვიდეოს საუნდტრეკად გასდევს ჯარვის კოკერის Black Magic-ისა და ნიკ კეივის Bright Horses-ის ნაწყვეტები.
მეტი

RADIOHEAD-ის დაბრუნება: იხილეთ სიმღერები, რომლებიც ბენდმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის Movistar Arena-ზე გამართულ შოუზე შეასრულა

RADIOHEAD-ის 20-დღიანი ტურის პირველი კონცერტის ბილეთები სრულად გაიყიდა. 2018 წლის ზაფხულის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბენდი სცენაზე სრული შემადგენლობით გამოვიდა.
მეტი