ოსკაროსანი მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული მსახიობის კარიერა მოიცავდა ისეთ ფილმებს, როგორებიცაა Annie Hall, Something’s Gotta Give და The Godfather.
დაიან კიტონი Amy Sussman/Getty Images
დაიან კიტონი Amy Sussman/Getty Images

ოსკაროსანი მსახიობი დაიან კიტონი კალიფორნიაში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი PEOPLE ადასტურებს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

დაიან კიტონის კინოდებიუტი 1970 წელს ფილმ Lovers and Other Strangers-ში შედგა, თუმცა ფართო აღიარება ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმით The Godfather მოიპოვა, სადაც მას პარტნიორობას ალ პაჩინო უწევდა.

1977 წელს დაიან კიტონმა ვუდი ალენის ფილმში, Annie Hall-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ოსკარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ვუდი ალენმა Annie Hall-ის როლი სწორედ დაიან კიტონისთვის შექმნა. მსახიობს არაერთი როლი აქვს შესრულებული ვუდი ალენის ფილმებში, მათ შორის: Sleeper, Love and Death, Interiors, Play It Again, Sam და Manhattan. უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში დაიან კიტონი რეჟისორის მუზა გახლდათ.

მსახიობის ხანგრძლივი კარიერა მოიცავს ისეთ ფილმებს, როგორებიცაა: Looking for Mr. Goodbar (1977), Reds (1981), Shoot the Moon (1982) და The Little Drummer Girl (1984). რეჟისორ ნენსი მაიერსთან მან პირველად 1987 წელს, ფილმ Baby Boom-ში მონაწილეობისას ითანამშრომლა, მოგვიანებით კი მათ კიდევ სამ ფილმზე იმუშავეს ერთად: Father of the Bride (1991), Father of the Bride Part II (1995) და Something’s Gotta Give (2003), რომლისთვისაც კიტონმა კიდევ ერთი ოსკარის ნომინაცია მიიღო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლეილა დუკლოს კვარტეტი და ხატია ქორიძის ტრიო  Tatuza Jazz Club-ში

შემდეგი სტატია

Bad Bunny - 2025 წლის 11 ივლისი, კევინ მაზური/Getty Images

კონსერვატიული ორგანიზაცია აპროტესტებს 2026 წლის Super Bowl-ის ჰედლაინერად Bad Bunny-ს გამოცხადებას და ალტერნატიულ მუსიკალურ შოუს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი