ჯო ბადენი თავის პოდკასტში დრეიკს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა და ის უცენზურო სიტყვებით მოიხსენია

ბადენი ამტკიცებდა, რომ დრეიკის გუნდი და ლეიბლი ხელს უწყობდნენ დეზინფორმაციის გავრცელებას და ცილისწამების ტალღას, რის გამოც მან 2024 წელს სასამართლოს სარჩელითაც მიმართა.
ჯო ბადენი

ჯო ბადენი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა დრეიკს მას შემდეგ, რაც ფედერალურმა მოსამართლემ უარყო მისი სარჩელი Universal Music Group-ის წინააღმდეგ.

„დრეიკთან დაკავშირებული ამბავი სასამართლომდე მივიდა,“ – თქვა ბადენმა The Joe Budden Podcast-ის უახლეს ეპიზოდში. „ჩემთვის ეს არაფრით განსაკუთრებული არ არის. თავიდანვე არ მჯეროდა, რომ საქმე სხვანაირად წავიდოდა.“

რეპერმა,  რომელიც ამჯერად პოდკასტის წამყვანია, დრეიკი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია, შემდეგ კი განაგრძო: „11 თვის წინ რაც გითხარით, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა.”

რაც შეეხება სარჩელს, ჯო ბადენმა Universal Music Group (UMG)-ს დაახლოებით 2024 წლის შუა პერიოდში უჩივლა. ბადენი ამტკიცებდა, რომ დრეიკის გუნდი და ლეიბლი ხელს უწყობდნენ დეზინფორმაციის გავრცელებას და მისკენ მიმართულ ცილისწამების ტალღას. საქმე ის არის, რომ ლამარის ცნობილ ტრეკში – Not Like Us – კენდრიკი თითქოს მიანიშნებდა, რომ დრეიკს არასრულწლოვან გოგოებთან უცნაური ურთიერთობები ჰქონდა. დრეიკის მხარემ ეს „საგანგაშო ცილისწამებად“ შეაფასა, ხოლო ბადენი, რომელიც ამ თემებზე აქტიურად საუბრობდა თავის პოდკასტში, საჯაროდ მხარს უფრო კენდრიკს უჭერდა და დრეიკის ქცევებს აშკარად აკრიტიკებდა.

ამის შემდეგ, დრეიკის ფანებმა და ზოგიერთმა მედია წყარომ ბადენს ბრალდებები წაუყენა, თითქოს ის კამპანიას აწარმოებდა დრეიკის წინააღმდეგ. ბადენის თქმით, ეს მიზანმიმართული ნაბიჯი იყო მისი დისკრედიტაციისთვის.

სწორედ ამაზე დაყრდნობით, ბადენმა სარჩელი შეიტანა Universal Music Group-ის წინააღმდეგ, რომელიც დრეიკის რელიზების დისტრიბუციაზეა პასუხისმგებელი. ბადენი ამტკიცებდა, რომ კომპანიამ „PR კამპანიით“ ხელი შეუწყო მის წინააღდეგ ცილისწამებას.

ფედერალურმა მოსამართლემ ვერ დაინახა რეალური საფუძველი, რომ კენდრიკ ლამარი მართლაც ამხელდა დრეიკს, როგორც პედოფილს, ისეთი ტრეკის ტექსტებში, როგორიცაა Not Like Us. მოსამართლემ მათი დაპირისპირება უბრალოდ „სიტყვების ომად“ შეაფასა და სარჩელის ნაწილიც „ლოგიკურად აბსურდულად“ მიიჩნია.

ბადენმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ინსტაგრამის Story-ში დრეიკის ფოტო გამოაქვეყნა და სარკასტული დამოკიდებულება გამოხატა. თავად დრეიკმაც არაერთხელ იხუმრა ბადენზე. 

იხილეთ ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი, 2025 წლის 2 თებერვალი

ნახეთ, რას ფიქრობს ელიზაბეტ ტეილორის ვაჟი ტეილორ სვიფტის სიმღერაზე, რომელიც დედამისს ეძღვნება

შემდეგი სტატია

U2-მ 2025 წლის ვუდი გათრის პრემია მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი