ბრიუს სპრინგსტინმა Nebraska-ს ახალი, გაფართოებული ვერსია გამოსცა

ალბომის გამოცემა ერთი კვირით გადაიდო, რადგან ფილმის – Springsteen: Deliver Me from Nowhere-ის პრემიერას დაემთხვა.
ბრიუს სპრინგსტინი AFI FEST 2025-ის სცენაზე. ჰოლივუდი, 2025 წლის 22 ოქტომბერი.
RODIN ECKENROTH/GETTY IMAGES

ბრიუს სპრინგსტინი იმ დროში გვაბრუნებს, როცა E.T. კინოთეატრებში ლიდერობდა, მაიკლ ჯექსონის Thriller მსოფლიოს იპყრობდა, ხოლო თეთრ სახლში რონალდ რეიგანი ცხოვრობდა.

შუაღამისას ბრიუს სპრინგსტინმა მოულოდნელად გააზიარა ახალი რელიზი – Nebraska ’82: Expanded Edition. მუსიკოსმა ჩანაწერი Sony Music-ის ლეიბლით გამოსცა. ალბომი აქამდე უცნობ მასალებს მოიცავს, რაც არტისტის ფანების ახდენილი ოცნებაა.

ალბომი ხელმისაწვდომია როგორც ციფრული, ისე ხუთდისკიანი ბოქს-სეტის სახით. მასში თავმოყრილია სოლო ჩანაწერების იშვიათი ვერსიები, ლეგენდარული „Electric Nebraska“-ს სესიების ჩანაწერები, Nebraska-ს სრულად შესრულება, რომელიც 1982 წლის აპრილში ჩაიწერა, ასევე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ვერსია Born in the U.S.A.-ის, სადაც სპრინგსტინს შემოქმედებით პარტნიორობას უწევენ მაქს ვაინბერგი და გარი ტალენტო.  რაც მთავარია, ამ რელიზში შესულია Nebraska-ს განახლებული ვერსია, 2025 წელს გაკეთებული მასტერინგით. 

„კლავიშები საერთოდ ამოვიღეთ და ფაქტობრივად ტრიოდ დავრჩით,“ – იხსენებს სპრინგსტინი Born in the U.S.A.-ს  ვერსიაზე საუბრისას. „ვეცადეთ, Nebraska-სთვის ელექტრონული სიცოცხლე მიგვეცა.“

ალბომის გამოცემა ერთი კვირით გადაიდო, რადგან ფილმის – Springsteen: Deliver Me from Nowhere-ის პრემიერას დაემთხვა. სკოტ კუპერის რეჟისურითა და 20th Century Studios-ის წარმოებით გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი აღწერს Nebraska-ს შექმნის ისტორიას. 

ჩვენების შემდეგ სპრინგსტინი თავად გამოჩნდა სცენაზე. მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა ფილმის მხარდაჭერისთვის და ხუმრობით დაამატა: „ესაა ჩემი ბოლო ღამე კინოში – მუსიკას დავუბრუნდები.“

სიტყვით გამოსვლისას მუსიკოსმა კიდევ ერთხელ მიმართა აუდიტორიას და დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. „უკვე 50 წელია, ამერიკის ერთგვარი მუსიკალური ელჩივით დავდივარ და საკუთარი თვალით მინახავს, რამდენად უყვარს მსოფლიოს ის ამერიკა, რომელიც საკუთარ უმაღლეს იდეალებს ეყრდნობა. მიუხედავად იმისა, რა ზიანი მიადგა ქვეყანას ბოლო წლებში, იმ იდეალებისთვის მაინც ღირს ბრძოლა.” – ამის შემდეგ ბრიუს სპრინგსტინმა Land of Hope and Dreams შეასრულა. 

რაც შეეხება ფილმს – Deliver Me From Nowhere – სპრინგსტინის როლს ჯერემი ალენ უაიტი ასრულებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ „ბილბორდის” ლათინური მუსიკის 2025 წლის დაჯილდოების გამარჯვებულები 

შემდეგი სტატია

„საქართველოს სინფონიეტა“ რიგით მე-11 „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ წარმოგიდგენთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი