„საქართველოს სინფონიეტა“ რიგით მე-11 „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ წარმოგიდგენთ

28 ოქტომბრიდან 7 დეკემბრამდე „საქართველოს სინფონიეტა“ რიგით მე-11 „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდება.

წლევანდელი „თბილისი ბაროკოს ფესტივალის” პროგრამა 10 გამორჩეულ კონცერტს მოიცავს. ქართული მუსიკალური სცენის წარმომადგენლებთან ერთად ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ბაროკოს შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას:

ანდრეას შოლი (კონტრტენორი / გერმანია), ჯულია ბოლკატო (სოპრანო / იტალია), კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი/გერმანია), „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრი“, ააპო ჰეკინენი (კლავესინი / ფინეთი), ლეილა შაიეგი (ვიოლინო / შვეიცარია), ვალენტინ ტურნე (ვიოლა და გამბა / საფრანგეთი), კრისტინე ბუში (ვიოლინო / გერმანია), დოროთე მილდსი (სოპრანო / გერმანია), ფრანჩესკო ჩერა (კლავესინი, ორგანი, დირიჟორი / იტალია), დიეგო კანტალუპი (თეორბო, ბაროკოს გიტარა / იტალია), ფოლკლორული ანსამბლი „შავნაბადა“ და „თბილისის ქალთა გუნდი“.

ტრადიციულად, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ პროგრამა მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია. სოლო, საორკესტრო, ვოკალური და საგუნდო კომპოზიციები აუდიტორიას ბაროკოს მუსიკის უნიკალურ სივრცეში ამოგზაურებს.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალს წელს ახალი ელემენტიც შეემატა:  სამეცნიერო კონფერენცია –  „მუსიკა ბაროკომდე და ბაროკოს ეპოქაში“, რომელიც „საქართველოს სინფონიეტასა“ და კონსერვატორიის ერთობლივი ორგანიზებით 4 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება.

ფესტივალი 28 ოქტომბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიხსნება კონცერტით – „ქართული და ევროპული ძველი მუსიკა“. პირველ განყოფილებაში „შავნაბადა“ ქართული ტრადიციული მუსიკის უძველეს ნიმუშებს შეასრულებს, ხოლო მეორე განყოფილებაში ანდრეას შოლი,  ცნობილი იტალიელი სოპრანო ჯულია ბოლკატო, „თბილისის ქალთა გუნდი“ და „საქართველოს სინფონიეტა“, კორნელია ფონ კერსენბროკის დირიჟორობით ჯოვანი ბატისტა პერგოლეზის შედევრს – Stabat Mater-ს შეასრულებენ.

ნოემბერში ფესტივალი რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გაგრძელდება, კონცერტები 9, 12, 18, 24, 27, 30 ნოემბერს და 2 დეკემბერს ჩატარდება, დასკვნითი საღამო კი 7 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

ფესტივალის სრული პროგრამისა და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიუს სპრინგსტინმა Nebraska-ს ახალი, გაფართოებული ვერსია გამოსცა

შემდეგი სტატია

Billboard-მა Bad Bunny-ს 21-ე საუკუნის საუკეთესო ლათინო არტისტის ჯილდო გადასცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი

ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“  ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.
მეტი
ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი ნინა ცაგარელი

„ღამის სერენადები“  განსაკუთრებული პროგრამით ბრუნდება –  ინტერვიუ ფესტივალის აღმასრულებელ დირექტორთან ნინა ცაგარელთან

მრავალფეროვანი პროგრამა, საერთაშორისო ვარსკვლავები და სამი ქალაქის მუსიკალური მოგზაურობა - ფესტივალი ღამის სერენადები იწყება.
მეტი