ემინემისა და რიანას The Monster „იუთუბის” მილიარდნახვიანთა კლუბს შეუერთდა

მუსიკოსებმა ამ შედეგს ერთხელ უკვე მიაღწიეს სიმღერით Love the Way You Lie.
ემინემი
The Monster

ემინემი და რიანა მილიარდნახვიანთა კლუბს კიდევ ერთხელ შეუერთდნენ, როგორც დუეტი. გამოცემიდან 11 წლის შემდეგ მათი ვიდეოკლიპი სიმღერაზე The Monster „იუთუბზე” 10-ციფრიან ნიშნულს გასცდა. ამ შედეგს მუსიკოსების წყვილმა ერთხელ უკვე მიაღწია სიმღერით Love the Way You Lie.

ვიდეოში რიანა ემინემის თერაპევტის როლს ასრულებს, რეპერი კი ეკრანზე თვალს ადევნებს მის მთავარ კარიერულ მომენტებს, ასევე კადრებს, რომლებიც ასახავს მის ბრძოლას ნივთიერებაზე დამოკიდებულებასთან. 

The Monster 2013 წელს გამოვიდა, როგორც ემინემის The Marshall Mathers LP2-ის სინგლი. სიმღერამ ოთხი კვირა გაატარა Billboard Hot 100-ის ლიდერის პოზიციაზე. 

მანამდე ემინემი და რიანა უკვე ცნობილი იყვნენ ერთობლივი ოქროს ჰიტით. Love the Way You Lie, რომელსაც ახლა უკვე 3 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს, 2010 წელს გამოვიდა და შვიდი კვირა გაატარა აშშ-ის სინგლების ჩარტის პირველ პოზიციაზე.

ჯამში, The Monster ემინემის მეცხრე ვიდეო გახდა, რომელმაც „იუთუბზე” მილიარდ ნახვას მიაღწია. რიანამ კი ეს შედეგი უკვე მეთორმეტედ გაიმეორა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

GMI Rights Management-ის დირექტორი ზუკა ბეჟაშვილი

GMI Rights Management-ის დირექტორი ზუკა ბეჟაშვილი მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან კონფერენციაზე, Music Minds-ზე წარდგება

შემდეგი სტატია

ნახეთ „ბილბორდის” ლათინური მუსიკის 2025 წლის დაჯილდოების გამარჯვებულები 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი