GMI Rights Management-ის დირექტორი ზუკა ბეჟაშვილი მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან კონფერენციაზე, Music Minds-ზე წარდგება

მუსიკალური გამომცემლობა ICMP-ის ყოველწლიური კონფერენცია Music Minds სხვადასხვა ქალაქში ტარდება, წელს კი ღონისძიება ქალაქ ზაგრებში გაიმართება
GMI Rights Management-ის დირექტორი ზუკა ბეჟაშვილი
GMI Rights Management-ის დირექტორი ზუკა ბეჟაშვილი

ICMP (International Confederation of Music Publishers) კონფერენციის ფარგლებში საავტორო უფლებებთან დაკავშირებული მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილება. ღონისძიებაზე აქტიური დისკუსია იმართება მუსიკალური ინდუსტრიის დაცვისა და განვითარების გზების შესახებ.

ICMP წარმოადგენს მუსიკალური ინდუსტრიის ინტერესების დამცველ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ევროინსტიტუციებთან საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით.

Music Minds-ის კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობენ მუსიკალური ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები, მათ შორის Universal Music Publishing Group, Sony Music Publishing, Warner Chappell Music, Kobalt Music Group, BMG და სხვა.

კონფერენციის ისტორიაში წელს პირველად საქართველოდან მომხსენებლად GMI Rights Management-ის დირექტორი ზუკა ბეჟაშვილი წარდგება.

12 ნოემბერს ქალაქ ზაგრებში, პანელის ფარგლებში, GMI Rights Management-ის დირექტორი საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე გამოწვევებსა და ანტი-პირატული მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს.

ზუკა ბეჟაშვილი – GMI Rights Management-ის დირექტორი:

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საქართველოს წარმომადგენელი და ინტერესების დამცველი ამ დონის კონფერენციაზე. მუსიკალური გამომცემლობების ინდუსტრიაში ამაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება არ არსებობს.  მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შევძელი და საქართველოს სახელი ღირსეულად წარმოვაჩინე მუსიკალური ინდუსტრიის არაერთი მაღალი დონის შეხვედრაზე, დღეს კი უკვე მივიღე მოწვევა, რომ ზაგრებში წარვდგე მომხსენებლად. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი აღიარება და შესაძლებლობაა, რომ საქართველოს სახელი ფართოდ იქნას გატანილი მსოფლიოს მუსიკალურ ინდუსტრიაში, გავაჩინოთ მეტი ინტერესი და გავაჟღეროთ ქართველი ავტორების ხმა მსოფლიო დონეზე.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ემინემისა და რიანას The Monster „იუთუბის” მილიარდნახვიანთა კლუბს შეუერთდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი