მაკ მილერის მემკვიდრეობის წარმომადგენლებმა  GO:OD AM-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამი ახალი სიმღერა გაავრცელეს

GO:OD AM (10th Anniversary) არის ამ დროისთვის ბოლო პროექტი იმ აქტივობების სერიაში, რომლითაც მილერის მემკვიდრეობის წარმომადგენელი გუნდი რეპერის მესამე სტუდიური ალბომის იუბილეს აღნიშნავს.
მაკ მილერი. 2017 წლის 22 ივლისი.
RICK KERN/WIREIMAGE

10 წლის წინ მაკ მილერმა დიდ ლეიბლზე გამოსცა თავისი პირველი ალბომი – GO:OD AM, რომელიც შეფასდა, როგორც გულწრფელი და მელოდიური ნამუშევარი დამოკიდებულებაზე, განკურნებასა და ცნობადობაზე. ალბომი Billboard 200-ის ჩარტში მე-4 ადგილზე მოხვდა. ახლახან მაკ მილერის მემკვიდრეობის სახელით მოქმედმა გუნდმა ალბომის იუბილეს აღსანიშნავად სამი ახალი სიმღერა გამოაქვეყნა.

მილერის საავტორო უფლებების წარმომადგენლებმა ითანამშრომლეს არტისტ დანაე გოსესთან, რომელმაც ვიზუალიზაციების სერია შექმნა. მათ შორის არის ვიზუალური ნამუშევარი ტრეკისთვის – Rush Hour, რომელიც ალბომის თავდაპირველი ვერსიის ნაკლებად ცნობილი სიმღერაა. გოსე მრავალი წელია, მილერის პროექტებზე მუშაობს. ის მონაწილეობდა როგორც Balloonerism-ის ვიზუალური კონცეფციის შექმნაში, ასევე იმუშავა კლიპზე – Star Room (OG Version), რომელიც ალბომის – Watching Movies with the Sound Off-ის ათი წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოქვეყნდა.

GO:OD AM (10th Anniversary) არის ამ დროისთვის ბოლო პროექტი იმ აქტივობების სერიაში, რომლითაც მილერის მემკვიდრეობის წარმომადგენელი გუნდი რეპერის მესამე სტუდიური ალბომის იუბილეს აღნიშნავს. გასულ თვეში, 18 სექტემბერს გამოქვეყნდა 15-წუთიანი დოკუმენტური ფილმი სემ ბალაბანის რეჟისორობით. ფილმი ალბომის შექმნის პროცესს აღწერს. ნამუშევარს, რომელიც ხელმისაწვდომია YouTube-ზე, უკვე 320 000-ზე მეტი ნახვა აქვს.

2025 წლის დასაწყისში, 15 იანვარს, ასევე გამოიცა მილერის გარდაცვალების შემდგომი მეორე ალბომი – Balloonerism, რომელიც არტისტმა დაახლოებით 2014 წელს ჩაწერა. ჩანაწერი მოიცავს კოლაბორაციებს SZA-სთან და მილერის ალტერ ეგოსთან – Delusional Thomas-თან. ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში მე-3 ადგილი დაიკავა. ის მილერის მეშვიდე სტუდიური ალბომი გახდა, რომელიც ჩარტის ტოპ ხუთეულში შევიდა. ამავე სახელწოდების ანიმაციურმა ფილმმა, რომელიც ხელმისაწვდომია Apple TV+-ზე, 2025 წლის MTV Video Music Awards-ზე ნომინაციაც მოიპოვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კეტი პერი: „საქართველო, ჩვენ შენ გვერდით ვდგავართ!”

შემდეგი სტატია

ჰენდპენის პირველი კონცერტი თბილისში

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი