ჰენდპენის პირველი კონცერტი თბილისში

საქველმოქმედო საღამოს „ლოკო პარკმა” უმასპინძლა.

თბილისში ჰენდპენის პირველი კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე ჰენდპენის მუსიკოსთა გაერთიანება წარდგა, რომელიც საქართველოში აღნიშნული ინსტრუმენტის განვითარების ერთ-ერთი პიონერია. შესრულდა როგორც საავტორო, ასევე ცნობილი კომპოზიციების იმპროვიზაციები. 

საღამო „ლოკო პარკის” სივრცეში შედგა და მას საქველმოქმედო სახე ჰქონდა. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა ფონდში „სიცილით თერაპია.”

ნათელა ფოცხვერია – კონცერტის მონაწილე და თანაორგანიზატორი:

„ეს იყო ჰენდპენის პირველი მედიტაციური ჯემ სესია. ჩვენი გუნდი შედგება 17 მოყვარული მუსიკოსისგან, რომლებიც ვცდილობთ საქართველოში ამ ინსტრუმენტის პოპულარიზებას. ჰენდპენი, ზოგადად, ერთგვარი თერაპიული ინსტრუმენტია და სიმბოლურია, რომ კონცერტიდან შემოსული თანხა ბავშვების მკურნალობას მოხმარდება. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ სივრცეში ჩვენმა მუსიკამ კიდევ უფრო ჯადოსნური გარემო შექმნა.” 

ჰენდპენი თანამედროვე პერკუსიული ინსტრუმენტია, რომელიც შვეიცარიაში 2000 წელს შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაკ მილერის მემკვიდრეობის წარმომადგენლებმა  GO:OD AM-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამი ახალი სიმღერა გაავრცელეს

შემდეგი სტატია

კეტი პერიმ და ჯასტინ ტრიუდომ პირველი საჯარო გამოჩენით მათი ურთიერთობა დაადასტურეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი